ძვირფასო ბორდერებო,
საქართველოს სნოუბორდის ეროვნული ფედერაცია და არა მხოლოდ ფედერაცია გიწვევთ ყველას ძალიან სამხიარულო და მაგარი დღის გასატარებლად:
შეჯიბრის ადგილი: სნოუ პარკი, გუდაური
შეჯიბრის თარიღი: 06 მარტი, 2010
ორგანიზატორები: საქართველოს სნოუბორდის ეროვნული ფედერაცია
სნოუ პარკი
სასტუმრო გუდაური
სპორტის გალერეა
შეჯიბრის ფორმატი: ბორდერკროსი
მონაწილეთა რაოდენობა: 32, მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია მონაწილეთა რიცხვის ზრდა
რეგლამენტი: კენჭისყრის საფუძველზე ყალიბდება ოთხი მონაწილისგან შემდგარი 8
ჯგუფი. თითო ჯგუფიდან ვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გადადის შემდეგ ეტაპზე.
I ეტაპი - 8 სტარტი
I I ეტაპი - 4 სტარტი
ფინალი
პრიზი პირველი ადგილისათვის: სნოუბორდი
დინამიკის შენარჩუნება: შეჯიბრის პარალელურად, ეტაპებს შორის დანიშნულ
შესვენების დროს მაყურებლებისათვის ჩატარდება წამახალისებელი კონკურსები, სადაც გათამაშდება სხვადასხვა სახის წამახალისებელი პრიზები.
მაყურებელთა კონკურსის ორგანიზატორი: ლუდსახარში ნატახტარი
დამატებითი შეჯიბრი: ექსტრა კიკერი, ლუდი ექსტრასგან
რეგლამენტი: ყველაზე ლამაზი ნახტომი. Freestyle
ჟიური: ლუდი ექსტრას წარმომადგენელი
მედია მხარდაჭერა: რუსთავი2, ფორტუნა +
ღონისძიების მხარდამჭერები: ძალიან ბევრი
თუ სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ტურნირში ან გამოაგზავნეთ მეილი: info@gnsf.org.ge, sakandelidze@gmail.com ან შაბათს ტურნირის დაწყებამდე გაიარეთ რეგისტრაცია
წარმატებები ყველას,
მგონი რო საკაიფო გამოვა და კარგად გავერთობით
This post has been edited by s@ndro on 4 Mar 2010, 21:32
მიმაგრებული სურათი