ასეც გავიგე და მხოლოდ ინფორმაციად მივიღე
რაც შეეხება ჩემს შემოპასუხებას, შევეცდები სხვაფრად

ვთქვა
მიზეზად "მიჩვევის" სახელდებაში ვერ მოგყვები
შემოქმედებითი ჯგუფების უმრავლესობა ფილმის დუბლირებას ანუ სხვა ენაზე გახმოვანებას არ მიესალმება
ისინი ტიტრებს ემხრობიან
ნებისმიერი მასშტაბის ხელოვნება ფორმით მაინც კულტურულია, ეროვნულია, მშობლიურია
დუბლირებისას კი იგი დიდწილად იკარგება, უცხო ენისთვის შეუსაბამო ხდება
თუმცა, ჩვენს სინამდვილეში ტიტრებს სულ სხვა მიზეზთა გამო და სხვა მიზნით ამკვიდრებენ
ვერც ჩვენში ასე მომძლავრებულ ალტერნატიულ აზროვნებას მივყვები
ანუ ერთადერთის აუცილებლობას
ფერადი ვააარ

იყოს მშობლიურ ენაზე გახმოვანებულიც, ტიტრებიანიც და ორიგინალიც
მაგრამ ეს ხომ თავისუფალი არჩევანის პრეცედენტს შექმნის

(თანხები და ტელე–ბადე აქ მიზეზად არ გამოდგება)