მაგას ისევ რემისია ჯობია, დროებითი მოვლენაა
Neo777ვიპოვე, ვიპოვე ... ბალიშზე

)
ყურთბალიში
ჩავაქრე სანთელი, ოთახში ბნელოდა,
და გული, და გული, გელოდა, გელოდა...
ჩავაქრე სანთელი, და იცი, რა მოხდა,
ჩავემხე ბალიშში, გულს კვნესა აღმოხდა.
ვტიროდი! მომჩქეფდა ცრემლები ზღვაური...
ცრემლებით შევნამე ბალიშის საური,
ვტიროდი, ვით სტირის უდაბნოს სიო და
საყურისოდენა ცრემლები მცვიოდა.
ვამბობდი, ბალიშო, შენ იცი, შენ, თუ მე
რამდენჯერ ავხსენი ეგ შენი სიჩუმე!
შენ იცი, რამდენჯერ ვათეთრე ეს ღამე,
ან ცრემლით, ბალიშო, რამდენჯერ შეგნამე _
და თუ რად ვტიროდი ცრემლებით, ლიცლიცით,
ბალიშო, ეს მხოლოდ ჩვენ გვესმის, ჩვენ ვიცით!
ჩავაქრე სანთელი, ოთახში ბნელოდა,
არ მოხველ, მაშ გული რიღასთვის გელოდა!
ჩავაქრე სანთელი, და იცი, რა მოხდა,
ჩავემხე ბალიშში, გულს კვნესა აღმოხდა.
არ მოვა, _ ვამბობდი და თვით არ მჯეროდა,
არ მოვა, _ პასუხად სიჩუმე მღეროდა,
გარეთ კი, სულ წვიმდა... სულ წვიმდა... სულ წვიმდა...
და გული უფრორე დამეხშო, დამძიმდა,
წვიმა კი მღეროდა, ხან მაღლა, ხან ჩუმად,
ხან სარკმლის მინებზე როკავდა ძალუმად.
და დღესაც, როს სიო მინებზე წანწკარებს,
მგონია მოსულხარ და აღებ ჩემს კარებს.
ბალიშო, თუ რატომ ვტიროდი ლიცლიცით,
ეს მხოლოდ ჩვენ გვესმის... ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით...
იოსებ გრიშაშვილი
This post has been edited by Barklai on 25 May 2010, 15:57