http://pirweli.com.ge/index.php?option=com...Itemid=99999999"ცენტრ პოინტ ჯგუფი" თბილისის მერიას საოფისე კორპუსების ყიდვას სთავაზობს
19:25 - 18.07.2010
კომპანია "ცენტრ პოინტ ჯგუფი" თბილისის მერიას საოფისე კორპუსების ყიდვას სთავაზობს.
ამის შესახებ "პირWელს" "ცენტრ პოინტ ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე კომპანია ფინანსური რეაბილიტაციის გეგმის შედგენაზე მუშაობს.
"მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად, მომხმარებლების მიმართ კომპანიას გარკვეული ვალდებულებები დაუგროვდა, რომელიც უნდა დაიფაროს. ამ მიზნით კომპანიის ფინანსური რეაბილიტაციის გეგმის შედგენაზე ვმუშაობთ და 30-მდე ობიექტის გასხვისებას ვგეგმავთ. მაგალითად, სააკაძის მოედანზე მდებარე საოფისე ფართებს დიდი სიამოვნებით მივყიდდით ქალაქის მერიას, პლეხანოვზე არსებულ კორპუსს თავდაცვის სამინისტროს და ასევე ყველა კერძო ფირმას", - განუცხადა "პირWელს" რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიის ფინანსური რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის სავარაუდოდ, ორ თვეში მზად იქნება.
"15-დან 30 სექტემბრამდე აღნიშნული გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება, რის შემდეგაც ყველა დაინტერესებულ პირს, კერძო თუ სახელმწიფო უწყებას სასურველი ობიექტების ყიდვა შეეძლება", - განმარტა რჩეულიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია "ცენტრ პოინტ ჯგუფი" ფინანსური რეაბილიტაციის ფარგლებში, მომხმარებელთა მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად აქციების 20%-ის გაყიდვასაც გეგმავს.
რჩეულიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, კომპანიის წილის ყიდვით ერთ-ერთი ებრაული ბანკია დაინტერესებული.
ცნობისთვის, კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფი" 1999 წელს დაარსდა და დღეისათვის ის ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიას წარმოადგენს.
"ცენტრ პოინტი ჯგუფის" აქტივშია 20 განხორციელებული და 50 მიმდინარე პროექტი. კომპანიაში 5000-მდე ადამიანია დასაქმებული.
---------
მოკლედ, 18 აგვისტოს სტატიის მიხედვით, კომპანია რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობს, რომელიც სექტემბერში გახდება ცნობილი (დავიჯეროთ).
საუბარია, რომ კომპანია გაყიდის თავისი აქციების 20%ს ებრაულ ბანკზე ან მიღებული ფულით დაასრულებენ სამუშაოებს. რავიცი რავიცი
Usaxlkaroდაგჭირდება
თუ არაფერი გამოვა
დავადგეთ და ვძუყნოთ
თითომ 1000 დოლარისა რომ წავუთაქოთ, თვითონაც ისწავლის ჭკუას და ჩვენც მოგვეშვება