კი, გვარით მიხვდი?
* * *
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
კლიენტები - "ბინების წართმევით გვემუქრებიან"
“ცენტრ პოინტის” და მისი ბიზნესის მმართველი “დექსუსის” წინააღმდეგ კლიენტები სოციალურ ქსელში ერთიანდებიან. “ფეისბუქში” სპეციალური ჯგუფია შექმნილი, სადაც უკვე 100-მდე უკმაყოფილო კლიენტია გაერთიანებული. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანი „ცენტრ–პოინტის“ კლიენტების გაერთიანებაა, რათა შემუშავდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა კომპანიებთან ურთიერთობისთვის. მათივე თქმით, “დექსუსი” აიძულებს კლიენტებს ხელშეკრულებას ხელი დროის გარკვეულ მონაკვეთში მოაწერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტით და ბინის გაყიდვით იმუქრებიან. მომხმარებლბი თავიანთი უფლებების დასაცავად საერთო ადვოკატის აყვანასაც აპირებენ.
„ცენტრ–პოინტისადმი“ უკმაყოფილებას მომხმარებლები „კომერსანტის"-ს ელექტრონულ ფოსტაზეც აფიქსირებენ. როგორც კომპანიის კლიენტების ნაწილმა გვაცნობა, „დექსუსი“ არ კმაყოფილდება, რომ ბინის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას მათ ავალდებულებს. ბინებს, შეულესავს აბარებს.
შეგახსენებთ, „ცენტრ-პოინტმა“ „დექსუსს“ საკუთარი ბიზნესის მართვა სამი წლით გადასცა. “დექსუსის” წინააღმდეგ კლიენტებმა უკმაყოფილების გამოხატვა ღიად ნოემბრის დასაწყისში დაიწყეს და საპროტესტო აქციები გამართეს. მორიგი აქცია კომპანიის ოფისთან, 29 ნოემბერს გაიმართება.