აუუუუუუუუ სანამ ეს შევსებობანა დამთავრდება, დედა ეტირება ამ თემას

შევდივართ საიტზე:www.dvlottery.state.gov - საიტზე შესვლისას გვხვდება შესავსები
ბლანკი,ყველა ველს აქვს თავის ნომერი.მივყვეთ თანმიმდევრობით,რათა
გაგიადვილდეთ შევსების პროცესი აქვე სურათებსაც მოვათავსებ.
1.a. Last/Family Name-გვარი b. First Name-სახელი c. Middle Name-შეგიძლიათ
მიუთითოთ მამის სახელი შეცდომა არ იქნება,მაგრამ ამაზე ყველას სხვადასხვა
აზრი აქვს,ან ყველაზე უკეთესი მონიშნეთ გრაფა no middle name.
2. Birth Date - დაბადების თარიღი ,დღე თვე წელი .იმედია არ აგერევათ
3. Gender -სქესი ვირჩევთ სქესს
4. City Where You Were Born -დაბადების ქალაქი ან სოფელი
5. Country Where You Were Born - ქვეყნის სახელი სადაც თქვენ დაიბადეთ.
6. Country of Eligibility for the DV Program - ქვეყანა რომლის სახელითაც
აპირებთ განაცხადის გაკეთებას.ეს პუნქტი დატოვეთ ხელუხლებელი,ანუ
ავტომატურად აყენია პუნქტი yes ასევე დატოვეთ.ეს ნიშნავს რომ თქვენი
დაიბადების ქვეყანა და განმცხადებლის ქვეყანა ერთი და იგივეა.თუ თქვენ
დაიბადეთ ვთქვათ რუსეთში და ცხოვრობთ ეხლა სხვა ქვეყანაში და მისი
მოქალაქე ხართ,შესაბამისათ აკეთებთ ამ ქვეყნის სახელით განაცხადს,მაშინ
ამოირჩიეთ NO და ჩამოსაშლელი მენიუდან ამოირჩიეთ ქვეყანა.
7. Entrant Photograph - თქვენი ფოტოსურათი.შეგიძლიათ გადაამოწმოთ
თქვენი სურათი ამავე საიტზე შეესაბამება თუ არა
სტანდარტებს,გაითვალისწინეთ რომ ამ გვერდზე მოცემულია მაგალითებიც
და შეგიძლიათ ვიზუალურად ნახოთ რა არის მართებული და რა არა.სურათი
უნდა იყოს 600 x 600 პიქსელზე.ნებისმიერ ფოტოსტუდიაში შეგიძლიათ
უთხრათ ფოტოგრაფს რისთვისაც გინდათ სურათი და გაგიმზადებთ.
8. Mailing Address- საფოსტო მისამართი. ჩვეულებრივი საფოსტო მისამართი
არა ელ-ფოსტა. რომლის მეშვეობითაც თქვენ გამარჯვების შემთხვევაში
მოგივათ წერილი არაა აუცილებელი ეს თქვენი საცხოვრებელი ადგილი იყოს
უბრალოდ მისამართი სადაც გინდათ გამარჯვების შემთხვევაში მიიღოთ
წერილი 8a. in care of –წერილის მიმღების სახელი გვარი 8b. addres line 1-
მისამართი მაგალითად:rustavelis gamz 55 an gldani 77 m/r kor 77 b 77 ისე რომ
ქართველმა ფოსტალიონმა აღიქვას.ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე მქონდა
მითითებული მისამართი და უპრობლემოდ მომაგნეს 8c. addres line 2-ამ
გრაფას ვტოვებთ 8d.city/town -ქალაქი 8e. district/country/province/state-აქ
ვწერთ GE 8f.postal code/zip code – 0179 ესაა თბილისის სათაო ფოსტის კოდი
ვწერთ ამას თუ არ ვიცით ჩვენი უბნის კოდი.აქვე შეგიძლიათ ნახოთ
საქართველოს საფოსტო კოდები
http://georgianpost.ge/index.php?page=16&lang=geo 8g. country-ქვეყანა
9. Country Where You Live Today-ქვეყანა სადაც თვენ ამჟამად
ცხოვრობთ.ჩამოშალეთ მენიუ და ამოირჩიეთ.არ აგერიოთ მოქალაქეობაში
10. Phone Number-ტელეფონის ნომერი.სავალდებულო არ არის მაგრამ თუ
ჩაწერთ თბილისთვის იქნება ასე +995 32 XX-XX-XX
11. E-mail Address-თქვენი ელ ფოსტა .შეგიძლიათ არ მიუთითოთ
12. What is the highest level of education you have achieved, as of today?-თქვენი
განათლების დონე დღევანდელი მდგომარეობით 1.დაწყებითი განათლება
2.საშუალო სკოლა ატესტატის გარეშე 3.საშუალო სკოლა ატესტატით
4.პროფესიული განათლება 5.არასრული უმაღლესი განათლება
6.დიპლომირებული უმაღლესი განათლება 7.არასრული მაგისტრატურა
8.მაგისტრატურა 9.დოქტორი დაუმთავრებელი დისერტაცია 10.პროფესორი
13. What is your current marital status?-ოჯახური მდგომარეობა
1.დაუქორწინებელი 2.დაქორწინებული 3.გაყრილი (არა იურიდიულად)
4.ქვრივი 5.იურიდიულად გაყრილი
14. Number of Children - შვილების რაოდენობა.ვწერთ რამდენი შვილიც
გვყავს.თუ არ გვყავს ვწერთ 0
აქ პირველი გვერდი მთავრდება თუ არ მიუთითეთ რომ გყავთ მეუღლე და
ბავშვები.ძირს ვნახულობთ ღილაკვს Continue და გადავდივართ შემდეგ
გვერდზე სადაც გამოდის დამაჯამებელი ფანჯარა რათა შეამოწმოთ
ყველაფერი სწორად არის თუ არა შევსებული.თუ შეცდომას იპოვით
დააჭირეთ ღილაკს Go Backto Part 1 ან თუ გადაიფიქრეთ Cancel Aplication.და
თუ მზად ხართ ვაჭერთ ღილაკს Submit Aplication.
როდესაც რეგისტრაცია დასრულებულია გამოდის გვედი სადაც
დადასტურებულია რომ თქვენი განაცხადი მიღებულია,ამ გვერდზე თქვენ
იღებთ დადასტურების კოდს ამ კოდის მეშვეობით შემდეგი წლის 1-ლი
ივლისიდან შეგიძლიათ გადაამოწმოთ ამავე საიტზე თქვენი განაცხადი
მოგებულია თუ არა,თუმცა გამარჯვებულებს წერილები მაისის თვიდან
მისდით მაგრამ ეს წერილი შეილება დაიკარგოს,სწორედ აქ გამოგადგებათ ეს
კოდი რომ გაიგოთ მოიგეთ თუ არა.ეს გვერდი ძაან
მნიშვნელოვანია..ამობეჭდეთ ან ჩაიწერეთ ეს ნომერი ვინაიდან ეს კოდი
იკარგება როდესაც ამ გვერდს გამორთავთ.
თუ მიუთითეთ რომ გყავთ მეუღლე და შვილები ამ შემთხვევაში გამოდის
დამატებით კიდევ ერთი გვერდი
13. Spouse Name - მეუღლის გვარი სახელი 13d. Birth Date - მეუღლის
დაბადების დღე
13e. Gender - მეუღლის სქესი.იდეაში აქ ავტომატურად იქნება თქვენი სქესის
საწინააღმდეგო მონიშნული
13f. City Where Spouse Was Born - ქალაქი სადაც თქვენი მეუღლე დაიბადა.
13g. Country Where Spouse Was Born - ქვეყანა სადაც თქვენი მეუღლე დაიბადა
13h. Spouse Photograph - მეუღლის სურათი.იგივე ფორმატის როგორც 7-დე
პუნქტში.
ამით მეუღლეზე ინფორმაციის შეყვანა სრულდება.შემდეგ უნდა შევავსოთ
განაცხადი ბავშვებზე.იმის და მიხედვით რამდენი ბავშვიც ჩაწერეთ 14-ე
პუნქტში იმდენი გრაფა იქნება ჩამოთვლილი სათითაო ბავშვისთვის.
14. Child #1 Name - ბავშვის გვარი სახელი
14d. Birth Date - ბავშვის დაბადების დღე
14e. Gender -ბავშვის სქესი
14f. City Where Child Was Born - ქალაქი სადაც ბავშვი დაიბადა
14g. Country Where Child Was Born - ქვეყანა სადაც ბავშვი დაიბადა.
14h. Child Photograph - ბავშვის სურათი იგივე როგორც 7-დე პუნქტშია
აღწერილი
ამით რეგისტარია სრულდება. ვაჭერთ ღილაკს Submit Aplication,ვიწერთ
დასტურის კოდს და ვინახავთ.თქვენი მონაცემები დარეგისტრირებულია და
გისურვებთ გამარჯვებას !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!