
მათემატიკა:
1 ლარი დღეში =30 ლარს თვეში;
30ლარი თვეში = 360 ლარს წელიწადში;
ორი წლის განმავლობაში = 720 ლარს;
720 ლარი = 389 დოლარს.
389 დოლარად იყიდი ახალ კომპს თავისი კლავიატურით და მონიტორით celeron-ის პროცესორზე და გექნება იმისი შესაძლებლობა, ნორმალურ კომპზე ცოტა მეტი ხანი ელოდო ნებისმიერ სამუშაო პროცედურას რაც კომპზე შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, მაგრამ თამაშებზე არც უნდა იოცნებოს

ანუ გამოდის, რომ იგივე ღირებულების კომპიუტერი ჩვეულებრივი განვადბითაც შესაძლოა იყიდო. ერთი პლიუსი აქვს მხოლოდ, ორ წლიან განვადებაზე საკმაოდ დაბალი პროცენტი გამოდის.

3 ლარი დღეში = 90 ლარს თვეში;
90 ლარი თვეში = 1080 ლარს წელიწადში;
ორი წლის განმავლობაში = 2160 ლარს;
2160 ლარი = 1168 დოლარს.
1168 დოლარად შესაძლებელია იყიდო საკმაოდ მძლავრი კომპიუტერი, რომელიც ორი წლის შემდეგ იქნება საშუალო, ან საშუალოზე დაბალი შესაქძლებლობების.
...
ხოლო 1 ლარი დღეში ან 3 ლარი დღეში ფსიქოლოგიური მომენტია - ცოტა ჩანს არა?
* * *
პ.ს. მე ცოტა ვიწროდ ვცხოვრობ და თანაც ხან თბილისში ვარ ხან წავკისში, პროცესორის, მონიტორის და დანარჩენის ადგილი სახლში ნაღდად არ მაქვს არც დაშლის და ზევით-ქვევით ტარების თავი არა მაქვს, ამიტომაც ჩემთვის ვიყიდე asus eee pc 1201 N - პატარა ნეტბუკი საკმაოდ კარგი შესაძლებლობებით და ვიდეოაქსელერატორით, რომელსაც თამაშების დიდი ნაწილი მიაქვს საკმაოდ კარგად გრაფიკის საშუალო ან მაქსიმალური სეთინგებით (თამაშს გააჩნია). დასერჩეთ, ასეთი ნეტბუკი ჩემი აზრით კომპაქტურ ნეტბუკებს შორის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია და ღირს 400$...