დიდი ხნის წინ ვუყურე და მეცინებოდა..
მთელი ცხოვრება მაგ დარიგებებით მზრდიან, მამაჩემი,დედაჩემი, ბებია.. და მაგხელა ფილმის ყურებას, ამდენს რომ ფილოსოფოსობენ, ერთი ფრაზაა ქართული- შეძახილმა ხე გაახმო.. ქართველები ძალიან მაგრები ვართ რა.. მსგავს საკითხებში.. რაც ჩვენ გვაქვს თუნდაც ლექსები,ზღაპრები,ლეგენდები, მათში იიიმხელა სიბრძნეა.. გამოდიან მერე ვიღაც დებილი ამერიკელები და ჰგონიათ რომ აღმოაჩინეს ახალი რაღაც.. წავიდნენ თავი მოიკლან.. უბრალოდ ჩვენი პრობლემაა რომ ჩვენს ლიტერატურას თუ ისტორიას არ ვეცნობით შესაბამისად და არ ვუკვირდებით რაამხელა სიბრძნეა მასში.. აუ ბაბუაჩემის ტექსტივით მომდის მაგრამ მართლა ესეა.. რაც უფრო ვეცნობი უცხო ლიტერატურას და ფილოსოფიას და უცხოელი ფსიქოლოგების მთელ უწი-პუწებს, მით უფრო ვხვდები რომ ჩვენ ქართველებს ეგ საუკუნეების წინ უკვე გვქონდა დაწერილი.. სამწუხაროა რომ ამას არ ვაცნობიერებთ..
რამხელა რამე მოვაყოლე მხოლოდ ამას..
ჰო იმას ვამბობდი რომ მე მუდამ იმ შთაგონებით მზრდიდნენ რომ ყველაფერი შესაძლებელია, მე თუ მინდა ყველაფერი გამოვა და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყო იმასთან თუ რა მინდა.. და მართლაც, საკუთარი თავის რწმენის საფეხური ისეთ მაღალ დონეზე მაქვს რომ აქამდე რაც მდომებია ყველაფერი ამსრულებია.. მქონია შემთხვევა რომ გასული პერიოდის შემდეგ მივმხვდარვარ რომ ცხოვრებამ ის ძველი სურვილი შემისრულა..
ბევრს ვწერ.. უბრალოდ მინდა გითხრათ რომ მართლა ყველაფერია შესაძლებელი.. უნდა გქონდეს მიზანი და ის გზა რომელიც მიგიყვანს ამ მიზნამდე-ეგ ცხოვრებას მიანდეთ..
ყველაფერი ხდება რარაც მიზეზით.. თუნდაც ცუდი რამე რომ შეგემთხვათ უნდა გაიღიმო და თქვა- ე.ი ესეა საჭირო..
მე პირადად მჯერა რომ ესეა.. რამდენად უღიმი ცხოვრებას იმდენად გაგიღიმებს.. მჯერა სუჩკა კარმასი- what goes around comes around, რასაც გასცემ შენიას პრინციპი ყველაზე სწორია..
"თავიდან მეგონა რომ სახლი უბრალოდ ქანაობდა თავისთვის" (c) Feel_For_You (კომენტარი მიწისძვრაზე)