მე ვაპირებ უახლოეს დღეებში დექსუსში წასვლას
გავიგო ერთი ვინ არიან და რა უნდათ
პასუხებს დავწერ აქ
გამოვკითხავ დეტალურად და იმედი მაქვს რომ მიპასუხებენ. ყოველ შემთხვევაში კითხვებზე პასუხიდან აუცილებლად გაირკვევა ფარსია თუ ნამდვილი. ერთი კი ცხადია, დექსუსი ამხელა გაუგებრობაში თავს ისე არ შეყოფდა, რომ რამე გამოსავლის იმედი არ ჰქონდეს. დექსუსის მოგება შეიძლება იყოს ცენტრ-პოინტის ჯერ გაუყიდავი უძრავი ქონება - მიწა, თუ ასეთი აქვს. ან მეორე მომენტი - ბინებზე დასახარჯი თანხების მაქსიმალურად შემცირება მოტყუების, დაყოფილების თუ აშკარა თავხედობის გზით.
დექსუსი რომ 100%-ით ასრულებდეს იმას, რაც თავის დროზე ცენტრ-პოინტმა ითავა, ახალი ხელშეკრულებების დადება აღარ გახდებოდა საჭირო. ვინაიდან ახალ ხელშეკრულებას ახვევენ ხალხს თავს, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას ცვლიან. მოსახლეობის სასიკეთოდ რომ არავინ არაფერს შეცვლის, ეს ხომ ცხადია. დექსუს-ს რომ ზედმეტი ფული ჰქონდეს, წავიდოდა და სხვაგან დახარჯავდა, რაღა ხალხს ჩაუდებდა ჯიბეში

ამიტომ, ცხადია, რომ დექსუსი ცდილობს ვალდებულებები მოსახლეობის მიმართ მაქსიმალურად შეამციროს, რომ რამენაირად მოგება მიიღოს.
ისე კი, ვისაც დაგიბარებენ, მიდით, ხელშეკრულების ასლი გამოართვით და ჯერ არაფერს მოაწეროთ ხელი. სახლში კაარგად გადაიკითხეთ და გაიაზრეთ.
რამდენიმე ძირითადი მომენტია რაშიც შეიძლება მოგატყუონ. დექსუსის პრიორიტეტი ახლა არის გასასტუმრებელი დავალიანების მაქსიმალურად შემცირება. აქამდე რაც ყურმოკვრით გავიგეთ არის ორი რამ
- ახალ ხელშეკრულებებში ვალდებულებებს იმცირებენ - თეთრი კარკასის ჩაბარების ვალდებულებიდან იღებენ გალესვას და მსგავს შიდა სამუშაოებს
- სავარაუდოდ ითხოვენ დღგ-ს გადახდას
ერთი, რაც ყველაზე მთავარია, ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას ვერავინ დაგავალდებულებთ. სამართლებრივად რომ ავიღოთ, ახალი ხელშეკრულების დადება იქნება ძველ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, ეს კი ორივე მხარის თანხმობით უნდა მოხდეს. თქვენ გარეშე იმ ხელშეკრულებას ვერავინ შეცვლის და თქვენთვის მონიჭებულ უფლებებს (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო), ვერავინ ჩამოგართმევთ (სხვა მომენტია, რომ ამ წუთას ვერც ჯარიმას ამოიღებთ ცენტრ-პოინტიდან და ვერც პირგასამტეხლოს). ამიტომ ნუ დათანხმდებით ყველა პირობაზე, ბრმად ნუ მოაწერთ ხელს. თუ საჭირო გახდა, შეევაჭრეთ ცოტა, თქვენი გადახდილი ფულია, იმათი ხო არა. დექსუსი თუ კომპანიის მარტო მენეჯმენტს ახორციელებს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, თქვენ წინაშე ვალდებული ისევ ცენტრ-პოინტი სიტია. მოკლედ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხს ძალიან ყურადღებით მოეკიდეთ. თუ არ გესმით რა წერია, მონახეთ ნაცნობი, ახლობელი ან სულაც უცნობი იურისტი. ჯობია ახლა გადაუხადოთ იურისტს 100 ლარი, ვიდრე გვიან ისევ თითზე იკბინოთ იმის გამო, რომ დექსუსმაც ისევ ისე მოგატყუათ, როგორც ცენტრ-პოინტმა. ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად რომ წახვალთ, წაიყოლეთ იურისტი და აუცილებლად გააცანით ხელშეკრულების ტექსტი. თუ უცნობი იურისტის აყვანას გადაწყვეტთ, კარგად მიაქციეთ ყურადღება, რომ დექსუსმა არ მოთაფლოს ეგ თქვენი იურისტი და ცუდად არ შემოგიბრუნდეთ ისევ თქვენ. ბრმად ნუ ენდობით ნურავის.
ოღონდ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თუ ყველა მოსახლე მაქსიმალურ პირობებს მოსთხოვს დექსუსს, შეიძლება დექსუსმა ამდენი ვერ გაქაჩოს და წავიდეს ისევ და შეგვრჩეს ხელში გაკოტრების პირას მდგარი ცენტრ-პოინტი - ანუ ბოლოს სახლები ისევ არ დამთავრდება.
წარმატებები!
This post has been edited by ლლევ on 6 Oct 2010, 23:47