ხოო, მე არც იმას ვამბობ მოხდებათქო რამე 2012ში და არც იმას არ მოხდებათქო, მარა ეხლა რა ხდება:
რატო მოხდება:
I. მაიას ტომები იყვნენ ძალიან განვითარებულები ასტროლოგიაში. მათ შექმნეს უზუსტესი კალენდარი, მათ აგრეთვე იწინასწარმეტყველეს თავიაანთი დაღუპვის ზუსტი თარიღი და ა.შ. ხოდა მაგათ თქვეს რომ 2012 წელს დასრულდება ეს ერა და დაიწყება ახალი ერა, ამას ბევრი შეეწირება და ა.შ
II. ძველი ეგვიპტელებიც იზიარებდნენ ამ აზრს.(მე მასე ვიცი) ისინიც კარგად ერკვეოდნენ ასტროლოგიაში. მათი პირამიდები ემთხვევა სამ ძირითად ვარსკვლავს... თემიდან გადავდივარ, მარა საინტერესოა როგორ ააგეს ეს პირამიდები. ეხლაც გაუჭირდებიდა ადამიანს ამხელა შენობის ასე ზუსტად აგება. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ადრეც იყო რაღაც კატაკლიზმი, რომ ადრე ადამიანები განვითარებულები იყვნენ(შესაძლოა ჩვენზე მეტადაც) მათ იცოდნენ რომ ატაკლიზმი მოხდებოდა და ამიტომ ააგეს პირამიდები. ამ პირამიდებში აღმოუჩენიათ მოსასვენებელი ოტახები და სათავსოები... ხოლო ატლანტიკის ოკეანეში აღმოაჩინეს მინის ნაჭერი, რომელიც გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ადამიანს ასეთი მინა ჯერ არ შეუქმნია....
III. ნოსტრადამუსიც ამ აზრს იზიარებდა. მისი სხვა წინასწარმეტყველებიც ამხდარა, და შიშობენ, რომ ესეც ახდება.
IV. არსებობს წინასწარმეტყველება, რომ დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება დედამიწაზე 10-ჯერ დიდი პლანეტა. ეს პლანეტა, რომელსაც მეცნიერებმა ნიბირუ, ანუ პლანეტა X უწოდეს, მართლაც შეამჩნიეს 2001 წელს, რომ ჩვენს გალაქტიკაში შემოდიოდა. მეცნიერებმა გამოთვალეს მისი სიჩქარე დაკვირვებებით და მანძილი ჩვენსა და მას შორის და დაადგინეს, რომ ეს პლანეტა დედამიწასთან სულ რამდენიმე წელიწადში მოვიდოდა.თუ მოისმინეთ ხმაც გავრცელდა მზის სისტემის მეათე პლანეტაც აღმოაჩინესო, მაგრამ არ უთქვამთ რომ ამ პლანეტას ნიბირუ ქვია და რომ გვიახლოვდება და ამ გალაქტიკაში სხვა გალაქტიკიდან შემოვიდა.
რატომ არ მოხდება:
I. იმიტომ რომ არ გვინდა

II. იმიტომ, რომ 2000 წელზეც ამბობდნენ სხვა საუკუნეში რომ გადავალთ, კომპიუტერები აირევა და ყველა რაკეტა აფეთქდებაო, ატომურებიც თერმობირთვულიც....... მაგრამ როგორც ვხედავთ არაფერი მოხდა.
III. მესამე მიზეზი ვანგაა. მისი წინასწარმეტყველებები მართლაც ასრულებულა. მისი ძმა რომ ომში მიდიოდა მან უთხრა არ წახვიდე, თორემ ამა და ამ დროს მოკვდებიო. მან 1990 წელს იწინასწარმეტყველა, რომ 1999 ან 2000 წელს “კურსკი” წყალში ჩაიძირებოდა და მას ბევრი ადამიანი დაიტირებდა. მაშინ ვანგა გააკრიტიკეს, რადგან ქალაქი კურსკი ზღვიდანაც და წყალუხვი მდინარეებიდანაც შორს იმყოფება. 2000 წლის 12 აგვისტოს რუსული ატომური წყალქვეშა ნავი “კურსკი” ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ჩაიძირა. დაიღუპა მთელი ეკიპაჟი – 118 ადამიანი. მთელი რუსეთის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა. ვანგას დღევანდელი გლობალური ფინანსური კრიზისიც უწინასწარმეტყველებია. ხოდა თუ ესენი ახდა ალბათ ესენიც ახდება, რაც იწინასწარმეტყველა:
1.2008 წელს “ინდოსტანში” უნდა მოხდეს მსოფლიოს 3 უდიდესი სახელმწიფოს კონფლიქტი,რაც იქნება მესამე მსოფლიო ომის საბაბი,
2.2010-ში კი მე-3 მსოფლიო ომი, იგი დაიწყება 2010 წლის ნოემბერში და დასრულდება
3.2010-ში კი მე-3 მსოფლიო ომი, იგი დაიწყება 2010 წლის ნოემბერში და დასრულდება
4.2011- რადიოაქტიური ნალექების გამო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აღარ დარჩება არც ცხოველი და არც მცენარე, რის შემდეგაც მუსულმანები გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს ევროპელების წინააღმდეგ.
5.2014 - წლის ოქტომბერში. დაიწყება ჩვეულებრივად და თავიდან გამოყენებულ იქნება ბირთვული იარაღი შემდეგ კი ქიმიურიც.
6.2015- მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა (რაც გადარჩება(თუ გადარჩა)) იქნება დაავადებული კანის კიბოთი თუ სხვა დაავადებებით
7.2016 -ევროპა თითქმის უმოსახლოა.
8.2018- ჰეგემონი გახდება ჩინეთი, განვითარებადი ქვეყნები(ჩვენც) გახდებიან ექპლუატატორები.
9.2023- შეიცვლება დედამიწის ორბიტა, მართალია უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც,
10.2025- ევროპაში ისევ ცოტა ხალხია,
11.2028- ახალი ენერგიის წყაროს შექმნა(თერობირთვული რეაქციის შედეგად რეაქტორის შექმნა) შიმშილს დაგვაძლევინებს,
12.2033- პოლარული ყინულები დნება და მსოფლიო ოკეანის დონე იწევს და ასევე პილოტირებული მოგზაურობა ვენერასკენ,
13.2043-მსოფლიო ეკონომიკა ვითარდება, და ევროპაში მუსულმანები სხედან,
14.2066 -აშშ დაიწყებს სამხედრო მოქმედებას მუსულმანების წინააღმდეგ ევროპაში, და რომის აღების დროს ისინი გამოიყენებენ ახალ იარაღს: კლიმატუს, მკვეთრი ვარდნა ტემპერატურის -80 გრადუსამდე.
15.2076- კომუნიზმი
16.2084- ბუნება აღდგება, ახალი ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი რამდენიმე წამში,
17.2100 -სიბერე დამარცხდება,
18.2111- ადამიანები გახდებიან კიბორგები,
19.2130- წყალქვეშა კოლონიები(უცხოპლანეტელთა რჩევით)
ესენი რომ ახდეს კიდე 2012-ში არაფერი არ უნდა მოხდეს.
IV. და მთავარი: მეცნიერები ხალხს ტვინს ულაყებენ, მაიას ტომებმა რაღაც იწინასწარმეტყველეს.. მაგრამ ყველაფერი უფალზეა დამოკიდებული. მხოლოდ მან იცის როდის მოხდება მეორედ მოსვლა, თუ კატაკლიზმები.
* * *
This post has been edited by resra on 27 Jun 2010, 10:45
მიმაგრებული სურათი