მოგესალმებით ფორუმის წევრებს.
მე გახლავართ სითი გეიმ კლუბის წარმომადგენელი და მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო თამაშში მონაწილეობა.
სითი გეიმ კლუბი ორგანიზებას უწევს ღამის თამაშებს სახელით "გაიცანი შენი ქალაქი"
დეტალური ინფორმაციისა და განვლილი თამაშების შესახებ იხილეთ ჩვენი ფეიჯი:
City Game Club on FBახალი წლისათვის იგეგმება თამაშების განახლება რომელშიც მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ თქვენგანს (საკუთარ გუნდთან ერთად, რომელიც 5 ადამიანისაგან უნდა შედგებოდეს).
ღამის თამაშები საკმაოდ საინტერესოა, საჭიროებს ფიზიკურ აქტივობას და ქალაქის (ასევე მისი ისტორიის) ცოდნას.
მიმდინარეობა ძალიან ხალისიანია და კონკურენცია ერთიორად ზრდის ადრენალინის მოზღვავებას

თუ თქვენ გაინტერესებთ სამომავლოდ ამ სახის აქტივობა გთხოვთ შეავსოთ კითხვარი -
Kitxvariხოლო კითხვები და სხვა დეტალები შეგიძლიათ აქვე დააზუსტოთ, მზად ვარ გიპასუხოთ.
პ.ს იმედია თემა სწორ განყოფილებაში გავხსენი.
სხვადასხვა თემების განხილვის შემდეგ აქტიური დასვენება მისწრებაა : )
საუკეთესო სურვილებით სითი გეიმ კლუბი