ამ ფორუმზე ბევრი თემა იყო გახსნილი სადაც კითხულობდნენ ამათუიმ სიტყვის და გამოთქმის თარგმანს სხვადასხვა ენებზე. “თარჯიმანთა ბიურო” ჯერ აქ გახსნილი არაა და მგონი არ იქნებოდა ურიგო რომ ერთ ენას ერთი თემა მივუძღვნათ

მე რამდენმე ფრაზის თარგნა მინდა ინგლისურად, მაგრამ ისე რომ თარგმანი გამოვიდეს უნაკლო. ლექსიკონებით და ჩემი ცოდნით მეც ვთარგმნი მაგრამ ამ ენის სპეციალისტის რჩევა მინდა აი რის გასაგებად:
“ასე რომ ყოველგვარ ზედმეტობებს ჯობია თავი ავარიდოთ”
So we should avoid any unnecessary excesses.
სწორი თარგმანია?
“ამის გასაკეთებლად საწყისი დანახარჯები არაა იმდენად მნიშვნელოვანი რამდენადაც მიმდინარე”
For doing this, the initial expenses are not as much important as operational ones.
გამართულად ვთარგმნე? “მიმდინარე ხარჯები” შეიძლება ითარგმნოს როგორც “operational excesses”?
“სადგამი ადგილი” შეიძლება ითარგმნოს როგორც “fixing places”? აი ვთქვათ ლითონის რამე მოწყობილობა მე ხელში ავიღე და მერე ისევ დავდე რაიმე სპეციალურ სადგომ ადგილას.
“დროის მოკლე მონაკვეთში”=during a short amount of time
სწორია?
“შევსება” უნდა ითარგმნოს როგორც fill up? აი ვთქვათ რაღაცის მასა უნდა იყოს 10 კილოგრამი და სინამდვილეში არის დავუშვათ 8 კგ და იგი უნდა შეივსოს 2 კილოგრამით.
“საცხოვრებელი ბაზა” living base ვთარგმნო? აი ვთქვათ მარსზე ასაშენებელ საცხოვრებელ ბაზაზეა საუბარი

“ჩვენ არ შეგვიძლია ამ შეკითხვას
დამაჯერებლად ვუპასუხოთ”.
დამაჯერებლად ნამდვილად არ ვიცი როგორ იქნება ინგლისურად

“ქვემოდან მოახლოება” როგორ ვთარგმნო? From below სწორია? აი ვთქვათ მინდა ვთარგმნო ეს ფრაზა: “მე ამ თვითმფრინავს ვუახლოვდები ქვემოდან”
“გაჩერების სიმაღლე” stopping altitude იქნება? აი ვთქვათ კოშკზე მივცოცავ (არიან ასეთი ექსტრიმის მოყვარულებიც), ავცოცდი 100 მეტრზე და გავჩერდი

ველოდები თქვენს შენიშვნებს და რჩევებს