ჩემს მეგობარმა მოიგო, მე შევუვსე, დღეს დავურეკე და გავახარე...
თუ მოიგეთ ეს უნდა გააკეთოდ:
http://www.airlines.ge/1/viza/greencard.html ანუ ანკეტა შევსებულია, აუცილებლად ეს მწვანე კოდი და ნომრები ამობეჭდეთ და მონიშნეთ და CTRL+C დააკოპირეთ და გაგზავნეთ CTRL+V თქვენს ემაილზე და იქაც დამატებით შეინახეთ, თუ თქვენ ეს არ შეინახეთ, ვერ გაიგებთ მოიგეთ თუ არა გრინ კარტის გათამაშება, იმიტომ რომ "პირველი საბუთების პაკეტი აღარ მოვა თქვენთან", ანუ შემდეგ წელს 2 მაისის მერე თქვენ ამ კოდით შეამოწმებთ მოიგეთ თუ არა ამ ვებ გვერდზე:
http://www.dvlottery.state.gov/ESC/ ანკეტას როცა შეავსებთ ეს კოდი შეინახეთ ბევრ ადგილას, ბევრჯერ ამოწერეთ ეს ფურცელზე, არ დაკარგოთ ეგ კოდი (Confirmation Number: ასეთი ტიპის არის: 201221O3XPINBOLG), რაც არის მწვანე ფრად, საჭიროა, იმიტომ რომ აღარ მოდის შეტყობინების წერილი, რომ თქვენ მოიგეთ გრინ კარტის გათამაშება, შენ თვითონ უნდა გაიგო აქედან:
http://www.dvlottery.state.gov/ESC/ შენ შეავსე ანკეტან და მეტი იმ წელს აღარ შეავსო, შენ ავსებ ანკეტას წელიწადში ერთხელ, შემოდგომის პერიოდში, შევსება უფასოა.
ახლა ამ ანკეტას ავსებს შენი ცოლი, ჩაწერს ჯერ თავის მონაცემებს, მეორე გვერდზე ჩაწერს შენს მონაცემებს და მერე შვილების.
ანუ თქვენ ვისაც მეორე ნახევარი ჰყავთ და გაქვს ქორწინების მოწმობა გაქვს ორმაგი შანსი მოიგოთ გრინ კარტი, იმიტომ რომ ჯერ ავსებს ქმარი თავის მონაცემებს + ჩასვამს ანკეტაში თავის ცოლს და შვილებს და მერე თავიდან ავსებს ცოლი და ანკეტაში ჩასვამს ქმარს და შვილებს, ანუ თქვენ გექნებათ ორი ეს მონაცემი:
Entrant Name: Kapanadze, Zura
Confirmation Number: 201221O3XPINBOLG
Year of Birth: 1975
და
Entrant Name: Kapanadze, Irina
Confirmation Number: 201221O3XPINBZIU
Year of Birth: 1977
ამ ორ მონაცემებს ამოწმებ შემდეგი წლის 2 მაისის მერე ამ გვერდზე, მოიგე თუ არა:
http://www.dvlottery.state.gov/ESC/ თუ ქმარმა მოიგო მაშინ ცოლი და შვილებიც მიდიან ამერიკაში, თუ ცოლმა მოიგო მაშინ ქმარიც და შვილებიც მიდიან ამერიკაში.
თქვენი ოჯახის სურათები და ინფორმაცია შეინახეთ კომპიუტერში და ყოველ წელს შეავსეთ მერე, იგივე სურათები გამოდგება და თქვენი ინფორმაცია იქნება კიდევ იგივე: გვარი, სახელი, დაბ. წელი, ქალაქი, მისამართი, ტელეფონი, დიპლომი, ოჯახური სტატუსი და ასე შემდეგ, ვორდის ფაილში შეინახეთ, სურათებიც შეინახეთ საქაღალდეში და ყოველ წელს შეავსეთ ეს მონაცემები ამ საიტზე:
http://www.dvlottery.state.gov/ESC/ სიტყვაზე შეამოწმე შენი კონფირმატიონ ნომერი და მოიგე, მაშინ უნდა მიხვიდე: თბილისი, ლესელიძის ქუჩა 4–ში იქ არის ქალბატონი ნანა, რომელიც კარგად შეგივსებს საბუთებს ამერიკაში გასაგზავნათ, ქალბატონი ნანა ჯაფარიძე–ს ტელეფონია: 893-152152, ლესელიძეზე თუ არ იყო, საღამოს შეგიძლიათ ნახოთ სახლში და ანკეტებს შეგივსებთ: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, 6 კვარტალი, კორპუსი 28. ბინა 54, ელ. ფოსტა: nana.office[ემაილის ნიშანი]mail.ru
ელ. ფოსტაში ამ ნიშანის – [ემაილის ნიშანი] მაგივრად ჩაწერეთ ეს – @
ნანა შეგივსებთ ანკეტებს – მიცემთ მას 40 ლარს, და ამ საბუთებს გაგზავნით FEDEX–ით ამერიკაში ამ მისამართზე:
გაგზავნით ამ საბუთებს და თქვენს ორ–ორ სურათებს (5–5ზე სანტიმეტრი, ფოტოს ტიპი უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ზემოთ) ფედექსით –
http://fedex.com/ge/contact/ , ფედექსი არის ამ მისამართზე: თბილისი, ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზირი 39, ეს არის შერატონ მეტეხი–ს წინ, ტელეფონი: (+995 32) 74-86-44, 74-82-40, 74-89-40, ფედექსში გადაიხდით 100 ლარამდე (ახლა იტყვი სად მაქვს მაგის 100 ლარი, თუ არ გაქვს მაგის 100 ლარი, რას მიდიხარ ამერიკაში დაეტიე საქართველოში), მოგცემენ ტრეკინგ კოდს და ამ კოდით შეამოწმებთ მივიდა თუ არა თქვენი საბუთები და ფოტოები ადგილზე, ტრეკინგ კოდი შეიყვანეთ აქ:
http://www.fedex.com/Tracking?cntry_code=ge როცა ჩავა საბუთები ადგილზე, მერე უნდა ელოდო, როცა მოგწერენ წერილს და იქ იქნება მითითებული როდის გექნება ინტერვიუ ამერიკის საკონსულოში თბილისში –
http://georgian.georgia.usembassy.gov/dv.geo.html მისამართი: თბილისი, ბალანჩინის 11, ტელ. 277724,
http://www.facebook.com/tbilisi.usembassy გასაუბრება–ინტერვიუ შეიძლება იყოს მოგებიდან 4–10 თვეში, თქვენ გაქვთ მინიჭებული ნომერი, ნომერი არის ასეტი ტიპის: 2011EU00014434, ანუ 2011 არის წელი, რომელ წელსაც თქვე უნდა ჩახვიდეთ ამერიკაში, ანუ DV-2011–ის გათამაშება, ანუ ამის მონაცემები თქვენ შეავსეთ 2009 წელს, 2010–ში თქვენ გაიგეთ, რომ მოიგეთ და 2011–ში მიდიხართ ამერიკაშ, მერე მიდის EU, ანუ ეს EU არის კონტიკენეტი ანუ – ევროპა, ჩვენ მივეკუთნებით ევროპას, მერე მიდის შენი ნომერი: 00014434, ანუ 14434, იმისათვის რომ არ ელოდო მეორე წერილის მოსვლას ან შეიძლება ეგ საერთოდ არ მოვა და გაიგო რომელ თვეს გაქვს გასაუბრება უნდა შეხვიდე ხოლმე ამ საიტზე:
http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html – ეს არის ვიზა ბულეტენის საიტი (Visa Bulletin) - ძებნა გუგლში, ნახეთ ეს ბმული
ან ამ ვებ საიტზე:
http://www.greencard.by/ , ვიზა ბულეტენის საიტზე:
http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html ყოველ თვე ქვეყნდება ნომრები და ამ ნომრების მიხედვით მიხვდები როდის გაქვს გასაუბრება, მაგალითად შედიხარ აქ: This month's visa bulletin: January 2011,
http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_5212.html ამ გვერდზე თქვენ ნახავთ ამ ინფორმაციას:
For January, immigrant numbers in the DV category are available to qualified DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers BELOW the specified allocation cut-off number:
Region All DV Chargeability Areas Except Those Listed Separately
AFRICA 20,900 Except: Egypt 16,000
Ethiopia 13,200
Nigeria 12,100
ASIA 13,300
EUROPE 15,400
NORTH AMERICA (BAHAMAS) 6
OCEANIA 775
SOUTH AMERICA, and the CARIBBEAN 900
For February (თებერვალი), immigrant numbers in the DV category are available to qualified DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers BELOW the specified allocation cut-off number:
Region All DV Chargeability Areas Except Those Listed Separately
AFRICA 26,100 Except: Egypt 20,200
Ethiopia 15,000
Nigeria 12,100
ASIA 14,850
EUROPE 17,600 ევროპის ნომერი
NORTH AMERICA (BAHAMAS) 7
OCEANIA 810
SOUTH AMERICA, and the CARIBBEAN 900
ანუ მიხვდებით რომ 2011 წლის თებერვალში გასაუბრებაზე გადიან (დააკვირთიდ ზემოთ წითელ მონაცემებს) ისინი ვისაც აქვს მოგებული DV-2011 და ვისაც აქვს 2011EU00015400 დან 2011EU00017600–მდე, ანუ ნომრები 15400–დან 17600–მდე, და თქვენ გახვალთ ინტერვიუზე ამერიკის საკონსულოში თბილისში 2011 წლის თებერვალში, თუ თქვენი ნომერი მეტია, მაშინ დაელოდეთ როცა გამოქვეყნდება თქვენი ნომრების დიპაზონი. აქ არის წინა წლების კოფირმატიონ (კონფირმეიშენ) ნომრების მოძრაობა, იხილეთ ეს ბმული
როგორ უნდა გავიგოთ რომელ დღეს გიწევს გასაუბრება საკონსულოში, თქვენ უნდა მიწეროთ ემაილიდან ამ ემაილზე: kccdv@state.gov ასეთი ტექსი თქვენი მონაცემებით (სადაც მონიშნულია წითლად, თქვენ უნდა შეავსოთ თქვენი მონაცემებით, კოდი, გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი):
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წერილის სათაურში–Subject: Case number date interview
წერილის ტექსტი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Dear Sir/Madam,
I am a green card lottery winner.
I don’t know date of my interview. Please send me date of the interview in US Consulate in Tbilisi on this e-mail.
My confirmation number is: 201XEU000XXXXX
My family name is: Kapanadze
My first name is: Giorgi
My date of birth is: June 25, 1985
My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)
Thank you.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ან კითხავთ რა ხთება თქვენს საქმესთან დაკავშირებით:
წერილი ასეთია:
წერილის სათაურში–Subject: status of my case
წერილის ტექსტი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Dear Sir/Madam,
I am a green card lottery winner.
Please inform me about status of my case.
My confirmation number is: 201XEU000XXXXX
My family name is: Kapanadze
My first name is: Giorgi
My date of birth is: June 25, 1985
My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)
Thank you.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოგწერენ თქვენ პასუხს 2–3 დღეში, რომელ დღეს გიწევთ გასაუბრება მერე დარეკავთ ამერიკის საკონსულოში (საიმიგრაციო განყოფილებაში) თბილისში ამ ნომერზე 277724 და კითხავთ, რომელ საათზე უნდა მიხვიდეთ იქ, ეტყვით სახელს და გვარს. ინტერვიუს გადადებაზეც უნდა მიწეროთ კენტუკის ცენტრს ამ ემაილზე: kccdv@state.gov , ყველა მაგდაგვარ საკითხებზეც, ემაილში აუცილებლად მიუთითედ თქვენი კონფირმატიონ ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი და მერე შეგიძლიათ მიწეროთ დანარჩენი, თორემ ისე არც განიხილავენ. კენტუკი თუ გამოგიგზავნით პასუხს – ამობეჭდეთ და მიიტანეთ გასაუბრებაზე ამერიკის საკონსულოში.
იბადება კითხვები, აუ იქნებ არ გამიშვან ან ვიზა არ მომცენ, ვიზას მოგცემენ თუ შენ საბუთები წესრიგში გაქვს, თუ შენ (ვინც მოიგო) მინიმუმ გაქვს 11 კლასის განათლება და მისი ატესტატი, თუ დიპლომი გაქვს მით უკეთესი. თუ ყველაფერი რიგზეა გაგიშვებენ, ისე არ გიშვებენ, ჩვენს საკონსულოში როცა გადიხარ სხვა ვიზის მისაღებათ შენ არ გიშვებენ ანუ ვინც მიმართავს 95% საქართველოს მოქალაქეს სხვა ვიზას არ აძლევენ და მაგალითად მოსკოვში 95% რუსეთის მოქალაქეს ვისაც ამერიკის ვიზა უნდა იმათ აძლევენ, ხოდა ამერიკას რომ კითხო მათვის რუსეთი მტერია და საქართველო მეგობარია, აქედანაც ჩანს რომ ჩვენ ამერიკას 100 წელი არ ვჭირდებით, მაგრამ გრინ კარტას თუ იგებ შენ შეგიძლია ამერიკაში წახვიდე და მაგის ვიზას მოგცემენ, ანუ მოგცემენ საიმიგრაციო ვიზას. არის სხვა მეთოდებიც ამერიკაში წასვლის, ზოგი საუბრობს რომ ზოგი 50.000 დოლარსაც იხდის ოღონდ ამერიკაში მოხდეს, შეიძლება ამ ადამიანს ჰყავდეს დედა ან მამა რუსეთში და მათ ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა, ან რუსეთში ჰქონდეს დამთავრებული უმაღლესი განათლება 2002 წლის მერე, მაშინ ამ ადამიანს შეუძლია მარტივად თბილისში მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა, მერე ჩავიდეს მოსკოვში გააკეთოს მარტივად შიდა რუსული პასპორტი და მერე მარტივად აიღოს ამერიკის საკონსულოში მოსკოვში ამერიკული ვიზა, იმიტომ რომ 95% რუსეთის მოქალაქეს ამერიკის ვიზა აძლევენ და არანაირი 50.000 დოლარი არ დაჯდება ამერიკაში წასვლა.
ან შეიძლება თქვენ ჰყავდეს წინაპარი ეროვნებით ბელორუსი და მიიღოთ ბელორუსიის მოქალაქეობა ან მიიღოთ მარტივად ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეობა, სიტყვაზე მიიღეთ მარტივად ბელორუსიის, ყაზახეთის ან ყირგიზეთის მოქალაქეობა შემდგომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობა რუსეთში და ამის მერე მიიღოთ მოსკოვში ამერიკის ვიზა და წახვიდეთ ამერიკაში.
შეიძლება თქვე ჰყავთ ბებია ან ბაბუა ან მამა ან დედა ან ძმა ან დაიკო ან შვილი ან შვილიშვილი, რომელიც ცხოვრობდა ან დაიბადა უკრაინაში 24 აგვისტოს 1991 წლამდე – მაშინ თქვენ მარტივად მიიღებთ უკრაინის მოქალაქეობას და მიმართავთ ამერიკის საკონსულოს კიევში და წახვალთ ამერიკაში, თუ არ გაქვს ბებიის ან ბაბუის დაბადების მოწმობა ან სხვა საბუთი, რომელიც ამტკიცებს რომ ეს არის შენი ბაბუა ან ბებია ან ახლო ნათესავი და ის დაიბადა უკრაინაში, შეგიძლია გამოითხოვო უკრაინიდან ან სხვა ქვეყნიდან თბილისში, ეს ამერიკა მარტო საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს ტურისტულ და სასტუმრო ვიზებს – ჩვენი მეგობრები არიან ვითომ, მაგრამ გრინ კარტის–საიმიგრაციო ვიზებს იძლევიან.
მოკლედ გრინ კარტაზე გასაუბრებაზე უნდა მიიტანოთ შემდეგი საბუთები (ყველა საბუთი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ასევე ამ საბუთის ბეჭდებიც, სახელი და გვარი უნდა ემთხვევოდეს პასპორტში მითითებულ სახელ და გვარს და უნდა იყოს ქართული ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თარგმანი), საჭიროა ყველასი ვინც გადის გასაუბრებაზე მისი:
1. პირადობის მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
2. ახალი ბიომეტრიული პასპორტები, მოქმედი ვადით + 2 წელი მინიმუმ + მისი ქსეროასლი ასლი
3. დაბადების მოწმობები + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
4. ქორწინების მოწმობა – თუ ცოლი ჰყავს, თუ გაშორდი – განქორწინების მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
5. ბიჭისთვის სამხედრო ბილეთი ან ცნობა რომ სამხედრო ვალდებული არ ხარ (18 წლის ზემოთ) + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
6. ვინც მოიგო – იმის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი, ან ორივე – ჯობია + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
7. ნასამართლეობის ცნობა 2–3 კვირის ცნობა, აიღეთ თბილისში, ქავთარაძის 5–ში, შსს–ში (16 წლის ზემოთ), ასევე ეს ცნობა იმ ქვეყნიდან სადაც ცხოვრობდით 6–ზე თვეზე მეტი 16 წლის შემდეგ, აიღეთ ამ ქვეყნების საელჩოებში + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
8. საჭიროა ასევე ჰქონდეთ ცნობა რომ თქვენ გაქვთ უძრავი ან მოძრავი–ავტომობილი ქონება, სასურველია დადოთ ბანკში 3.000 ან 4.000 დოლარი და აიღოთ ბანკის ცნობა, რომ თქვენ გიდევთ ეს თანხა საბანკო ანგარიშზე, ვიზას როცა მიიღებთ მერე ეს თანხა მოხსენით, იმ ცნობაში მიუთითონ შენი სახელი, გვარი და შენი პირადი ნომერი, ასევე შეგიძლია, ვისთანაც მიდიხარ ამერიკაში იმას გამოაგზავნინო ეს შევსებული ანკეტა – Affidavit of Support, ან იქ სამსახური თუ გელოდებათ ეს გამოგიგზავნონ – Job Offer, სასურველია საბანკო ანგარიშზე თანხა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომ შენს სახელზეა ბინა ან ურავი ან მოძრავი ქონება + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
ამ საბუთების ჩამონათვალი ნახეთ ამ ვებ გვერდზე:
http://www.greencard.by/lottery/interview/ 8. წერილი (რომელშიც წერია რომ გიბარებენ გასაუბრებაზე) კენტუკის ცენტრიდან.
სანამ თქვენ გახვალთ გასაუბრებაზე თქვენ უნდა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება, ყველა ვინც გადის გასაუბრებაზე და იღებს საიმიგრაციო ვიზას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას თბილისში, არაყიშვილის 2–ში, კლინიკა ციტო, დარეკეთ ამ ნომერზე ტელ. 251948 და დაგიბარებენ, 2 საათი შემოწმება არის, იმედია არ გაქვს შიდში, ტუბერკულოზი და სიფილისი. ამ სამედიცინო შემოწმების რეზულტატები წავა პირდაპირ ამერიკის საკონსულოში თბილისში. შემოწმება მგონი ჯდება 150–200 დოლარი თითო ადამიანის.
როცა გექნება ყველა საბუთი წესრიგში დარეკე ამერიკის საკონსულოში ამ ნომერზე (2–4 დღით ადრე): 277724 , უთხარით თქვენი სახელი და გვარი და დაგიბარებენ გასაუბრებამდე და მიუტანეთ ყველა საჭირო საბუთი, ასევე აუცილებელია თქვენ ჰქონდეთ იმ პიროვნების (გრინ კარტის ან ამერიკის მოქალაქის) ვისთანაც თქვენ ჩადიხართ ამერიკაში იმის ზუსტი: სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი. ეს ყველაფერი დაუტოვეთ საკონსულოში და მერე დანიშნულ დღეს მიდით ვიზის თანხით (830 დოლარი) ინტერვიუზე საკონსულოში (ანუ საბუთები მანამდეც შეგიძლიათ დაუტოვოთ ამერიკის საკონსულოს – გასაუბრებამდე), ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში იმის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი აუცილებელია.
როცა გახვალ საკონსულოში გასაუბრებაზე შენ უნდა გადაიხადო თითო ადამიანის 820–850 დოლარი ვიზის თანხის, გახვალ გასაუბრებაზე არ ინერვიულო იმიტომ რომ ვიზის მიღების შანსია 99,9999% პროცენტი მიიტან შენს საბუთებს + ორიგინალებს, მერე დადებ იქვე ხელაწეული ფიცს, რომ ამერიკის პატრიოტი იქნები და საბუთებიც სწორია და რთულ დღეს გვერდში დაუდგები და გეტყვიან რომ გამოგიგზავნიან პასპორტს სახლის მისამართზე თავის 6 თვიან ვიზით, აუცილებლად უნდა უთხრა თენქ იოუ, ანუ ინგლისურად მადლობა. ისე ინგლისურის ცოდნა არ არის აუცილებელი, მაგრამ მაინც ცოტა იმეცადინეთ – ელემენტარული
მოგივათ მერე პასპორტები ამერიკული ვიზებით სახლში, მერე საღამოს დაურეკე ნათესავებს დაუძახე მეზობლებს ასევე დამირეკე მეც და ავღნიშნოთ შენი გამგზავრება ამერიკაში, იყიდე მერე ავიაბილეთი და წადით (ავია ბილეთი იაფად შეგიძლია იყიდო აქ: www.airlines.ge ), მგონი იქ რაღაცას გაგატანენ და იმას მიიტანთ იქ ამერიკაში იმათ საპასპორტოში და 2–4 კვირაში მოგცემენ ამ გრინ კარტებს, ამ გრინ კარტებით თქვენ შეგიძლიათ იაროთ ამერიკაში უვიზოთ, იყოთ იქ რამდენი ხანიც გინდათ, იმუშაოთ, აიღოთ დაბალ პროცენტიანი კრედიტი, უფასო სამედიცინო დაზღვევა, მინიმუმ ამერიკაში უნდა იყოთ 6 თვე ერთი წლის განმავლობაში, რომ გრინ კარტა არ გაუქმდეს, 5 წელი როცა იცხოვრებ ასე ამ გრინ კარტით მერე შეგიძლია გახდე ამერიკის მოქალაქე, ანუ აიღო ამერიკის მოქალაქეობა.
მე მგონი არაფერი არ გამომჩა, მგონი ყველანაირად აგიღწერეთ, რა და როგორ უნდა გააკეთოდ.
გისურვებთ წარმატებებს
დამატებითი ინფორმაცია:
1. თუ ხარ ნარკომანი ან გაქვს ტუბერკულიოზი, სიფილისი და პსიქიურად ვერ ხარ – არ გაგიშვებენ ამერიკაში.
2. ანკეტები ჯობია შეავსებინო მაგ საქმის პროფესიონალს, ქალბატონ ნანა–ს, შენ რამე შეგეშლება ანკეტაში და კარგად იყავი ამერიკა.
3. საკონსულოში ფიცს გადებინებენ – რომ რაც ანკეტებშია, ყველაფერი არის სიმართლე.
4. თუ შენ მოიგე და შენთან ერთად ცოლმა, და ცოლს არ უნდა წამოსვლა, გადი გასაუბრებაზე მარტო შენ.
5. თუ გაქვს მძიმე დანაშაული ჩადენილი – მაგ. მკვლელობა, ყაჩაღობა და ასე შემდეგ, 15 წელი არ გაგიშვებენ ამერიკაში ამ ვიზით. 15 წელი უნდა გავიდეს, არ ვიცი ეს თუ ჩანს ნასამართლეობის ცნობაში – ეს ინფორმაცია, მაგდენი არ ვიცი.
6. თუ ხარ ნამყოფი რომელიმე ქვეყანაში 6 თვეზე მეტი – უნდა მიუტანო იმ ქვეყნიდან ნასამართლეობის ცნობა, მიდი ამ ქვეყნი საკონსულოში და მოგცემს მაგის ცნობას.
7. ნასამართლეობის ცნობას იღებ ქავთარაძის 5–ში, 1 კვირაში მოგცემენ უფასოდ, ვადა აქვს 2 კვირა, გასაუბრებამდე აიღე 3 კვირით ადრე.
8. ფინანსური მხარდაჭერა უნდა ჰქოდეს – დადე ერთი 2–5 ათასი დოლარი ბანკში და აიღე ცნობა.
9. უნდა ჰქონდეს სამხედრო ბილეთი ან მაგვარი საბუთი.
10. უნდა ჰქონდეს სკოლის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი.
11. დაბადების მოწმობა თუ გაქვს ძველი აიღე ახალი – მიდი სამოქალაქო რეესტრში "ჩვენს საპასპორტოში" და აიღე ახალი დაბადების მოწმობა 3 ლარად (თუ ხარ საქართველოში დაბადებული).
12. მიუტანე ასევე შენი მიმოწერა კენტუკის ცენტრთან.
13. საკონსულოში აგიღებენ თითების ანაბეჭდებს და შეგამოწმებენ – დააშავე თუ არა რამე ამერიკაში.
14. ამერიკის მოქალაქე შეგიძლია გახდე თუ ჩაეწერები მათ ჯარში, თუ წახვალ 6 თვე ამერიკის ჯარში.
15. 5 წელიწადში აიღებ – ამერიკის მოქალაქოეობას, 6 თვეში თუ ამერიკის ჯარში წახვალ.
16. წელიდადში 6 თვე მაინც უნდა გაჩერდე ამერიკაში ყოველ წელს გრინ კარტით.
17. არ გაბედოთ ფიქტიური ქორწინების გაკეთება ვინმესთან, იმის გამო რომ ვინმე ამერიკაში გაიყოლოთ, დაკარგავ ფულს და ამერიკას ვერ ნახავ სიზმარშიც ვერასდროს.
18. როცა შენ შეავსე ანკეტა გრინ–კარტაზე (და მაგ მომენტში არ ჰყავდა ცოლი/ქმარი), მერე მოიგე გრინ კარტის გათამაშება და მერე მოიყვანე/გაყევი ცოლი/ქმარი, მაინც ჯობია რომ გახვიდე მარტო, ანუ ცოლი/ქმარი არ გაიყოლო გასაუბრებაზე, ვერც ერთი ვერ მიიღებთ გრინ კარტს, ჯობია აიღო შენ გრინ კარტი და მერე წაიყვანო ცოლი/ქმარი.
19. გასაუბრებაზე გადით ცოტა მოწესრიგებული, ნორმალურად ჩაცმული.
20. გასაუბრებამდე სასურველია მიხვიდე და გადაიღო რენტგენი ფილტვებზე და შეამოწმო შენი თავი გაქვს თუ არა ტუბერკულიოზი ან რამე ჩხირი, ასევე შეამოწმე შენი თავი სიფილისზე, ტუბერკულიოზე, კეთრი და შიდსზე, ჯობია იცოდე მანამდე სანამ გახვალ გასაუბრებაზე და გადაიხდი იქ – 830 დოლარს და მანამდე კიდევ 200 დოლარს სამედიცინოს ფულს.
21. როგორც შეავსე ანკეტა და ვინც იყო იქ ჩაწერილი ისე გადით, არავინ დაამატოდ ახალი წევრი არც ცოლი/ქმარი.
22. უნდა იცოდეთ იმის სახელი, გვარი, ზუსტი მისამარტი, ტელეფონი, ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში (ამერიკის მოქალაქე ან გრინ კარგის მფლობელი).
23. უვიზოდ ივლი ამერიკაში და კანადაში, ევროპაში გრინ კარტით ვერ ივლი უვიზოთ, შენგენის ვიზა გინდა.
24. ამერიკული პასპორტით ყველგან ივლი ევროპაშიც უვიზოთ.
25. როცა გაქვს გრინ კარტი შეგიძლია წაიყვანო ამერიკაში – ცოლი/ქმარი.
26. როცა გახდები ამერიკის მოქალაქე შეგიძლია ამერიკაში წაიყვანო – ძმა, დაიკო, მამა, დედა და მგონი პატარა შვილებიც.
27. ამერიკის მოქალაქეობას როცა აიღებ და გექნება ამერიკული პასპორტი – სხვა ქვეყნის პასპორტი არ უნდა გამოიყენო ამერიკის ტერიტორიაზე, ორმაგ მოქალაქეობას ამერიკა არ გიშლის.
28. აუცილებლად უნდა გადაიხადო იქ ნალოგები–გადასახადები გრინ კარტიც რომ ჰქონდეს.
29. ერიდეთ ღამე იქ ბოდიალს ქუჩაში და შარს პოლიციასთან და არაფერი დაარღვიოთ, არაფერი მოწიოთ, არ დაბოლდეთ, არ გაიკეთოდ, არ ილოთაო, თორემ გამოგაგდებენ ამერიკიდან.
30. არ გაყვე ვინმე ნაშებს, არ დააჭერინო თავი პოლიციას – მაგას ყველაფერს უყურებენ.
31. თუ გადახვალ სხვა ადგილზე საცხოვრებლად – აცნობე ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს.
32. ნუ იბლატავებ იქ და ნუ დაიწყებ იქ ძველბიჭობას, წყნარად იყავი – თორემ გაგადებენ ამერიკიდან, არავინ არ გაბლატავებს იქ.
33. შეგიძლია იქ ამერიკაში იარო უფასო ინგლისური ენების კურსებზე.
34. შეგიძლია იქ ამერიკაში აიყვანო ადვოკატი, ის დაგეხმარება იურიდიულ საკითხებში.
35. შეგიძლია გააკეთო ამერიკაში უფასო სამედიცინო დაზღვევა, დაზღვევა თუ არ გაქვს ცუდია მაგარი.
36. შეგიძლია იმუშაო კანადაშიც.
37. ამერიკაში როცა გაიქაჩები და გახდები მდიდარი – არ დაგავიწყდეს რომ შენ ხარ იქ ჩასული ღარიბი და ღატაკი ქვეყნიდან და შენი ვალია დაეხმარო შენს ახლობლებს, რომლებიც არიან ოკეანის მეორე მხარეს, დაეხმარე მათ თანხით და იმით, თუ ვინმე მოიგებს გრინ კარტას შეიფარე დროებით შენ და ნუ გახდები იქ ძუნწი და ღორი და გონება დაბნელებული, გახსოვდეს შენიანები, შენი ხალხი და შენი ქვეყანა, თორემ ბევრმა იცით წახვალ და დაიკიდებთ ყველაფერს და ყველას – ნუ დახამდები.
38. იცოდე ამერიკაში როცა ჩახვალ პირველად გაგიჭირდება – მერე აღარა, არ ჰქონდეს იქ ვინმეს იმედი, იქ არავინ არ დაგეხმარება, არც ახლო ნათესავი და არც ბავშობის ძმაკაცი, ელოდე გვერდში ამოდგომას იმისგან ვისგანაც უფრო არ ელოდები.
39. ნუ დაიჭერ საქმეს გზააბნეულ ხალხთან იქ.
40. გახსოვდეს შენი მამული, ენა და სარწმუნოება–მართლმადიდებლობა, გაგიჭირდება იქ – ილოცე.
41. გასაუბრების შემდგომ, თქვენ თქვენს მისამართზე მოგიტანებენ თქვენს ამერიკის ვიზიან პასპორტს 2–10 დღეში, ვიზა იქნება 6 თვიანი, DHL–ის ფოსტით გამოგიგზვნიან, ასევე პასპორტთან ერთად იქნება საბუთების–პაკეტი, რომელიც არ უნდა გახსნათ !!! არ გახსნათ ეგ პაკეტი, ეგ პაკეტი უნდა გახსნან ამერიკაში საიმიგრაციო სამსახურში !!! არ გახსნათ არავითარ შემთხვევაში.
42. გრინ კარტის აღება არ ნიშნავს იმას რომ შენ ამერიკაში მოგცემენ სახლს, ბინას, სამსახურს ან ფულს, გრინ კარტი არის იქ უვიზო ყოფნა და სიარული და მუშაობის უფლება, ასევე 5 წლის მერე შეგიძლია გახდე ამერიკის მოქალაქე.
43. არ არის უცილებელი იცოდე ინგლისური ენა.
44. გრინ კარტის გათამაშებაზე, როცა შეავსებ მონაცემებს მათ გათამაშების საიტზე, ბოლოს როცა შეავსებ გამოვა კოდი–ის კოდი შეინახე, თორემ ვერ გაიგებ მოიგებ თუ არა ამ გათამაშებას, უნდა შეამოწმო მერე ეს კოდი მაისის თვეში საიტზე და დაგიწერს მერე მოიგე თუ არა.
45. აუცილებელია თქვენი სურათები იყოს შესაბამისი ნორმის და ზომების რაც არის მითითებული ზემოთ.
щелкайте левой кнопкой мауса на синем тексте - это ссылка, там будет подробная информация
полезные ссылки -
http://greencard.2tbilisi.ge www.greencard.by