ფუ აი ფუ!
სულ ავტობუსით ვმგზავრობ და გული მერევა უკვე მანდ ასვლაზე.
და რა გიკვირთ ახალგაზრდები რომ აბინძურებენ? მე უფროსებიც მინახავს, ვინც ძირს ყრიან ნაგავს და მაგათი გაზრდილია ეგ ახალგაზრდებიც.
არ დაგიფიქსირებიათ კარგი ჩათქვირული ქალები რომ ჩამოდიან ავტობუსიდან და ნაყიდ ბილეთს ძირს ყრიან ისეთი შეურაცხყოფილი სახით, გეგონება ეს რა ქნა, უიმეე ბილეთი აყიდინეს ავტობუსში. ხოდა მასეთების გაზრდილი შვილები ყრიან და აფუჭებენ. ჩემი შვილი მაგას არ იზამს მილიონი წელი და სხვამ რომ გააკეთოს გაუკვირდება და გაღიზიანდება.
ყველას კიდევ შენიშვნას ვერ მისცემ, ნახევარ ქალაქს ვერ აღზრდი!
გუშინ კონტროლიორი ამოვიდა ავტობუსში, ახალგაზრდა გოგო და ბიჭი იყვნენ და დააძალეს ბილეთის ყიდვა უბილეთო მგაზვრებს. თან ბიჭმა თქვა გპატიობთ, რომ ბილეთს გაყიდინებთ, უნდა გაჯარიმებდეთო.
ერთმა ქალმა რა თქვა იცით?

წეღან ისეთმა მოხუცმა ქალმა იყიდა ბილეთი შემრცხვაო

შე დალოცვილო, თუ მოხუცმა ქალმა აიღო, შენ იმისი არ შეგრცხვა, რომ უბილეთოდ ზიხარ და ვიღაც გამოწმებს და ბილეთი არ გაქვს? - ანუ გამოდის ბილეთის აღება სირცხვილია? ჯარიმა კი არა წკეპლა უნდა იყოს ეგეთებზე.
მოკლედ, ამათ არაფერი ეშველებათ, სანამ ეს საბჭოური აზროვნება არ შეიცვლება, სანამ ბილეთის ყიდვა სირცხვილია, სანამ ნაგვის ქუჩაში დაყრა სიამაყეა.
თემა მინდოდა გამეხსნა თბილისის განყოფილებაში, მაგრამ ვერ მოვიცალე და ბარემ აქ დავწერ: მიწისქვეშა გადასასვლელები ტუალეტად რომ არის ქცეული. განსაკუთრებით ვაკის პარკთან. ეს რა ხდება?! მაგას ჯობია პარკში ჩავიდნენ და ხის ძირში მოფსან, ხე მაინც განაყოფიერდება.
არავინ თქვას მთავრობამ გააკეთოს რამეო. გააკეთეს ეგერე თავისუფლებაზე და რუსთაველზე. დალეწეს და ჩამოხიეს ყველაფერი. არადა მართლა რა კარგად იყო გაკეთებული.
This post has been edited by bja on 9 Apr 2010, 19:27