Valdemarროუმინგი ირთვება სხვა ქვეყანაში გადასვლისას, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ მობილურ ოპერატორებს ერთმანეთში აქვთ შეთანხმება, რომ ვიზიტორი საკუთარ ნომერს გამოიყენებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც.
მაგალითად, როდესაც გერმანიიდან მოგაქვს O2 ბარათი და იჭერს საქართველოში, ტელეფონს დაეწერება მაგთი, ჯეოსელი ან ბილაინი. შესაბამისად, ვიზიტორი გამოიყენებს ქართული ოპერატორების ანტენებს და არა O2-სას, რომელიც, რასაკვირველია, საქართველოში არ დგას.
აქედან ლოგიკური დასკვნა, თუ პირიქითა ხევსურეთში არავის ანტენა არ დგას, როუმინგი როგორ უნდა ჩაირთოს? (ან საერთოდ საკითხავია ქართული ნომრის როუმინგი საქართველოს ტერიტორიაზე როგორ უნდა არსებობდეს

)
არსებობს კიდევ სხვა ვარიანტი, მგონი სატელიტური ტელეფონი, აი ისეთი, ბინ ლადენს და ჩეჩენ ტერორისტებს რომ აქვთ, "ჩუმადანში". ისეთი ალბათ ხევსურეთშიც დაიჭერს, მაგრამ მაგის იმედზე ვერ ვიქნებით...
This post has been edited by Ekaterina Oniani on 29 Jul 2010, 03:52