მილები, ორმო, მასალები და ხელოსანი კი მივა 2000 ლარამდე!
შეიძლება მეტიც!
ჩვენ მარტო მილები ვიყიდეთ და სადღაც 500ლარი გამოვიდა, ამას დაუმატეთ აბაზანისათვის ცალკე გაყვანილობა და ესეც სადღაც 400 ლარი! დანარჩენი საკუთარი ძალებით! ცხაურად ძველი ჭიშკრები წავიდა!
ისე, სოფელში 900 ლარი კაი დიდი ფულია!
ახლა ერთ რჩევას მოგცემთ - ორმოზე მარტო ტუალეტი უნდა მიაერთოთ, აბაზანისათვის ცალკე ჯობია მილების გაყვანა და წყლით არ გაივსება!
ვაკე ადგილას ორმოს გაჭრას არ გირჩევთ - წვიმიან ამინდებში პრობლემებს შექმნის, ჯობია ოდნავი დაქანება მაინც ჰქონდეს მიწას! თუ არადა მაშინ ცისტერნის ჩაგდება სჯობს და ასანიზატორით გაწმინდავ!
ცხაურად შეიძლება ჯართის მიმღებ პუნქტებშიც რამის შეძენა, მერე მავთუბადეს ანუ სეტკას შემოაყოლებ, გვერდებზე ქვებისგან დრენაჟი!
და რომ დაამთავრებ ყოველივე ამას, შეიძლება "ფასიანი" გახადო!