dega
ეგრეა, მაგრამ დღეს 70%-ია, 5 წლის წინ 99% იყო, იმედს ვიტოვებ, რომ 5 წლის შემდეგ 10% იქნება, ან ნაკლები

lasha1997
თქვენი სრული უფლება გაქვთ, რომ ჩემი არ გჯეროდეთ. მე კი არანაირი მოტივაცია არ მაქვს, რომ გიმტკიცოთ, რომ არ ვიტყუები

Solveig
მადლობა კეთილი სურვილებისთვის

)))
იდეები ჩემს წარმატებულობა-წარუმატებლობაზე, ჩავთვალოთ, რომ საკუთარი გადმოსახედიდან გაკეთებული ჰიპოთეზებია, იმიტომ რომ სხვა არანაირი ბერკეტი არ გაქვს ჩემი პროფესიონალიზმის შესაფასებლად, გარდა საკუთარი ცუდი გამოცდილებისა ამ ქვეყანაში(რომელშიც, ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელშიც ხშირად ცუდად ვგრძნობ თავს, ხშირად ვხედავ უსამართლობას, არაპროფესიონალიზმს, ხშირად მიჩნდება სურვილი, რომ წავიდე სადმე უკეთეს ადგილას, მაგრამ ამის გარდა ვხედავ პროგრესს, არ მინდა ჩემი შვილი სხვა ქვეყანაში გაიზარდოს, მინდა, რომ ჩემი ინტელექტუალური რესურსი აქ დაიხარჯოს და განვითარდეს)
tevzebii
ვიცი ეგ ყველაფერი და არ მომწონს. და ბევრჯერ აღვნიშნე, რომ არ მომწონს. დემაგოგია მოწოდებაა, რომ გავიქცეთ, გავასწროთ. ჩემს ყველა პოსტში მინიმუმ ერთხელ გავიმეორე, რომ არ ვარ მე მიშას და ვანოს თაყვანისმცემელი და ხელისუფლების კრიტიკოსი უფრო ვარ, ვიდრე მომხრე. როგორც რიგითი მოქალაქე. ძალიან შორს ვარ იმ იდეისგან, რომ შვეიცარიაში ვცხოვრობთ. და ძალიან კარგად ვხედავ, რაც ხდება. თუმცა ისიც მახსოვს, რა ხდებოდა 5-10-15-20 წლის წინ. თქვენ თუ არ გახსოვთ, გადახედეთ უახლეს ისტორიას და იქნებ დაინახოთ კავშირი და კორელაცია საზოგადოების და ქვეყნის განვითარების დონეს შორის.
გადასახადებს რომ არ იხდიან სახელმწიფო სამსახურში მომუშავენი, ეგ სად ეწერა, გაფიცებ

ძალიან წარმატებულად ვიხდით ყველა გადასახადს და ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ არც მე, არც ჩემს ოჯახს არ მიგვიღწევია წარმატებისთვის სხვისი დაჩაგვრის ხარჯზე, არავისთვის არაფერი მოგვიტყუებია, არ დაგვირღვევია კანონი და არ გამოგვიყენებია ჩვენი მდგომარეობა ბოროტად. და ეს მიმაჩნია ქვეყნის მოქალაქის პირველ მოვალეობად საკუთარი ქვეყნის და შვილის მომავლის წინაშე.
ყველა თითო აგურს რომ დავდებთ და მიშას არ დავუწყებთ ხელებში ყურებას, როდის ჩაგვიდებს პირში ლუკმას, მაშინ წავალთ წინ

))
ვისაც წასვლა გინდათ, წადით, საითაც გაგიხარდეთ. მოწოდებებს და დროშის ფრიალს შეეშვით. ეს მინდოდა მეთქვა და ცოტა ვრცლად გამომივიდა