ლონდონი აქაც ლიდერია? რა საოცარია. მართლა გასაკვირია. მეორეს მხრივ, რაღაც გამოკითხვა რომ იყო ამას წინათ, ქართველების 70% ამბობდა, იტალიაში ან საფრანგეთში ვიცხოვრებდი საქართველოს გარდაო (ასევე ძალიან საეჭვო დასკვნაა).
ლონდონში ცხოვრება ვისაც უნდა იმას შევახსენებ თუ რამდენად ძვირი და მოუხერხებელია მანდ ცხოვრება. ავტობუსის ბილეთი 3 გირვანქა ღირს (10 ლარამდე). თბილისში 50 თეთრი გახდა და იმაზე გადაიხსნა ნახევარმა ფორუმმა და საქართველომ ვენები.
ვინმემ ისე არ გამიგოს, რომ ლონდონი ცუდი ქალაქია. პირიქით, ძალიან მაგარია, მაგრამ მანდ იგივე ცხოვრების ხარისხი რომ გქონდეს, რაც სხვაგან, ერთი 5-ჯერ მეტი ფული უნდა გქონდეს. ამას დაამატე მუდმივად გადატენილი ქუჩები, აეროპორტი სადაც სულ დაგვიანება-გადადებაა, ქალაქის ცენტრში მანქანით რომ უბრალოდ შეხვიდე 5 გირვანქა ღირს, და ეგ მანქანა რომ 1 საათით გააჩერო, მეორე 5 გირვანქა. არ დავინახო თქვენი წუწუნი თბილისის სიძვირეზე და ფასებზე

ამას დაამატეთ სულ მოღრუბლული ამინდი, ლონდონის მეტრო თავისი კაფელის კედლებით და ფეხით ასასვლელი დაუმთავრებელი კიბეებით, კრიმინალიტეტი, ინგლისის ეკონომიკური კრიზისი, ექიმთან მისვლა რომ დაგჭირდეს დაგინიშნავენ 6 თვის შემდეგ როცა ან უკვე მორჩი, ან უკვე მოკვდი, და ა,შ.
კიდევ ვიტყვი, რომ მე ლონდონის ფანი ვარ მაგრამ პოლის ამხელა არჩევანის პირობებში რატომ უნდა მოგინდეს მაინცდამაინც მანდ იცხოვრო, არ მესმის. ლონდონის გრანდიოზულობას ერთი წამითაც არ ვაყენებ ეჭვქვეშ, მაგრამ საშუალო ქართველისთვის მანდ ძალიან ძნელია. დაჟე ბადრი პატარკაციშვილმაც კი ვერ გაუძლო და შეიწირა ლონდონმა
This post has been edited by Future1 on 27 Nov 2010, 23:17