d.sadzaglishviliმოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ფორუმელებო. ამ თემას ვხსნი იქიდან გამომდინარე რომ უკეთ წარმოვაჩინოთ ფორუმის მიზანი, შესაძლებლობები და შექმნის მოტივაცია.
დავიწყებ იქიდან რომ ფორუმი მიუხედავად იმისა რომ ორი დღის გახსნილია, ძალიან რეიტინგული გახდა ქართულ ვებ-სივრცეში და დღითიდღე მატულობს შემომსვლელთა რაოდენობა, რაც ძალზედ კარგია ფორუმის განვითარებისთვის.
დღეს
http://netgazeti.ge/ - ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამომართვა, რომელსაც ალბათ უახლოეს საათებში იხილავთ მათ ვებ-გვერდზე. ინტერვიუში მე ნათლად და მკაფიოდ განვაცხადე, რომ ფორუმის შექმნის მოტივაცია და მიზეზი არ არის ის რომ პოლიტიკური დაძაბულობის მორევში ჩავუშვათ, პირიქით ჩვენი მიზანი ემსახურება ქართული "ინტელექტუალური" ფორუმის ჩამოყალიბებას, სადაც არ იქნება შეზღუდული თავისუფალი აზრი.
ვიმეორებ ჩვენი ფორუმი არ იხრება არც პოზიციისკენ და არც ოპოზიციისკენ, ნეიტრალურ პოზიციას ვიჭერთ და სულაც არ გვინდა რომ რამე დაძაბულობის ფონზე ფორუმელებმა ერთმანეთი დაჭამონ.
სულ ეს იყო იმედია ყველაფერი მარტივი და ნათელია.