
ეგ ყოველთვის ეგრე იყო

სეზონთა ცვლილების ბრალია , რა შუაშია კატასტროფა?
როცა ჩვენთან ზამთარია იქ ზაფხულია და ცხელა
როცა აქ ზაფხულია იქ ზამთარია და ცივა
რათ უნდა ამას დიდი ფილოსოფია , უკვე რამოდენიმე მილიონი წელია ეს სარტყელთა ცვლილებაა და თქვენ თუ ამის შესახებ ეხლახანს შეიტყვეთ ეს არაა იმის საბაბის მომცემი , რომ ვთქვათ - დედამიწა კატასტროფის წინაშეა.
ვფიქრობ გლობალური დათბობაც არაა მაინც და მაინც საშიში , დედამიწის არსებობის ისტორიაში არის 2 პერიოდი , გამყინვარების და დათბობის , ეს პერიოდები ერთმანეთში მონაცვლეობენ და ამჟამად სწორედ დათბობის პერიოდი უწევს, სწორედ პერიოდების ცვლილებას მოჰყვა დინოზავრების და სხვა ჩვენთვის უცხო არსებების გადაშენება , ამიტომ შესაძლებელია დღესათვის არსებული ფლორა/ფაუნა გლობალური დათბობის პიკის მიღწევის დროს ნაწილობრივ შეიცვალოს.
ეს ინფორმაცია მიღებული მაქვს ერთ-ერთი პროფესორისგან , რომელიც საქართველოში მოღვაწეობს , ასტროლოგია , უცხოეთშიც მოღვაწეობდა და საკმაო განათლება აქვს ამ საკითხში .
მე ვფიქრობ და საუბარში ისიც დამეთანხმა , რომ დედამიწის განადგურების საშიშროება ისევ და ისევ კოსმოსიდან არსებობს , 2012 სწორედ კოსმოსური ენერგიის საშუალებით წარმოშობილ შესაძლო კატასტროფაზე მიგვითითებს , თუმცა 2012 მდე ყოველწამს არის გარკვეული საშიშროება კომეტებიდან .
ეს გახლავთ მეცნიერული თვალსაზრისი
როგორც ქართველი და როგორ მართმადიდებელი , მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი ღმერთის ნება იქნება და არავის შეუძლია დადგენა იმ რიცხვის ან წელიწადის , როდესაც მეორედ მოსვლა და დედამიწის განადგურება მოხდება , ეს მარტო ღმერთმა იცის , წმინდანებმაც არ იციან და მითუმეტეს ჩვეულებრივი მეცნიერების რას გაარკვევენ . ეს ჩემი აზრია .
ასევე ჩემ აზრზე დაყრდნობით შეგვიძლია ასეთი დასკვნა გამოვიტანოთ მართმადიდებელმა ქრისტიანებმა , როგორც ვიცით სახარებაში და სხვადასხვა წმინდა წიგნებში , ასევე წმინდა ბერების მიერ შესრულებულ ნამუშევრებში არის ვრცელი ინფორმაცია მეორედ მოსვლის ჟამის შესახებ , იქვე არის დაწერილი რომ როცა ქრისტეს საფლავიდან ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის , მეორედ მოსვლა არ იქნება , როცა აღარ გადმოვა სწორედ იმ წელს მოვა მეორედ მოსვლა , შესაბამისად შეგვიძლია ამ მოვლენის მიხედვით ვიმსჯელოთ , 2011 მდე არ იქნება , თუ შემდეგ აღდგომასაც გადმოვიდა ცეცხლი არც 2012 ში იქნება და ეგ მითიც დაიმსხვრევა.
IMHO
remember.ge - ჩვენ გვახსოვს............
Ministry Of Internal Affairs
The Departament Of Constitutional Security
TOD - 666
CDC - 007
⌨ ✡ ✡ ✡ ♆ ♛ Ξ ✄ ✄ ✄
მოდით ამ ლუდით იმ კუდელს გაუმარჯოს , თბილისის მერის არჩევნებზე უგულავას რომ მისცა ხმაო ! (c) ი.თ