pilo772მსგავსი შემოთავაზება მომივიდა 4-5 წლის წინ უნივერსიტეტის მეილზე. ტიპი მწერს, რომ მე თქვენი მეილი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ვნახე და გადავწყვიტე არჩევანი თქვენზე შემეჩერებინა, რადგან ვფიქრობ პატიოსანი ადამიანი უნდა იყოთო. მოკლედო, მეო ვარო მილიონერიო და მჭირსო კიბო, ბოლო სტადიაში ვარო. მინდაო რომ ჩემი თანხა მთლიანად საქველმოქმედო საქმეში ჩავდო და ეკონომიურად სუსტ ქვეყნებში გავხსნა უპატრონო ბავშვთა თავ შესაფარიო. მე თქვენგან არაფერს არ ვითხოვ, მხოლოდ დამეხმარეთო. თანხას მე გადმოვრიცხავ, თქვენ უბრალოდ ამ საქმეს უხელმძღვანელეთო. მერე მოდიოდა თავისი ვინაობის აღწერა და საკონტაქტო ტელეფონები და 1000-რამ.
მივგუგლე ეს ტიპი და ამოაგდო ვიღაცა შეიხი არაბეთიდან, მილიარდელი
მდაა, მოდი ავყვები რაც არი არიმეთქი. მაინტერესებდა სად იყო აფიორა.
დავუბრუნე პასუხი და თანხმობა განვუცხადე.
მოდის მეორე წერილი, მადლობებით და შეპარვით მთხოვს სრულ საპასპორტო მონაცემებს.
დავუბრუნე პასუხი მოგონილი სახელი და გვარი და პასპორტის ნომრებით.
მომდის პასუხი მადლობით და 3-4 დღეში დაგიკავშირდები და მოგცემ ინსტრუქციას, თუ როგორ დაიწყო და რითიო მანდ.
რამოდენიმე დღის შემდეგ, მომდის წერილი და მწერს, რომ იცითო ცოტა ბიუროკრატიული ბარიერი დამხვდაო. თანხის გადმორიცხვა ასე ადვილი არ ყოფილაო და
საჭიროაო ლონდონში, რომელიმე ბანკში გავხსნათ შუალედური ანგარიში და ჯერ იქ გადავრიცხავო და მერე ამ ბანკიდან შენ შეგეძლება მანდ გადაირიცხოო.
ოკ, მეთქი, მიდი გახსენი.
2-3 დღის მერე მოდის პასუხი, იციო თქვენს სახელზე უნდა გავხსნაო და წინააღმდეგი ხომ არ ხართო.
მივწერე, მიდი მიაწექითქო,

2-3 დღის მერე მწერს. არ მიხსნიან უთქვენოდო. თქვენი ხელმოწერაა საჭირო. ან აქ უნდა ჩამობრძანდეთ (გზის ფულს მე ვანაზღაურებ).
ან მანდედან, რომელიმე ბანკის გავლით აქ უნდა გახსნათ თქვენ თვითონ ანგარიშიო. დასაწყისისთვისო 500 დოლარი უნდა დადოთ ამ ანგარიშზეო. რომელსაც რათქმაუნდა აგინაზრაურებთ და + ამას თქვენს მიერ გაწეული დახმარებისათვის სოლიდურ თანხასაც გთავაზობთო.
ოოო, აქ უკვე ოოოოო..
პირდაპირ აჩუ შენი დედაცთქო არ მიმიწერია. მივწერე, იცით მე ძალიან ღარიბი სტუდენტი ვარ და იქნებ ვესტერნ იუნიონით გამომიგზავნოთ ეგ თანხა. თქვენთვის ხომ კაპიკებიამეთქი

მას მერე დაიკარგა სამუდამოდ ჩემი მილიარდელი

ჭირი იქა ლხინი აქა.
მოკლედ მოძველდა მსგავსი აფერისტობები.
ლატარიაში მოგებების მილოცვები და ბავშვობები.
მაგრამ, ეტყობა აბოლებენ მაინც ხალხს.
This post has been edited by asphurcela on 11 Mar 2010, 13:24