კარგი

ძალიან ლამაზია, ოღონდ თანამედროვე ქალაქის "ამპლუაში" ასე ვთქვათ (იმინიმუმ ისტორიული ძეგლების, ისიც მე-19 საუკუნის) - ცენტრი (სიტი) განსაკუთრებით, ოპერა-ჰაუზი (გეცოდინებათ ეს შენობა, ნიჟარის ფორმა აქვს, უნკიალური არქიტექტურული კონსტრუქციაა, 14 წელი შენდებოდა და ძალიან ძვირი დაჯდა - თუ არ ვცდები, ავტორი დანიელი არქიტექტორი იყო, რომელმაც უარი თქვა ამ პროექტის განხორციელებაზე მისი სირთულის გამო, მაგრამ მაინც ააშენეს). ძალიან უხდება იაქურობას. ძალიან მოხერხებული ქალაქია საცხოვრებლად - ყველაფერი ადამაინზე და მის კომფორტზეა გათვლილი, უნარშეზღუყდულებისთვის ყველანაირი პირობებია (პანდუსები, ლიფტები და ა.შ.) ხალხი საკმაოდ მეგობრული და არაპრეტენზიული- ცოტა დაკომპლექსებულები გამომდინარე საკუთარი წინაპრების წარმომავლობიდან - იქ ხომ კრიმინალებს და მეძავებს აგაზავნიდნენ ინგლისიდან თავის დროზე.
ძალიან კარგად არის განვითარებული ინფრასტრუქტურა. ხალხი ძირითადად უბნებში ცხოვრობს - suburbs, ანუ ცნეტრის გარშემო მიმოფენილ პატარ-პატარა უბნებში, სადაც ფანტასტიური სიმშვიდეა. გასართობად ცენტრში დადის სუყველა,
ულამაზესი ბუნებაა, უამრავი მცენარე ყვავის, ძალიან მოვლილია ყველაფერი. მაგრამ! ყვლაფერზე უფრო გამაოცა იაქურმა ფაუნამ - პირველად რომ წავედი, შოკში ვიყავი - კაკადუები დაფრინავენ იქ, როგორც ჩვენთან ბეღურები ან მტრედები. ულამაზესი სანახავია, როდესაც რამოდენიმე ათეული კაკადუ გადაგიფრენს - არსებობს რამოდენიმე სახეობის - თეთრი, ვარდისფერი და შავი (ძალიან იშვიათი ჯიშია). ყრიან აქა-იქ საუთარ ბუმბულებს... ადამიანები ხშირად აჭმევენ, ისინიც დაფრინავენ და მათხოვრობენ. კინაღამ აივნიდან გადმოვარდი, კაკადუმ რომ მითხრა hello

მოლაპრაკე თუთიყუშია. ასევე ქალაქში ბინადრობენ პოსუმები (ჩანთოსანთა ოჯახია) და როზელლები - ფერადი ულამაზესი თუთიყუში, ისინიც ადამიანებს მიჩვეულები არიან და აივანზე მოფრინავენ ხოლმე... კენგურუ ქალაქში არ ცხოვრობს, რა თქმა უნდა

არ ვიცი, კიდევ რა დავწერო... გააჩნია, რა გაინეტერსებს. ქალაქი ძვირია - ფაქტია. მაგრამ ანაზღაურებაც კარგი გაკვს, თუ მუშაობ - შიმშილით და უსახლკაროდ არ მოკვდები. არის მულტიკულტურული - უმარავი ეროვნების და რასის ხალხი ცხოვრობს, ფანტასტიური რესტორნები აქვთ, იაფი (რაც მთავარია), ყოველ ნაბიჯზე, კარგი ღვინო... ძველ უბნებში იგრძნობა ევროპის (ინგლისის) გავლენა არქიტექტურაში - ასეთი უბნები ძალიან ძვირია საცხოვრებლად...
ნუ ახლა მინუსებიც ექნება სიდნეის, მაგრამ მე ვერ ვიხსენებ... ისე კი, იმდენად შორსაა ეს ქვეყანა, რომ მოწყვეტილად გრძნობ თავს დანარჩენი სამყაროსგან. მაგრამ... არის გასაოცარი სიმშვიდე, კომფორტი, ბევრი წყალი (ლაგუნები), იქვე ოკეანეა და ესეც თავის როლს თამაშობს... მოკელდ, ძალიან მენატრება იქაურობა

მაგრამ იმდენად ძვირია იქ წასვლა-წამოსვლა

რომ არ ვიცი... ხო, ჰარბორ-ბრიჯია (ცნობილი ხიდი) ძალიან შთამბეჭდავი რამ - მანქანით რომ გადადიხარ ქალაქის ერთი ნაწილიდან ცენტრში, და წინ ეს ულამაზესი პანორამნა იშლება

ეს სიდნეი-ოპერა ჰაუსია

ხედი სიტიზე

ძველი უბანი ბალმეინი - საკმაოდ ძვირი საცხოვრებლად.

საახალწლო ფეიერვერკი (ნანახი მაქვს ლაივში, მაგარი რამეა

)

ღამის ქალაქი