[QUOTE=docshalva,16 Mar 2011, 21:34 ] [quote]freecooler[/quote]
+111111111111 ყველაფერი მასეა. აი ჯაში თუ წახვიდოდი და 6 თვეში მოქალაქე გახდებოდი კი ნაღდად არ ვიცოდი. ის შენი ნათესავი ქალი ხო არ იყო შვილებთან ერთად?[
quote]ამერიკის მოქალაქე რო არ იყოს რამე პორბლემა არის?[/quote]
მოქალაქეობაზე არა გრინ კარტი მაინც უნდა ქონდეს.
[quote]ერთი კითხვა მაქვს მე თუ მოვიგე მშობლები არაფერ შუაში არიან ხომ> ანუ მათზე არ ვრცელდება ჩემი მოგებული
მარტო მე შევავსე[/quote]
შენ თუ მოიგე მარტო შენ წახვალ. [/QUOTE]
ეგ საკონსულოში ითხოვენ ხოლმე - ვისთან ჩადიხარ - მისამართი და რამე... ისე არ არის უცილებელი ვისთანაც ჩადიხარ იყოს ამერიკის მოქალაქე, გრინ კარტის მფლობელიც საკმარისია, მთავარია ლეგალურად იყოს იქ...........
ჩემი ახლობელი - მარტო გავიდა ახალგაზრდა ბიჭი...
შენს მშობლებს რაც შეეხება. ცოლი შეგიძლია წაიყვანო როცა გექნება გრინ კარტი და როცა გახთები ამერიკის მოქალაქე მაშინ შეგიძლია წაიყვანო დედა, მამა, ძმა, დაიკო და მგონი შვილებიც პატარები....
შეგიძლია გრინ კარტით სულ იცხოვრო ამერიკაში , მაგრამ 6 თვე მაინც უნდა იყო სულ იქ... მე მგონი მაგარი ტორმუზი უნდა იყოს ადამიანი რომ არ გახდეს ამერიკის მოქალაქე როცა მაგის დრო მოვა...
* * *
საიტზე დავამატე ინფორმაცია, ზოგს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ინფოს, ვინც დეტალებშე ვერ ერკვევა:
http://www.airlines.ge/1/viza/greencard.htmlამონაწერი საიტიდან:
23. უვიზოდ ივლი ამერიკაში და კანადაში, ევროპაში გრინ კარტით ვერ ივლი უვიზოთ, შენგენის ვიზა გინდა.
24. ამერიკული პასპორტით ყველგან ივლი ევროპაშიც უვიზოთ.
25. როცა გაქვს გრინ კარტი შეგიძლია წაიყვანო ამერიკაში – ცოლი/ქმარი.
26. როცა გახდები ამერიკის მოქალაქე შეგიძლია ამერიკაში წაიყვანო – ძმა, დაიკო, მამა, დედა და მგონი პატარა შვილებიც.
27. ამერიკის მოქალაქეობას როცა აიღებ და გექნება ამერიკული პასპორტი – სხვა ქვეყნის პასპორტი არ უნდა გამოიყენო ამერიკის ტერიტორიაზე, ორმაგ მოქალაქეობას ამერიკა არ გიშლის.
28. აუცილებლად უნდა გადაიხადო იქ ნალოგები–გადასახადები გრინ კარტიც რომ ჰქონდეს.
29. ერიდეთ ღამე იქ ბოდიალს ქუჩაში და შარს პოლიციასთან და არაფერი დაარღვიოთ, არაფერი მოწიოთ, არ დაბოლდეთ, არ გაიკეთოდ, არ ილოთაო, თორემ გამოგაგდებენ ამერიკიდან.
30. არ გაყვე ვინმე ნაშებს, არ დააჭერინო თავი პოლიციას – მაგას ყველაფერს უყურებენ.
31. თუ გადახვალ სხვა ადგილზე საცხოვრებლად – აცნობე ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს.
32. ნუ იბლატავებ იქ და ნუ დაიწყებ იქ ძველბიჭობას, წყნარად იყავი – თორემ გაგადებენ ამერიკიდან, არავინ არ გაბლატავებს იქ.
33. შეგიძლია იქ ამერიკაში იარო უფასო ინგლისური ენების კურსებზე.
34. შეგიძლია იქ ამერიკაში აიყვანო ადვოკატი, ის დაგეხმარება იურიდიულ საკითხებში.
35. შეგიძლია გააკეთო ამერიკაში უფასო სამედიცინო დაზღვევა, დაზღვევა თუ არ გაქვს ცუდია მაგარი.
36. შეგიძლია იმუშაო კანადაშიც.
37. ამერიკაში როცა გაიქაჩები და გახდები მდიდარი – არ დაგავიწყდეს რომ შენ ხარ იქ ჩასული ღარიბი და ღატაკი ქვეყნიდან და შენი ვალია დაეხმარო შენს ახლობლებს, რომლებიც არიან ოკეანის მეორე მხარეს, დაეხმარე მათ თანხით და იმით, თუ ვინმე მოიგებს გრინ კარტას შეიფარე დროებით შენ და ნუ გახდები იქ ძუნწი და ღორი და გონება დაბნელებული, გახსოვდეს შენიანები, შენი ხალხი და შენი ქვეყანა, თორემ ბევრმა იცით წახვალ და დაიკიდებთ ყველაფერს და ყველას – ნუ დახამდები.
38. იცოდე ამერიკაში როცა ჩახვალ პირველად გაგიჭირდება – მერე აღარა, არ ჰქონდეს იქ ვინმეს იმედი, იქ არავინ არ დაგეხმარება, არც ახლო ნათესავი და არც ბავშობის ძმაკაცი, ელოდე გვერდში ამოდგომას იმისგან ვისგანაც უფრო არ ელოდები.
39. ნუ დაიჭერ საქმეს გზააბნეულ ხალხთან იქ.
40. გახსოვდეს შენი მამული, ენა და სარწმუნოება–მართლმადიდებლობა, გაგიჭირდება იქ – ილოცე.
This post has been edited by freecooler on 17 Mar 2011, 00:38