ურთიერთობის ფორმაა
ძალიან ბევრი მომენტი მოქმედებს მძღოლის ყურადღების გასაფანტავად; მობილურ ტელეფონზე საუბარი ერთ-ერთი მათგანია; ანუ, მე მგონი აკრძალულია ეს ქმედება, თუმცა რამოდენიმეჯერ მინახია მძღოლი მართვისას საუბრობდეს ტელეფონით, ანუ ერთI ხელი დაკავებული აქვს, გონება ნაწილობრივ სხვაგან აქვს როდესაც ესაუბრება სხვა პიროვნებას და ესეც განხდარა მიზეზი არასასურველი შემთხვევისა და რაღა თქმა უნდა,
ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ მართვა მანქანისა არის მაღალი რისკი; კი ბატონო, ზოგი პიროვნება გამოვა და იტყვის, მე როდესაც მთვრალი ვარ მშვენივრად დავატარებ მანქანასო, რაზეც მე მივუგებდი: კი, ბატონო, თქვენ გამონაკლისი ხართ, რადგან საქვეყნოდ ცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმელის გადამეტებული მოხმარება ანელებს რეაქციას, იწვევს სურვილის სწრაფი სიარულისა და ასე შემდეგ, რაც სავალალოა განსაკუთრებით მაშინ, თუკი გამოუცდელი მძღოლი მართავს მანქანას,
სიმართლე გითხრათ, დაბურული მინების შესახებ კანონი არ წამიკითხავს, ამიტომ, ერთი ხელის მოსმით არ მინდა რამე ვთქვა; ზოგადად თუ ვიტყვი, ზოგი კრიალა მინაში ვერ ხედავს და დაბურულში გაიხედავს?

:შუტკა:
პატივისცემით,
განდი.
This post has been edited by mahatma-gandhi on 22 Nov 2010, 20:27
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".