რატომ ახსოვს ყველას მხოლოდ 2012 წელი? ცოტა არ იყოს და სასაცილოა

წაიკითხეთ:
ადამიანის ფანტაზიას არ აქვს საზღვარი. ადამიანი საკმაოდ დიდი ტემპებით ანვითარებს „კაცობრიობის აღსასრულის“ თემას. ვიწრო გაგებით სამყაროს აღსასრული ნიშნავს სიცოცხლის განადგურებას, ხოლო ფართო გაგებით – მთელი სამყაროს განადგურებას. დედამიწაზე არსებობს ორი აზრი აღსასრულის მიზეზისა: პირველი არის პროგრესი, რომელიც დაღუპავს კაცობრიობას, მეორე კი უკავშირდება კოსმოს ( კერძოდ კი მეტეორიტებს).
კაცობრიობა, შეპყრობილი აღსასრულის დღის მოსვლის აზრით, ყოველთვის ყურადღებას აქცევს ნებისმიერ ცვილებებს დედამიწაზე, ცდილობს დააკავშიროს წინასწარმეტყველობას ან მეცნიერების ვარაუდებს.
მაგრამ, თუ დავუჯერებთ წინასწარმეტყველებს, მხოლოდ 1999 წელს უნდა მომხდარიყო 13-ჯერ სამყაროს აღსასრული, 2000 წელს – 6ჯერ. 2007 წელს კი დაარქვეს სიცოცხლის წელიწადი, რადგანაც არც ერთხელ არ იყო ეს წელი ნახსენები.
ეხლა კი ჩამოვთვალოთ 5 უახლოესი სამყაროს აღსასრული:
2012 წელი
მაიას კალენდარის მიხედვით 2012 წლის 23 დეკემბერს გაქრება მეხუთე მზე, რაც გამოიწვევს სამყაროს აღსასრულს.
2019 წელი
2019 წლის 1 თებერვალს შესაძლოა დედამიწას შეეჯახოს ასტეროიდი 2002 NT7. ასტეროიდის დიამეტრია 2 კმ. მეცნიერთა თქმით ეს ასტეროიდი წარმოადგენს ყველაზე რეალურ პრობლემას დედამიწისთვის. შეჯახებისას დედამიწაზე მოხდება კლიმატის და გეოგრაფიის სერიოზული ცვლილებები.
2026 წელი
გამოთვლების მიხედვით 2026 წელს დედამიწას ელის დემოგრაფიული პრობლემა, პლანეტის მოსახლეობა იმდენად გაიზრდება, რომ არსებობისთვის საკმარისი რესურსები დედამიწაზე აღარ იქნება.
2028 წელი
2028 წელს დედამიწას ისევ ელის საშიშროება ასტეროიდთან შეტაკების. ასტეროიდი 1997XF გაივლის ძალიან ახლოს დედამიწასთან, მთვარის ორბიტაზე ახლოს, ამიტომაც ძალიან დიდი შანსია რომ ის შეეჯახება დედამიწას.
2035 წელი
ყველაზე საშიში წელიწადი – ეს ზუსტად ის წელიწადია საიდანაც დაიწყო ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება. მისი თქმით 27 წლიანი ომი უნდა მორჩეს ზუსტად 2035 წელს ( ომი უნდა დაწყებულიყო 2008 წელს, ძალიან ბევრი აკავშირებდა საქართველო-რუსეთის ომს ამ წინასწარმეტყველებას).
წყარო:
სამყაროს აღსასრული This post has been edited by juzeppe1 on 1 Jul 2010, 15:26