YLეკოს ინტერვიუ
http://lib.ge/body_text.php?8934– ერეკლე, თქვენი მოთხრობების კრებულმა, ,,საიდუმლო სირობამ“ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ ყველაფერს შორიდან ადევნებთ თვალს. ეგებ გაგვანდოთ ამჟამიდნელი მდგომარეობა და თქვენი თვალით დანახული მოვლენები
– ლიტერატურული პაბეგი რაღაცნაირად ასწორებს კიდეც, ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვაანალიზებ ყველაფერს რაც ამ თემის ირგვლივ ხდება, ესაა შემთხვევა როცა ლიტერატურული სკანდალი პოლიტიკაში გადავიდა და ჩემი წიგნის ლანძღვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან მერობის გამოსირებული კანდიდატები და სხვა ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები,არა ტექსტის,არამედ ავტორის ლანძღვით ისინი საზოგადოების თვალში იწერენ პლუსებს და ამით უნდათ ქულები დაიწერონ, პომადიანი პედაგოგებისა და სხვა აღშფოთებულთა თვალში..
– საზოგადოების ნაწილი დღემდე მიიჩნევს რომ ეს ყველაფერი გარკვეული წრის დაგეგმილი თამაში იყო და თქვენ ერთ–ერთი მონაწილე ხართ
– აქ ზოგადად ტენდენციაა ეგეთი, თუ განსხვავებულ და მათთვის მიუღებელ რამეს იტყვი, შენს უკან ამერიკა, სოროსი ან რუსული სპეც–სამსახურები დგანან (ეს უკანასკნელი ზოგ შემთხვევაში). ერთი რამ ფაქტია, ამ წიგნის იარაღად გამოყენებას ყველა თავისებურად ცდილობს, ჯორდანო ბრუნოს უკანაც სოროსი იდგა, რადგან არავის ეგონა რომ დედამიწა მრგვალი იყო
– მივუბრუნდეთ კრებულს. რისი თქმა გსურდათ ამ მოთხრობებით საზოგადოებისთვის და რამდენად მიაწვდინეთ ეს სათქმელი?
– ძალიან ბევრს დაობენ ამ ტექსტების კონტექსტზე, ზოგი თვლის რომ ამას არანაირი ლიტერატურული ღირებულება არა აქვს და მხოლოდ სოციალური ღირებულებების მქონეა,ზოგი ამბობს რომ ეს ეთნო თრეშია და ტრანსგრესული ლიტერატურის ჟანრს მიეკუთვნება, სიმართლე გითხრათ ჩემთვის ეგ ერთი დიდი აურზაურია – იმაში ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტექსტებს ლიტერატურული ღირებულება აქვთ და ზოგადად საქართველოში დღესდღეობით ყველა კრიტიკოსად თვლის თავს, მით უმეტეს ჩემს წიგნს კუხარკები და ყოფილი ბოზები არჩევენ მორალური თვალსაზრისით.. ეს ტექსტები ჩემთვის დღევანდელი საქართველოა და ამიტომაც აყვირდნენ ვიღაცეები – მათ საკუთარი თავი დაინახეს,მე ის სათქმელი, რაც მათთვის მქონდა, ბოლომდე მივაწოდე და ასე ვთქვათ – პირში ჩავუდე. ახლა მათი ჯერია, თუ უნდათ მოწუწნონ, თუ არადა გამოიღონ პირიდან.
– როგორია თანამედროვე ავტორის როლი საზოგადოების ცხოვრებაში?
– თანამედროვე ავტორის როლი საზოგადოებაში დიდია, თუ ის სწორ აქცენტებს გააკეთებს თავის შემოქმედებაში, ჩემი მაგალითიდან გეტყვით, რომ მე წერილებს მწერენ 15-16 წლის გოგონები და მეუბნებიან ჩვენი კერპი ხარო და მეპატიჟებიან თავიანთ სამეგობროში, ერთ–ერთმა ორგიაშიც კი მიმიწვია,ეს უკვე ნიშნავს რომ ჩემი ტექსტებით რაღაც გავლენას ვახდენ მათ ცნობიერებაზე, რაოდენ ცუდად თუ კარგად შესრულებულიც არ უნდა იყოს ჩემი ნაწერი, ფაქტია რომ მას თავისი ადრესატი ჰყავს და ამ ადრესატების უმრავლესობა პატარა გოგონები არიან, რომლებიც მზად არიან, მშობლების უკითხავად ჩემთან იჟიმავონ...
– საინტერესოა თქვენი მოსაზრება საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესზე. რომელ ავტორებს ეცნობით, ვის გამოარჩევთ?
– მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს ძალიან კარგად ვიცნობ, ყველა ავტორი მყავს წაკითხული,ვინც კი დღეს საქართველოში წერს და პერიოდულად იბეჭდება კიდეც, სიტუაცია საშინელია, ძალიან ჩამორჩენილები ვართ ზოგადად მსოფლიო ლიტერატურულ პროცესს და ეს გარკვეულ წილად იმის ბრალიც არის, რომ არ არსებობს ჯანსაღი კრიტიკა და ზოგადად ცნება ,,კრიტიკოსი'' რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და სწორი პოზიცია ექნება. საქართველოში მწერლები სასტავებად არიან დაყოფილი და ერთმანეთის ჩაძირვაზე ჩალიჩობენ, ძაან გულის ამრევია ეს ყველაფერი,რაც შეეხება კონკრეტულ ავტორებს, მიმაჩნია რომ ზაზა ბურჭულაძე კარგი მწერალია, მიყვარს ლაშა ბუღაძის პიესები, ბესო ხვედელიძის და მიშა ბახსოლიანის მოთხრობებს ინტერესით ვკითხულობ და რამოდენიმე მოთხრობა ძაან მიყვარს, ეს პროზაში, ხოლო პოეზიაში ვთვლი რომ უკეთესადაა საქმე – ზვიად რატიანი,ზურა რთველიაშვილი,გიორგი კეკელიძე, მამუკა ლეკიაშვილი, პაატა შამუგია, გიორგი ხასაია, ზაზა კოშკაშე, ალექსა ჩიღვინაძე, დათო ყანჩაშვილი,ზურა ჯიშკარიანი.
ლეო-ნაფტა ნიჭიერია მაგრამ ზედმეტად კეთილი და თანაც ლოთი ნაძირალა.

აქამდე გული მერეოდა ქალების პოეზიაზე, მაგრამ მაია სარიშვილმა თავისი ლექსები ძალიან შემაყვარა და მიმაჩნია რომ ქართველ ქალებში საუკეთესო პოეტია..
– ახალ ნაწარმოებზე ხომ არ მუშაობთ? ეგებ გაგვაცნოთ მისი თემატიკა?
– თითქმის დავასრულე რომანი ,,პარალელური თაობა'' რომელიც დამუშავების პროცესშია და კოსმეტიკა უკეთდება, ჟანრობრივად აბსოლუტურად არეულია და ეს განგებ მაქვს გაკეთებული. ,,ჟანრული დაბნეულობა'' მე თვითონ ძაან მიყვარს და ეს რომანიც ამის მაგალითია, ექსპერიმენტული ტექსტია თავიდან ბოლომდე, არის დროში არეული, სხვადასხვა წიგნებიდან თუ რეალური ცხოვრებიდან შეკრებილი პერსონაჟები, მაგალითად მაიკლ ჯექსონი, გრიგოლ ხანძთელი და ჩინური წარმოების რობოტი,რომელიც მანამდე ადამიანი იყო მაგრამ იაპონიაში ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. თხრობის მხრივაც მრავალფეროვანია, არის ერთ-ერთი თავი სადაც ინტერვიუ მაქვს საკუტარ პერსონაჟთან, რომელიც მკლავს და რომანი დაუმტავრებელი რჩება,ეს არის ისტორია ონანისტებზე, რომლებმაც გაუთვიცნობიერებლად მოახდინეს აპოკალიფსი..
9 მაისი. 2010 წელი