hennessyXOაქ მე მაქვს აღწერილი დღევანდელი საქართველო, ნუ რომანტიკულ გადახვევებს თუ გადავახტებით

წავედით მისისიპიში!
(P.S. დასაწყისში: ყოველთვის ვამბობ, რომ ერთმანეთს კარგად უნდა მოვექცეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება გარისკოს და ავტობიოგრაფია დაწეროს! არ გჯეროდათ და ნუ! ეს არის მცდელობა N1!)
"უნდა გაიქცე, გაიქცე, გაიქცე, მოშორდე აქაურობას, ზომბების საუფლოს, რომლებიც არ იცავენ სულიერ ჰიგიენას და გვამებზე მეტად ყარან! გინახავს მკვდარი ცხოველი ეზოში? ხომ იცი როგორი მძაფრი და სპეციფიკური სუნი აქვს? არასოდეს შეჩერებულხარ და არ მიგიდევნებია თვალი უზუსტესი რიტმით მომოძრავე მძორის ჭიებისათვის რომლებიც დამპალ სხეულში არიან შემძვრალნი ნახევრად? იდეალურია, ნამდვილი ბალეტი, ბუნების ბალეტი, რომელიც ხორცს დაშლის სტიქიებად და სუნიც გაქრება, მაგრამ ზომბებს არაფერი ეშველებათ, დაინფიცირებულ ავადმყოფებს ვირუსით, რომელსაც მხოლოდ ერთი სახელი აქვს - ნაცრისფერი!
მე? მე ნარკომანი ვარ და ალკოჰოლიკი, მონოფობი და ქსენოფობი, არ მძინავს, არ ვჭამ, მხოლოდ სიგარეტი, ყავა, ლუდი და ცისფერი აბები დამაექსტაზებელი სახელწოდებით! როცა ნერვები მეშლება, ხელებს წყალში ვყოფ. მამშვიდებს.
მაგრამ მაინც უნდა გავიქცე!"
როცა მივხვდი, რომ ფილტვებში იმაზე მეტი ჟანგბადი იყო, ვიდრე საჭიროა, წერა შევწყვიტე, ტუჩზე მიწებებულ ჩამქრალ სიგარეტის ღერს მოვუკიდე და უძილობისაგან ამოღამებული თვალები მოვიფშვნიტე. რა მინდა? არაფერი! სად მინდა? არსად! ვისთან? არავისთან! ცხოვრებაში ისეთი იდეალური სიმშვიდეა, რომ მეც ნელ-ნელა ბუნების ბალეტში ვერთვები, მაგრამ მძორის გემო გულს მირევს და გაქცევაზე ფიქრი მაგიჟებს. ხანდახან ღამე ვუყურებ როგორ ჟიმავს ჩემი შეყვარებული სხვა გოგოს და ცოტათი ვერთობი. მიყვარს გოგოების ჩემსკენ მომართული გაოცებული მზერა სექსის ჟამს, ალბათ გიჟი ვგონივარ. არაუშავს, მე უფრო დიდი მიზეზი მაქვს, რომ ისინი ჩავთვალო გიჟებად. რა უნდა მოხდეს, რომ მე სხვის შეყვარებულთან დავწვე?-ვფიქრობ ჩემთვის, ვზივარ სავარძელში, ვუყურებ სექსს ცოცხალი შესრულებით, ვწრუპავ ლუდს და მეღიმება. ძალიან სექსუალური კაცი მყავს!
-უნდა წავიდე!-დავახეთქე უცებ. შოკას მოულოდნელობისაგან ლუდი გადაუცდა და ლინზებიდან გამომხედა. გამჭვირვალე ლინზებია, სამედიცინო და საერთოდ არ ეტყობა, მე იმიტომ ვამჩნევ, რომ ვიცი, რომ უკეთია.
-სად შეჩემა?
შეჩემა! როგორ მიყვარს მიმართვის ეს ფორმა, შვილიშვილებს უნდა ვასწავლო, მერე მომიბრუნდებიან და გრაციოზულად მეტყვიან: შეჩემა, რა გოიმი ხარ! იფფ, ასწორებს!
საოცარი იდეები ორ დროს მომდის: როცა ღამეა, ან როცა უნიტაზზე ვარ მოკალათებული და შთამაგონებელი მზერით ვბურღავ ჭერს.
-იქ, სადაც მზეა, ზღვა, სადაც არავის ვიცნობ და არავინ მიცნობს, სადაც საღამოობით ვიმუშავებ სადმე ბუნგალოში, გამთენიისას გამოვიძინებ, დღისით პლაჟზე წიგნს წავიკითხავ... უნდა წავიდე!-გავიმეორე ჯიუტად.
-დაგენძრა?-გავიგონე როგორ მიესალმნენ ლუდის ბაკალის ზედაპირი და შოკას კბილები ერთმანეთს.
-ჩვენ ყველას დაგვენძრა!_ხელები გავშალე და თეატრალურად შევძახე. ღამის ოთხი საათია და კაფეში ჩვენს გარდა მხოლოდ მიმტანია. კაფე 24 საათიანია, "შოკოლადი" ჰქვია და მარტო ტკბილეული იყიდება, ხოლო მაგიდაზე პატივით დასვენებული ლუდის ბოთლი ჩვენი და მიმტანის ნაცნობობის დამსახურებაა.
-ვააი!-აღმოხდა შოკას.
-ჩვენ ყველას დაგ-ვენ-ძრა!-ამოვმარცვლე ხელახლა. მორჩა! ლუდი მომეკიდა და წავედი მისისიპიში-ყველანი მძღნერში ვართ! და როცა შენს გააცნობიერებ ამას, ჩემთან ერთად წამოხვალ!-ნიშნის მოგებით მივუგე ბოლოც.
-სად?
-მისისიპიში!
-ჰა?
-ხო!
-ვააი!-ისევ აღმოხდა შოკას.
-არ ვიცი შოოკ, გერმანიაში წავალ და ტრაკს გავუწმენდ ჰიტლერის ნაბიჭვრებს, ოღონდ აქედან წავიდე, ტრეფიკინგს ვემსხვერპლები, ოღონდ ამ ჩამპალი ქვეყნიდან გავიდე, სადაც გალაქტიონის ლექსებზე ტირიან და საკუთარ დედებზე ანძრევენ, სადაც მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყებენ და თეფშების მსხვრევით ამთავრებენ, სადაც ოჯახებს ქმნიან იმიტომ, რომ სექსი უნდათ და ანგრევენ იმიტომ, რომ უყვარდებათ, სადაც ყველაფერი ყალბია და ყველაფერი უკუღმაა, მე-ზიზ-ღე-ბა!-დავასრულე სიტყვით გამოსვლა და ლუდი მოვიყუდე. მიმტანმა საფერფლე გამოცვალა.
"ერთი, ორი, სამი... სამი, ორი, ერთი... ერთი, ორი, სამი... სამი, ორი, ერთი...
ჰაჰაჰააააა....
ცხოვრება სიჩქარეს ითხოვს...
შეშლილის ღიმილი სახეზე, უამრავი რაოდენობით ლუდი ორგანიზმში, კვამლი ფილტვებში, სტიმულატორები კუჭში, გამარჯობათ, მე ნარკომანი ვარ!
სიყვარულის ნარკომანი, რომელსაც სიყვარული აკლია და ყლაპავს მის შემცვლელ აბებს.
სწრაფი "New Metal" ტვინის ხვეულებს იპყრობს... ახლა შენ უსწრაფესად ეშვები მაღალი, დათოვლილი მთიდან თხილამურებით, თვითმფრინავიდან - პარაშუტით, ხტები ხიდიდან წელვადი თოკით, კავდები სექსით მეგაპოლისის ცენტრში დღისით, მზისით, აფეთქებ საკუთარ სახლს ოჯახითურთ, იფსამ საქმიან შეხვედრაზე დაუთვლელი რაოდენობის ჰალსტუხიან ადამიანთა თვალწინ, ეწევი სიგარეტს არამწეველთა საზოგადოებაში, იჩხირავ წამალს ნარკოლოგიურში, კბილებით ყელს უფატრავ ფსიქიატრს, იპარსავ თავს, შიშველი ერთვები ტელევიზიით პირდაპირ ეთერში და კითხულობ მონოლოგს თვითმკვლელობაზე, იჭრი ვენებს და სვამ საკუთარ სისხლს, მერე მიდიხარ ღამის კლუბში და ცეკვავ უკანასკნელ ცეკვას...
მითხარი, უთხარი, გითხარი, ვუთხარი, მეტყვი, გეტყვი ვეტყვი, ეტყვი...
უ ტ ყ ვ ი!
აზრი არ აქვს სიტყვებს, აზრებს, ოცნებებს, ფრაზებს, მოქმედებებს, შემოქმედებას, წერას, კითხვას, ლაპარაკს, ცეკვას, დაკვრას, მოკვლას, მოფერებას, ჩახუტებას, სიყვარულს, თავისუფლებას, ღმერთს, მიწას, ჰაერს, ცეცხლს, წყალს, ცეცხლს მიეცით ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი!!!
დაწვი, დაწვი, დაწვი, დ ა მ წ ვ ი!!!
წადი, წადი, წადი, დ ა მ ტ ო ვ ე!!!
გაკოცე, მაკოცე, ჩამეხუტე!!!
გამხადე, გაგხადე, გამჟიმე!!!
დამღალე, დაიღალე, დაიძინე!!!
შემჭამ, შეგჭამ, გვშია!!!
მაღვიძარა, დაგვიანება, სამსახური...
შავი, წითელი, წითელი, შავი, შავი, წითელი, წითელი, შავი...
ნ ა ც რ ი ს ფ ე რ ი!!!"
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, ვგიჟდები, ვაღმერთებ! ზღვაზე ვიპოვე, როგორც მარგალიტი, გულში ჩავმალე და ცივ ნიავს არ ვაკარებ. ღმერთო, როგორ მიყვარს! უსაშველოდ დიდია და თბილი - ზღვასავით, და კატის თათებივით რბილი ხელები აქვს. როგორ არ მგავს და მაინც - როგორ მიყვარს!!! გიკვირთ რომ სიყვარული შემიძლია? მეტსაც გეტყვით! ბუნებით საშინლად ნაზი და სენტიმენტალური ვარ, ვქვითინებ მელოდრამებზე და მიყვარს ლურჯი ვარდები. მაშინაც მაგრად მინდოდა მეღნავლა, მანქანის კარი რომ გამოვაღე და სავარძელზე დასვენებული ლურჯი ვარდი დავინახე, მაგრამ მის კისერში ცხვირის ჩარგვით დავკმაყოფილდი. ხოლო იმ ღამეს, როცა წვიმაში ფეხით ავასკდით ქართლის დედას და მერე გავიყინეთ, მომინდა, რომ მთელი მსოფლიო ერთი დიდი სიყვარულის დოზა ყოფილიყო, რათა გამეჩხირა ერთხელ და სამუდამოდ და გავფრენილიყავი!
გათენდა. თვალები რატომღაც ცრემლებით მაქვს სავსე. არა, უძილობა არაფერშუაშია. ახლა შხაპს მივიღებ და კოჭებთან და მუხლებთან გავიჭრი ფეხებს. რატომ? არ ვიცი, უბრალოდ ფეხების გაპარსვისას სულ ასე მემართება.
შხაპის ქვეშ ვზივარ, მუხლებს ვეხუტები და ზღვაზე მინდა!
დედაჩემი საშინლად ცნობისმოყვარეა. სულ აინტერესებს სად დავეთრევი, რამდენი დავლიე და როდის უნდა გავიზარდო. მე უკვე დიდი ვარ დე! ფრაზას ფონად სლოკინი და მაღლა ამართული საჩვენებელი თითი დაერთვის. მე უკვე დიდი ვარ დე! უბრალოდ რა შენი ბრალია, რომ ამ ქვეყანაში დამბადე? ის კი ნამდვილად შენი ბრალია, უკუღმა რომ გავიზარდე! რა გინდოდათ, რას მერჩოდით შენ და მამა? შენ წიგნების კითხვა მასწავლე, მამამ მუსიკის მოსმენა, ფრენა და ფერების დანახვა - მე თვითონ და გამარჯობა! უნდა დაგტოვოთ! არ მინდა რომ მაგ შარდის წუმპეში ვიცურაო და ჯიუტად დავიჯერო, რომ ეს ფსელი კი არა, ოლიმპიური ნექტარია.
რა კარგი სიტყვაა - ფსელი!
გაზგასულ ლუდზე ამბობენ ხოლმე, ფსელის გემო აქვსო, არადა რა იციან? რომ იცოდნენ, ამას აღარ იტყოდნენ, იმიტომ, რომ ფსელი მლაშეა. ჩემმა პატარა დამ როცა დამაფსა სახეზე, მაშინ გავიგე.
ჩემს ძმას მივწერე, მიშველე-მეთქი. ჭკვიანი ბიჭია, ჩემზე პატარაა ორი წლით და უკვე გაქცეულია. პასუხს არ მწერს, სძინავს ალბათ. ჯერ დილის ცხრის ნახევარია ჩვენთან. იქ? არ ვიცი.
მეხუტება უკნიდან, მე თვალებს ვხუჭავ და თბილ ბურანში მივდივარ. საოცარი ადამიანია, ჯერ არ დაწოლილა და უკვე სძინავს. ვუსმენ, თუ როგორ სუნთქავს და ვცდილობ არ გავინძრე, არ მინდა ეს სილამაზე დავარღვიო. არ იცის, რომ ძილში მაგრად მეხუტება და მკოცნის და არც ვეუბნები, ეს ჩემი და ღამის საიდუმლოა. გაყინულ ფეხებს მის ფეხებში ვაცურებ და ვთბები, რა ტკბილია ცხოვრება ხანდახან.
-შენ შემოგწირე ჩემი ცხოვრება, ბავშვების გამო გიტან აგერ უკვე მეათე წელია და ჰა? სადაა დაფასება?
სამწუხაროდ ყველა კორპუსის ბინაში არის ერთი კედელი მაინც, რომელიც მეზობელთან გაერთიანებს და სამწუხაროდ ეს ის კედელია, რომელიც ქმნის იმ კუთხეს მეორე კედელთან, სადაც მე მიყვარს ჯდომა და ყავის დალევა. სანამ გაქცევის გეგმას ვაწყობ, მანამდე გვერდით ბინაში ჩემი მეზობლების ცხოვრების მთელი ათი წელიწადი ჩაივლის და საუნდტრეკად მსხვრევის ხმა დაედება, თეფში, ჭიქა... მე ქვეცნობიერად ველოდები ტრილერულ-საშინელ კადრს, თუ როდის გამოესობა კედლის ჩემს ნაწილში პურის საჭრელი დიდი, სისხლიანი დანა.
-მოგკლავ ქალო!-ბღავის ქმარი. "მეც მომენატრე"-ვგზავნი ესემესს და მეცინება. რა ბანალური ჩხუბია. არ სჯობს ქმარმა პირდაპირ აჯახოს, რომ ცოლზე აღარ უდგება მას შემდეგ, რაც მეორე ბავშვი გააჩინა და ღორივით გასუქდა? სჯობს! მუსიკას ვუწევ ხმამაღლა. ასე! რობ ჰალფორდის ვოკალი ნამდვილად სჯობს ჩემი მეზობლებისას. ოთახში დედიკო შემოდის და მახსენებს, რომ მაკრატელი და ჭრა უყვარს. და კიდევ რაღაცეების გადაყრა ფანჯრიდან. საოცრება ისაა, რომ ამ სიყვარულს განსაკუთრებით ძირს მიმოფანტულ ჩემი ტანსაცმლისა და რვეულების მიმართ ამჟღავნებს. მე ეგრევე თვალწინ წარმომიდგება კორპუსთან მდგარი ალვის ხე, ნაძვის ხესავით მორთული ჩემი ტანსაცმლით და მეცინება.
მეც და ჩემს ძმასაც ერთი საერთო დამახასიათებელი ნიშან-თვისება გვაქვს - ორივენი ნარცისები ვართ. ალბათ ამოტომაა, რომ საკუთარი ბედნიერებისათვის მთელ განვლილ ათასწლეულებს ადვილად დავიკიდებთ და საერთოდ არ გაგვიჭირდება გაქცეულებს და დაბანაკებულებს ახალი ფესვების გაშვება მიწაში, უცხო მიწაში. არ ვიცი, იქ რითი მოგვრწყავენ, მჟავით, მშობლიური ფსელითა თუ ანკარა წყლით და ვერც გავიგებთ, თუ არ წავედით. ჩემი ძმა იწერება - წყალიაო და ვნახოთ.
მამაჩემი ცოტათი პატრიოტია, ღმერთისაც სწამს და ხანდახან მარხულობს. ღმერთის მეც მწამს, ოღონს მხოლოდ იმის, რომელიც ჩემშია. ცასაც მხოლოდ იმიტომ ვუყურებ, რომ ლამაზია და საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ ღმერთი სადღაც იქაა და ცოტაც და ქუსლი გამოუჩნდება რომელიმე ღრუბლიდან. ჯვარიც მიკიდია, იმიტომ, რომ შარშან მოვინათლე. მერე ნათლიაჩემმა ჩემს ყოფილ შეყვარებულს მისცა და ასე დავკარგე ღმერთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ოფიციალური ძაფი. არადა ყოველთვის მეგონა, რომ ნათლიები "ამას" არ აკეთებდნენ, მითუმეტეს - ნათლულის შეყვარებულებთან, ეჰჰ... ეგრე ბევრი რამე მეგონა მარა ჰა!..
ვარჩევ ჩემოდნის ფერს! წითელი?
ვამზადებ გამოსამშვიდობებელ ტექსტს.
ჯერ არ მოუწერია ჩემს ძმას პასუხი, მარა მაინც.
ღამე ათასმეერთე, "შოკოლადი" და ლუდი.
სელინ დიონისა და ენრიკე იგლესიასის ნაჯვარი ქვითინებს დინამიკებში. კაფეში სევდიანი შოკოლადის სუნი დგას. მარტო ჩვენი მაგიდა ყარს სიგარეტითა და ლუდით. ცოტა როკენროლით.
ამჯერად წინ ანა მიზის. შოკა და ანა ბავშვობის მეგობრები იყვნენ და მე ვარსებობდი მათგან დამოუკიდებლად, უბრალოდ "სამყარო პატარაა" და შოკას შეუყვარდა ბიჭი, რომელიც მე მომწონდა, მაგრამ ცოლად გამომყევიოზე ხმამაღლა დავცინე. ადგა და ანა მოიყვანა, მერე დაშორდა და შოკა მოიყვანა, მერე დაშორდა და ახლა როცა სამივე ერთად ვსხედვართ, თავს უფლებას ვაძლევ ჩემი თავი ყველაზე ჭკვიანად გამოვაცხადო და ამ საკითხზე ცოტა წავეშაყირო.
ანას გრძელი ფეხები აქვს და ისეთი ელასტიურია, კატოკმა რომ გადაუაროს, ადგება, გაიცინებს, გზას გააგრძელებს და უამრავი თვითმხილველის ცოდვას დაიდებს კისერზე, ინფარქტით რომ დაიხოცებიან ამ ყველაფრის დანახვაზე. კიდევ სულ ბედნიერი სახე აქვს. რა ენაღვლება? ორ წელიწადში ერთხელ ჩამოდის, რათა ამიაკის დონე შეამოწმოს, ხვდება, რომ არაფერი იცვლება და ისევ მიდის. კარგია!
ანა რუსეთის მოქალაქეა. ამაზე სულ 2008 წლის აგვისტოს ომი მახსენდება და ძალიან მიკვირს, თუ რატომ არ დაგვაკუეს რუსებმა. ახლა ხომ ერთი დიდი ორმო იქნებოდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და მეც ფიზიკურად ვერსად წავიდოდი. ხოდა ერთი პრობლემითა და მოწუწუნე არსებით ნაკლები ეყოლებოდა ღმერთს. ესეც ბედის ირონიაა ფაქტიურად.
ჩემი ძმა ძალიან მიყვარს, რომელმაც ერთი ჩემი ნაცნობი გოგო არ გაჟიმა და იმანაც ცხელ გულზე ჩვენზე მო"Dreamers"-ო რაღაცეები იჭორავა. არადა ეგ ფილმი ერთად ვნახეთ მე და ჩემმა ძმამ და მხოლოდ იდეამ მოგვხიბლა. ხოდა ამ ჭორიკანა და ჩემი ძმის მიერ არგაჟიმული გოგოს საქციელი ძალიან მეწყინა! განა ოდესმე ვინმესთვის გამიმხელია ის, რომ როცა თვითონ გაიქცა, მალევე ჩამოვიდა, ჩამოიტანა თავისივე სხეულით ნავაჭრი მწვანე ქაღალდები და ამ ქაღალდებითვე იყიდა ქმარი - თავანს გადაგიხდი და ცოლად მომიყვანეო... გამიმხელია? არა!
მერე კიდევ იკითხავთ, სად გარბიხარო? აბა რა მინდა ამ მძღნერში? ცოტაც და მტკვარი უკუღმა დაიწყებს დენას, ამოხეთქავს თქვენსავე უნიტაზებში და დაუნანებლად დაგიბრუნებთ თქვენს ჭეშმარიტ სახეებს, რომელსაც დიდი მონდომებით რეცხავდით უდანაშაულო მდინარეში.
ყველას გვაქვს ჩვენ ჩვენი პატარა ავადმყოფობები. ჩემი ერთი დაქალი ნიმფომანკაა, მეორე სულ გაგიჟდა და პოლიტიკოსობას აპირებს! ჩემი პირველი სიყვარული ვერაფრით ვერ მიხვდა, რომ ცოლების მოყვანის გარდა სხვა ფასეულობებიც არსებობს ამ ცხოვრებაში, მეორე სიყვარული ფოტო და ვიდეო კამერებს ეპრანჭება უშნოდ, მესამემ ჩათვალა, რომ ღმერთია და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ, ჩემი შეყვარებულის ყოფილი პარანოიკია, ელანდება, რომ ყველგან დავდევ და ვუთვალთვალებ, ფულს მაინც მიხდიდნენ, კიდევ დავფიქრდებოდი, მეორეს ჰგონია, რომ ძალიან გავს თავის დაფოტოშოპებულ ფოტოებს. ჩემი მეორე ძმა ძველბიჭობს და ლაინეიჯს თამაშობს, მესამე მანქანით და ტექნიკითაა გატაცებული, მეოთხე უცხო ენებით... ჩემი და კი იცით, სამი წლისაა, მაფსამს სახეზე და უსმენს Canibal Corpse-ს.
გამარჯობათ, მე ნარკომანი ვარ, რომელიც იჩხირავს სიყვარულს და ოცნებობს, რომ ჰქონდეს ფრთები და ზაფხულში ქალთევზად შეეძლოს გადაქცევა, მაგრამ მაინც:
წავედით მისისიპიში!!! არა, ამერიკის არც შტატი და არც მდინარეა შუაში, უბრალოდ ეს ჩემი საყვარელი გამოთქმაა და იშიფრება ასე: "წადით თქვენი!"
P.S. ბონუსი:
დედა-შვილი ჭიების საუბარი.
შვილი: დედაა, ვაშლში ცხოვრება კარგიაა?
დედა: კი, ძალიან კარგია შვილო!
შვილი: აბა მაშინ მძღნერში რატომ ვცხოვრობთ?
დედა: იმიტომ, რომ ეს ჩვენი სამშობლოა!!!!!
This post has been edited by sopia_li on 11 May 2010, 05:24