ჩაი - კამელიისებრთა ჯიშის ერთ-ერთი სახეობა.
ჩაის, როგორც სასმელის მოსადუღებლად, გამოიყენება მხოლოდ ორი ქვესახეობა
Camellia Sinensis და
Camellia Assamica. აქედან პირველი ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო მეორე ძირითადად ინდოეთის პროვინცია ასამში. ზოგჯერ გამოყოფენ მესამე ქვესახეობას ცეილონურ ჩაის რომელიც პირველი ორის ბუნებრივი ნაჯვარია და ძირითადად უფრო Sinensis-თან არის ახლო თავისი თვისებებით.
ჩაის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება სადაც მას კლიმატური პირობების გამო უხეში მრავალტოტიანი წვრილფოთლიანი დაბალი ხის ფორმა აქვს. ინდოეთში და შრი-ლანკაში ჩაის გაშენებამ გამოიწვია იგივე Camellia Sinensis-ის ენდემური ცვლილებები. ფოთოლი უფრო ფართე და ხშირი, შესაბამისად უფრო ფასეული, გახდა. ასამში კი ასეთივე ცვლილებებმა ახალი ქვესახეობა შექმნეს.
პირველი ჩაის მწარმოებელი კომერციული საამქრო შეიქმნა ასამში 1834 წელს, ხოლო შრი-ლანკაში 1873 წელს.

გამოიყოფა კიდევ ორი მნიშვნელოვანი რეგიონი -
დარჯილინგი და
ნილგირი . ორივე ასამთან ერთად ინდოეთის შტატია.
ასამი ზღვის დონიდან არცთუ მაღლა მდებარეობს, ჯუნგლების მეზობლად ნესტიან ადგილას. ამიტომ ჩაის უფრო მუქი, მსუყე, ზოგჯერ მწკლარტე გემო და არომატი აქვს. იგივე ჩაი დარჯილინგში რომელიც, მაღალმთაინ რეგიონს წარმოადგენს, შედარებით ნათელი ფერისაა (ე.წ. ფორთოხლისფერი ანუ Orange Pekoe), არ არის მსუყე და მწკლარტე სამაგიეროდ აქვს დახვეწილი არომატი. ნილგირი კიდევ უფრო მაღლა მდებარეობს, აქაური ჩაი ძალიან ნათელი ფერისაა, არომატი კი კიდევ უფრო დახვეწილი და სასიამოვნო.
ანუ რაც უფრო მაღლაა ჩაი გაშენებული უფრო ნათელია და დახვეწილი არომატის. ხოლო ქვევით უფრო მუქი და მწკლარტე, სადაც არომატზე მეტად ტანინები სჭარბობს. ჩვენთან ზუსტად ეს უკანასკნელი უფრო პოპულარულია ვიდრე დახვეწილი გემოს ნათელი ფერის ჩაი.
ჩამოთვლილი სამი შტატი ერთმანეთისგან საკმაოდ დაცილებულია და ჩაიც რეგიონის შესაბამის ტრადიცულ გემოს და არომატს ინარჩუნებს.
შრი-ლანკაში, რომელიც ჩამოთვლილ სამ ინდოეთის რეგიონზე უფრო პატარაა, ხოლო სიმაღლის ცვალებადობა უფრო მკვეთრია, შეიქმნა ჩაის უფრო დახვეწილი და გამორჩეული გემო და არომატები. აქ ერთმანეთისგან 30-40 კილომეტრში იზრდება როგორც მაღალი ზონის დამახასიათებელი არომატის მქონე ჩაი ასევე დაბალი ზონის ჩაი.
ჩაი არსებობს -
შავი, მწვანე, წითელი, ყვითელი, თეთრი და ცისფერიც კი. ასევე ულონგი (ოოლონგი), სენჰა (სენჩა) და სხვ. ყველა მათგანი გაშრობის, წარმოების, და ოქსიდაციის წესების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად ტრადიციული შავი ჩაი თერმულ დამუშავებას გადის სპეციალურ ღუმელში და დაკრეფვიდან საბოლოო პროდუქტის სახეს საშუალოდ 22-24 საათში იღებს, მაშინ როდესაც მწვანეს 2-3 დღე სჭირდება. თეთრი ჩაი კი მხოლოდ მზეზე შრება, არ გადის არანაირ თერმულ დამუშავებას და საბოლოო პროდუქტის მისაღებად 2 კვირამდე სჭირდება.

შავი ჩაი წარმოების ბოლოს ზომის მიხედვით ხარისხდება და შეიძლება იყოს ფართო ფოთლოვანიდან მოყოლებული მტვერის სახით დამთავრებული. ზოგ ქვეყანაში ზუსტად მტვერის სახის ჩაი უფრო მოსწონთ. ჩვენთან კი ფართოფოთლოვანი.

ჩაისთან ორი ლეგენდაა დაკავშირებული - პირველის მიხედვით ერთ-ერთ ბუდისტ ბერს (სხვა ვერსიით თვით ბუდას) აღთქმა დაუდვია რომ მედიტაციაში გაატარებდა 9 წელი ისე რომ არ დაიძინებდა. მე-3 წელს მას წასთვლიმა და თავისი აღთქმა რომ არ დაერღვია ქუთუთოები მოიჭრა. სადაც ეს ქუთუთოები დაეცა იქ ჩაის ბუჩქი გაიზარდა.
მეორე ლეგენდა უფრო ახლოსაა რეალობასთან და უფრო სასაჯერებელიც. 5000 წლის წინ ჩინეთის იმპერატორ
შენ ნუნგს მოგზაურობისას უთხოვია მისთვის აბაზანა გაემზადებინათ ხის ქვეშ. (ზოგი ვერსიით უბრალოდ წყალი გადაედუღებინათ რადგან ის არ იყო სასმელად ვარგისი). ამ აბაზანაში (თუ ჭიქაში) ხიდან მოწყვეტილი რამოდენიმე ფოთოლი ჩავარდა. ფოთლებმა მყისვე სასიმოვნო არომატი აუშვეს. ამიტომ იმპერატორმა დააცადა ფოთლებს კარგად მოხაშულიყვნენ. აბაზანის (თუ სასმელის) მიღების შემდეგ იმპერატორმა იგრძნო ენერგიის მოზღვავება და მას შემდეგ ბრძანა ყოვლედღე იგივე ფოთლებით გაემზადბინათ მისთვის წყალი.
ჩაის სმის მრავალნაირი ტრადიცია არსებობს, ინგლისური, ჩინური, იაპონური და ტიბეტურიც კი სადაც ჩაის შაქრის მაგივრად მარილით და იაკის ქონით მიირთმევენ.
P.S. აქვე დავამატოთ რომ ჩაი ეწოდება მხოლოდ ჩაისგან დამზადებულ სასმელს. ხოლო პიტნის, გვირილის, ასკილის ე.წ. ჩაი სინამდვილეში მცენარეული ნაყენია და მათ მიმართ სიტყვა ”ჩაის” გამოყენება შეცდომაა.
P.P.S. ეს ნაუცბათევად რაც მოვახერხე. ჩაი ისეთი რამეა საათობით შეიძლება ლაპარაკი.
და ბოლოს ცოტას გავიმარიაჟებ ეს მე გახლავართ ერთ-ერთ ჩაის პლანტაციაზე.
This post has been edited by Salvador on 12 May 2010, 20:12