rqebismtvreveliთქვენი პოსტის ქვეტექსტი რა არის? ვასაძე პრეზიდენტად?
კი რა თქმა უნდა მაგარი ადამიანია... მაგარი ქართველი

ჯიგარია ფაქტიურად.
მაგრამ რაში გამოიხატება?
7 შვილი რომ ყავს, ეგ ცუდი არაა და არც ის არის ცუდი რაღაცა რომ უგრძვნია
მაგრამ ალასანიას ხალის არ იყოს, რა კავშირშია ეს ყველაფერი პოლიტიკასთან?
ეკლესიაში ბევრი არამზადა დადის და ამ თემით უხერხემლო პოლიტიკოსების დიდი უმრავლესობა მანიპულირებს (გაიხსენეთ ოპოზიციის მიერ გაკეთებული ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კლიპები).
საერთოდ, ჩემთვის არსებითად მიუღებელია ეკლესიაში პოზიორობა და რწმენის გაშეარება.
"ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა
თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით
თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. "
ციტატა მათეს სახარებიდან.
პ.ს. მიშისტი არ ვარ, მაგრამ საკუთარი პრეზიდენტის გინება შეურაცხმყოფელია, რაც არ უნდა ოპო იყო...