ჩემს მეხსიერებას შემორჩენილი ოთხმოცდაათიანი წლების პირველი ნახევარი
ძმათამკვლელი ომი..
სამაჩაბლო და აფხაზეთი..
მხედრიონის თარეში..
საძმოები..
წელში მოხრილი წვერებიანი არაფორმალები და ნდობით აღჭურვილი პირები..
გაცხოველების გამოვლინებები და ლინჩის წესი..
ღამის წყვდიადში ჩაძირული ქალაქი და გამამხნევებელი სროლები..
დაჩოქილი ხალხი და გადაფურთხებულის უკან ალოკვა..
ღამის თევა პურის მაღაზიებთან..
,,ბორჯომით" ცხოვრების იმედი და უბორჯომობა მაღაზიებში. მტვრიანი თაროები..
ფოთის პორტში შემოსული შაქრით დატვირთული გემი..
მოტყუებული მეანაბრეები და საეჭვოდ დამწვარი ბანკები..
ნაგვით დაბინძურებული ქუჩები და ლანდრას ჯიშის გოჭებივით ჩასუქებული ვირთხები..
შეშით, გირჩით, კარდონით, ძველი ფეხსაცმლითა და სხვადასხვა რეზინის ნარჩენებით გამთბარი ბინები და კვამლით გამურული კორპუსები..
გამოხდილი ბენზინი..
ციმციმა დადგმულ ,,ჟიგულებზე" მიყუდებული ფერხორციანი ინსპექტორები..
ტროლეიბუსს ჩურჩხლებივით ჩამოკიდული ახალგაზრდები..
ჯერ საკუთარი კარგების, შემდეგ საკუთარი დედის გინების დამკვიდრება..
გაშინაურებული მფრინავი თეფშები და საინტერესო საუბრები..
ბრაზილიური სერიალები და თვალცრემლიანი მეზობლები..
სურამელაანთ გია და თმაგაწეწილი ფანები..
კინოთეატრი ,,რუსთაველი" და პლეხანოველი მარინას სახალისო ნომრები..
უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანები..
ნადირობა ტყავის ქურთუკებზე..
შიში და შიში..
და მაინც რწმენა უფლისა და იმედი ხვალინდელი დღისა..
This post has been edited by oxunji pirveli on 17 Jan 2013, 18:44