ძალიან ბანალურად არის საქმე.
პროჯექტ დეველოპმენტის ანბანის უცოდინრობა ან ცუდად ცოდნა.
ვერ დათვალეს ადგილობრივმა დონე დეველოპერებმა - სწორად სამშნებელო ბუშტის მოცულობა და პროჯექტ დეველოპმენტის ჰიდენ ქოსტები.
სქემა არის ასეთი:
მაგალითისთვის ავიღოთ ერთი კონკრეტული პროექტი (კორპუსი).
მისი დაპროექტება მოხდა 2006 წელს, მშენებლობის ხანგრძლივობა 2 წელი.
პროექტის დანახარჯების აქტუალური შეფასება ( ყველა ხარჯი დაწყებული კონსტრუქციის დანახარჯებიდან - დამთავრებული ხელფასებით, მოსაკრებლებით და გადასახადებებით)- თანხა X
დეველოპერული მარჟა/მოგება - თანხა Y
აქედან გამომდინარე
ანუ ერთი სახლის მთლიანი კვადრატული მეტრაჟის ფასი უნდა ყოფილიყო X+Y + Q (სავალუტო/ინფლაციური ცვლადი) + Z (სამშენებლო მასალებზე, მუშახელზე და სხვა ყველა ფაქტორების ფასების ზრდის/კლების კალკულირებული დერეფანი)
Q და Z კალკულაცია შესაძლებელი იყო როგორც თვოთონ ძირითად X-ში ასევე ცალკე. ეს არ არის მნიშვნელოვანი.
და რა მოხდა ახლა რეალურად?
ძალიან ხშირ შემთხვევებში პროექტის ფართი უკვე გაყიდული იყო მშენებლობის დაწყებამდე.
პროექტის მშენებლობის დროს კი, იქიდან გამომდინარე რომ მშენებლობის ბუმი იყო 2005-2008 წლებში - მშენებლობის ფაქტორებზე მოხდა ფასების სერიოზული მომატება. თან ისეთი მომატება, რომელიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველ ბიუჯეტში.
შესაბამისად დეველოპერებს დარჩათ ორი გზა რეფინანსირების:
1. ახალი პროექტების "გამოცხადება": საიდანაც შემოსული ფულით -არსებულ პროექტებს დააფინანსებდნენ და მომავალი პროექტებისთვის დაელოდებოდნენ ღმერთის წყალობას (

) (პირამიდის მოდელი)
2. დამატებითი ფინანსების მოზიდვა ბანკებიდან
მათ ამ ორივე მეთოდს მიმართეს და გააგრძელეს მშენებლობა.
მერე მოხდა ომი მსოფლიო კრიზისი, ომი და ბანკებმა შეწყვიტეს დაფინანსება (როგორც პირდაპირ დეველოპერების, ასევე კლიენტების იპოთეკური სესხების სახით).
და მივიღეთ დიდი "ბადა-ბუმი".
სამშენებლო ბუშტი გასკდა.
პროექტები არ დამთავრდა და დეველოპერების გაკოტრება იწყება.
ზუსტად არ ვიცი რა რაოდენობის პროექტები არის "გამსკდარი", მაგრამ ერთადერთი გზა დარჩენილი, რომ პროექტები დამთავრდეს არის სახელმწიფოს "ჩახტომა" ამ სფეროში.
სახელმწიფოს გარანტიით დეველოპერების რეფინანსირება და პროექტების დამთავრება.
ოღონდ ეს იქნება - არა მოგებაზე ორიენტირებული პროექტი, არამედ ე.წ. "სოციალური გათანაბრების" აქცია.
ანუ ჩვენ ყველამ უნდა გადავიხადოთ ჩვენი გადასახადებიდან - დეველოპერების შეცდომების და კლიენტების "მიამიტობის" ფასი.
როგორც ვხედავ ასეთი "ჩახტომა" პოლიტიკურად" აღარ არის მომგებიანი, არჩევნებიც ჩავლილია და ახლა წავა "გამოცხადებული ბანკროტობის ქრონიკა".
ერთი სიტყვით - არ გაბრიყვდეთ და არ ჩადოთ ფული საქართველოში გრძელვადიან პროექტებში.
ამით საბოლოოდ "მოკლევადიანი" ავანტიურისტები იხეირებენ.
anatoreliმერე 33 000 ევრო, ანუ 50 000 $ ერთი ძღინკიანი ხისთვის ცოტაა?
გამაგიჟებთ თქვენ რა
This post has been edited by Codex on 1 Sep 2010, 14:39