ამ კანონს ბევრი მინუსიც ააქვს და პლიუსიც.
პლიუსი ისაა,რომ ვინც არ ეწევა ის არ შეწუხდება სიგარეტის ბოლისა და სუნისაგან...და მისი ჯანმრთელობა უფრო დაცული იქნება

მინუსი კი-ის არის რომ,შენ მწეველ მეგობრებთან ვერ დაჯდები...
არის საშუალება იმისი რომ მწეველმა თავი უნდა შეიკავოს და არამწეველთა დარბაზში დაჯდეს. და თუ მოუნდება გავიდეს და საპირფარეშოში მოწიოს...
როგორც ვიცი ის უფრო ცუდია,რომ სხვა ეწევა და მის გამონაბოლქვს ისუნთქებ შენ ვიდრე თავად რომ ეწევი :|
(მე არ ვეწევი...არც გამისინჯავს) ჩემის აზრით კარგი იქნება თუ საზოგადოებრივ ადგილებშიც აიკრძალება მოწევა... მაგ:სატრანსპორტო საშუალებებში.
ვერ ვუჭერ მუღამს რატომ უნდა მოვწიო? თუ თავის მოკვლა მინდა სხვანაირად მოვიკლავ რაღა ვიწამო? ზოგი ვინც ეწევა ალბათ ისაა ამის მიზეზი,რომ ბევრ მწეველ ადამიანს ხედავს და ასე რომ ვთქვათ უმრავლესობის ზეწოლით თვითონაც იწყებს... ზოგი მარიაჟობს.. მაგალითად ჩემი კლასელები.... ზოგი მიზეზს ნერვიულობით ხსნის.. მაგრამ სიგარეტს ჯობია საღეჭი რეზინი ღეჭო ან რამე ისეთი რაც დაგაწყნარებს.. (სიგარეტის გარდა)
ეს ჩემი აზრია და არაფერი სხვა!