#23157841 · 27 Dec 2010, 01:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზოგადად ტანჯვით სიკვდილისთვის ყველა არსება შესაცოდია. ისე კი კარგი იქნება, თუკი უპატრონო ძაღლთა თავშესაფარს მაინც მოაწყობენ ამ ქალაქში, თორემ მომრავლდა უპატრონო საწყალი მშიერი ძაღლები, რომლებსაც სხვათა შორის მოვლა-პატრონობა მართლაც სჭირდებათ. მგონი, არც ერთი უბანი არაა დარჩენილი, სადაც ასეთი ძაღლები არ იყვნენ. ზოგი იმდენად საცოდავია, ალაგ-ალაგ ბალანი სცვივა, მშიერია, ზოგიც ბუნკერშია ჩამძვრალი, ზოგს ცოფი აქვს და რეალურად არის საშიშროება იმისა, რომ სხვაც დაკბინოს, რისი არაერთი ფაქტის მომსწრე ვართ.
კარგი იქნება, თუკი ერთი თავშესაფარი მაინც იქნება, სადაც მიხედავენ ამ ძაღლებს, საჭმელი მაინც ექნებათ და ელემენტარული პირობები, ქუჩაში სიცივეში მაინც არ იწანწალებენ. ბოლოსდაბოლოს არიან ადამიანები, რომლებსაც მართლაც უყვართ ძაღლები და მსურველებიც იქნებიან, ვინც რომელიმე ძაღლზე მოვლა-პატრონობას იკისრებს და იქნებ წაიყვანოს კიდეც თავისთან.
გარდა ამისა, ხალხო, სანაგვეებთან ხომ ზოგიერთი უპოვარი ადამიანიც ეძებს საჭმელს და ამ ყველაფერმა შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებაც ან უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილიც გამოიწვიოს. თუმცა ვინაა განმკითხავი?!
თუმცა უპატრონო ძაღლების გარდა უამრავი მიუსაფარი და უპატრონო ბავშვია, მოხუცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია ამ ქვეყანაზე და იქნებ ამაზეც ვინმე დაფიქრდეს?!
This post has been edited by nutsiko on 27 Dec 2010, 01:48
|