ერთმა ძალიან კარგი გულის ადამიანმა დაარსა მოხალისეების ცენტრი თბილისში, რომელიც იბარებს ყველა იმ ნივთს ( ძირითადად ტანსაცმელს, ბავშვის სათამაშოებს) რასაც აღარ იყენებენ ოჯახში და შემდგომში ამ ნივთებს ურიგებენ რეგიონებში გაჭირვებულ ოჯახებს. გიზიარებთ ამ ცენტრის პოსტს:
ეს არის ჩვენი უფასო ტანსაცმელის "მაღაზია", ანუ მოხალისეების ცენტრი, საიდანაც ვეხმარებით ადამიანებს.
მოხალისეების მიერ შექმნილი სივრცე მდებარეობს საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩა #1-ის ეზოში. ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს, წმინდა ბარბარეს ეკლესიის უკან მხარეს, კორპუსების ეზოში. ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, "მოდული"-ს შენობასთან არის ჩამოსახვევი.
გაუზიარეთ მისამართი ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
სივრცე მუშაობს შაბათს და კვირას, დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე.
მოტანა შეიძლება ნებისმიერი ფორმის,ფერის და ზომის ტანსაცმელის, ფეხსაცმელის, წიგნების,სათამაშოების და ნებისმიერი საოჯახო ნივთის, რაც სახლში აღარ გჭირდებათ.
კვირის სხვა დღეებში, როცა სივრცე დაკეტილია, გთხოვთ, პარკებს ნუ დატოვებთ კართან ან ეზოში. ძაღლები გლეჯენ და ეზოში სათითაოდ ვეძებთ მერე ყველაფერს.
ვისაც ბევრი დრო გაქვთ, შეგიძლიათ გახდეთ მოხალისე, მოგვეხმაროთ და შეგიძლიათ მომწეროთ მესიჯი ნომერზე - 558181218. ზარების პასუხს ვერ ვასწრებ, გაუჩერებლად რეკავს სულ ტელეფონი
* * *
შაბათს და კვირას, ტანსაცმელის გარდა გაიცემა უფასო პური, მათთვის, ვინც ვერ ყიდულობს. არ მოგერიდოთ და მობრძანდით ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გჭირდებათ. პურიც და ტანსაცმელიც რა თქმა უნდა უფასოა.
https://www.facebook.com/share/p/VBkEx8FkP2UKnvPE/ This post has been edited by Infinitum on 8 Oct 2024, 15:27