freecooler
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2606
წევრი No.: 10411
რეგისტრ.: 25-May 05
|
#24644440 · 25 Mar 2011, 20:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (docshalva @ 22 Mar 2011, 13:59 ) | QUOTE (RevolutioeR @ 22 Mar 2011, 13:50 ) | მოგება მინდაა 
(ნეტა რას ვიზამ მაგრად მაიტნერესებს , ჯერ ამოვიდეს ოღონდ გათამაშებაში ჩემი სახელი და გვარი)
პს. ხო მართლა ჩემი უბნელია ერთი.. წინა წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში შევუვსე განაცხადი. და ისიც ელოდება. იცი რა აინტერესებს.. მოკლედ პირობითი აქ 3 წლიანი, 2 წელი უკევ მოიხადა თითქმის. ხოდა ამას რამე პრობლემა ექნება? (ქურდობის მცდელობაო თუ რაღაცაოო)
სადაცაა გაგიჯდება დარდით |
ესეიგი.. პირობითი: 1. იყავი დაჭერილი და მერე გამოსვლიდან გაგიგრძელეს პირობითი(როცა აიღებ ნასამართლეობის ცნობას ეწერება: იყო ნასამართლები,მაგრამ ამჯერად არაა ძენბაში) 2. უბრალოდ პირობითი და როდესაც გაგივა სუFფთა საბუტს იღებ( არ არის ნასამართლევი და არ არის ძებნაში) თუ გაიმარჯვე და მე2წერილი როდესაც მოგივა 3-4 კვირაში გასაუბრებაც გექნება და ნუ გამოიანგარიშებ გასაუბრებამდე თუ გაგივა სუფთა ცნობასს იღებ. ასევე შეგიძლია მიმართო პირობითის მოხსნაზე.
|
1. შესაძლებელია გაუშვან - რათგან მძიმე დანაშაული არ არის... ყაჩაღობა და მკვლელობა არ არის ეგ........ შეიძლება გაუშვან........ 2. გრინ კარტა თუ გაქვს შეგიძლია ამერიკის ჯარში წახვიდე და 6 თვეში ამერიკის მოქალაქე გახდე ლიბიის წინა ფრონტზე... 3. შენ თუ იგებ - სხვას ვერ გადასცემ მოგებას... 4. ოჯახის წევრის წაყვანა მერე შეიძლება როცა ამერიკის მოქალაქე იქნება... - ჯერ შვილები, მერე მშობლები, და - ძმა... გრინ კარტიტ მარტო შვილები და ცოლი/ქმარი წაყვანა.. 5. ამერიკაში უნდა იყო მინიმუმ 6 თვე ჯამში 1 წლის განმავლობაში... ისე შეგიძლია იარო აქეთ იქით, როცა კარტას აიღებ , ოღონდ ამერიკაში 1 წლის განმავლობაში უნდა იყო მინიმუმ 6 თვე ჯამში.
....................... დამატებითი ინფორმაცია: 1. თუ ხარ ნარკომანი ან გაქვს ტუბერკულიოზი, სიფილისი და პსიქიურად ვერ ხარ – არ გაგიშვებენ ამერიკაში. 2. ანკეტები ჯობია შეავსებინო მაგ საქმის პროფესიონალს, ქალბატონ ნანა–ს, შენ რამე შეგეშლება ანკეტაში და კარგად იყავი ამერიკა. 3. საკონსულოში ფიცს გადებინებენ – რომ რაც ანკეტებშია, ყველაფერი არის სიმართლე. 4. თუ შენ მოიგე და შენთან ერთად ცოლმა, და ცოლს არ უნდა წამოსვლა, გადი გასაუბრებაზე მარტო შენ. 5. თუ გაქვს მძიმე დანაშაული ჩადენილი – მაგ. მკვლელობა, ყაჩაღობა და ასე შემდეგ, 15 წელი არ გაგიშვებენ ამერიკაში ამ ვიზით. 15 წელი უნდა გავიდეს, არ ვიცი ეს თუ ჩანს ნასამართლეობის ცნობაში – ეს ინფორმაცია, მაგდენი არ ვიცი. 6. თუ ხარ ნამყოფი რომელიმე ქვეყანაში 6 თვეზე მეტი – უნდა მიუტანო იმ ქვეყნიდან ნასამართლეობის ცნობა, მიდი ამ ქვეყნი საკონსულოში და მოგცემს მაგის ცნობას. 7. ნასამართლეობის ცნობას იღებ ქავთარაძის 5–ში, 1 კვირაში მოგცემენ უფასოდ, ვადა აქვს 2 კვირა, გასაუბრებამდე აიღე 3 კვირით ადრე. 8. ფინანსური მხარდაჭერა უნდა ჰქოდეს – დადე ერთი 2–5 ათასი დოლარი ბანკში და აიღე ცნობა. 9. უნდა ჰქონდეს სამხედრო ბილეთი ან მაგვარი საბუთი. 10. უნდა ჰქონდეს სკოლის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი. 11. დაბადების მოწმობა თუ გაქვს ძველი აიღე ახალი – მიდი სამოქალაქო რეესტრში "ჩვენს საპასპორტოში" და აიღე ახალი დაბადების მოწმობა 3 ლარად (თუ ხარ საქართველოში დაბადებული). 12. მიუტანე ასევე შენი მიმოწერა კენტუკის ცენტრთან. 13. საკონსულოში აგიღებენ თითების ანაბეჭდებს და შეგამოწმებენ – დააშავე თუ არა რამე ამერიკაში. 14. ამერიკის მოქალაქე შეგიძლია გახდე თუ ჩაეწერები მათ ჯარში, თუ წახვალ 6 თვე ამერიკის ჯარში. 15. 5 წელიწადში აიღებ – ამერიკის მოქალაქოეობას, 6 თვეში თუ ამერიკის ჯარში წახვალ. 16. წელიდადში 6 თვე მაინც უნდა გაჩერდე ამერიკაში ყოველ წელს გრინ კარტით. 17. არ გაბედოთ ფიქტიური ქორწინების გაკეთება ვინმესთან, იმის გამო რომ ვინმე ამერიკაში გაიყოლოთ, დაკარგავ ფულს და ამერიკას ვერ ნახავ სიზმარშიც ვერასდროს. 18. როცა შენ შეავსე ანკეტა გრინ–კარტაზე (და მაგ მომენტში არ ჰყავდა ცოლი/ქმარი), მერე მოიგე გრინ კარტის გათამაშება და მერე მოიყვანე/გაყევი ცოლი/ქმარი, მაინც ჯობია რომ გახვიდე მარტო, ანუ ცოლი/ქმარი არ გაიყოლო გასაუბრებაზე, ვერც ერთი ვერ მიიღებთ გრინ კარტს, ჯობია აიღო შენ გრინ კარტი და მერე წაიყვანო ცოლი/ქმარი. 19. გასაუბრებაზე გადით ცოტა მოწესრიგებული, ნორმალურად ჩაცმული. 20. გასაუბრებამდე სასურველია მიხვიდე და გადაიღო რენტგენი ფილტვებზე და შეამოწმო შენი თავი გაქვს თუ არა ტუბერკულიოზი ან რამე ჩხირი, ასევე შეამოწმე შენი თავი სიფილისზე, ტუბერკულიოზე, კეთრი და შიდსზე, ჯობია იცოდე მანამდე სანამ გახვალ გასაუბრებაზე და გადაიხდი იქ – 830 დოლარს და მანამდე კიდევ 200 დოლარს სამედიცინოს ფულს. 21. როგორც შეავსე ანკეტა და ვინც იყო იქ ჩაწერილი ისე გადით, არავინ დაამატოდ ახალი წევრი არც ცოლი/ქმარი. 22. უნდა იცოდეთ იმის სახელი, გვარი, ზუსტი მისამარტი, ტელეფონი, ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში (ამერიკის მოქალაქე ან გრინ კარგის მფლობელი). 23. უვიზოდ ივლი ამერიკაში და კანადაში, ევროპაში გრინ კარტით ვერ ივლი უვიზოთ, შენგენის ვიზა გინდა. 24. ამერიკული პასპორტით ყველგან ივლი ევროპაშიც უვიზოთ. 25. როცა გაქვს გრინ კარტი შეგიძლია წაიყვანო ამერიკაში – ცოლი/ქმარი. 26. როცა გახდები ამერიკის მოქალაქე შეგიძლია ამერიკაში წაიყვანო – ძმა, დაიკო, მამა, დედა და მგონი პატარა შვილებიც. 27. ამერიკის მოქალაქეობას როცა აიღებ და გექნება ამერიკული პასპორტი – სხვა ქვეყნის პასპორტი არ უნდა გამოიყენო ამერიკის ტერიტორიაზე, ორმაგ მოქალაქეობას ამერიკა არ გიშლის. 28. აუცილებლად უნდა გადაიხადო იქ ნალოგები–გადასახადები გრინ კარტიც რომ ჰქონდეს. 29. ერიდეთ ღამე იქ ბოდიალს ქუჩაში და შარს პოლიციასთან და არაფერი დაარღვიოთ, არაფერი მოწიოთ, არ დაბოლდეთ, არ გაიკეთოდ, არ ილოთაო, თორემ გამოგაგდებენ ამერიკიდან. 30. არ გაყვე ვინმე ნაშებს, არ დააჭერინო თავი პოლიციას – მაგას ყველაფერს უყურებენ. 31. თუ გადახვალ სხვა ადგილზე საცხოვრებლად – აცნობე ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს. 32. ნუ იბლატავებ იქ და ნუ დაიწყებ იქ ძველბიჭობას, წყნარად იყავი – თორემ გაგადებენ ამერიკიდან, არავინ არ გაბლატავებს იქ. 33. შეგიძლია იქ ამერიკაში იარო უფასო ინგლისური ენების კურსებზე. 34. შეგიძლია იქ ამერიკაში აიყვანო ადვოკატი, ის დაგეხმარება იურიდიულ საკითხებში. 35. შეგიძლია გააკეთო ამერიკაში უფასო სამედიცინო დაზღვევა, დაზღვევა თუ არ გაქვს ცუდია მაგარი. 36. შეგიძლია იმუშაო კანადაშიც. 37. ამერიკაში როცა გაიქაჩები და გახდები მდიდარი – არ დაგავიწყდეს რომ შენ ხარ იქ ჩასული ღარიბი და ღატაკი ქვეყნიდან და შენი ვალია დაეხმარო შენს ახლობლებს, რომლებიც არიან ოკეანის მეორე მხარეს, დაეხმარე მათ თანხით და იმით, თუ ვინმე მოიგებს გრინ კარტას შეიფარე დროებით შენ და ნუ გახდები იქ ძუნწი და ღორი და გონება დაბნელებული, გახსოვდეს შენიანები, შენი ხალხი და შენი ქვეყანა, თორემ ბევრმა იცით წახვალ და დაიკიდებთ ყველაფერს და ყველას – ნუ დახამდები. 38. იცოდე ამერიკაში როცა ჩახვალ პირველად გაგიჭირდება – მერე აღარა, არ ჰქონდეს იქ ვინმეს იმედი, იქ არავინ არ დაგეხმარება, არც ახლო ნათესავი და არც ბავშობის ძმაკაცი, ელოდე გვერდში ამოდგომას იმისგან ვისგანაც უფრო არ ელოდები. 39. ნუ დაიჭერ საქმეს გზააბნეულ ხალხთან იქ. 40. გახსოვდეს შენი მამული, ენა და სარწმუნოება–მართლმადიდებლობა, გაგიჭირდება იქ – ილოცე. 41. გასაუბრების შემდგომ, თქვენ თქვენს მისამართზე მოგიტანებენ თქვენს ამერიკის ვიზიან პასპორტს 2–10 დღეში, ვიზა იქნება 6 თვიანი, DHL–ის ფოსტით გამოგიგზვნიან, ასევე პასპორტთან ერთად იქნება საბუთების–პაკეტი, რომელიც არ უნდა გახსნათ !!! არ გახსნათ ეგ პაკეტი, ეგ პაკეტი უნდა გახსნან ამერიკაში საიმიგრაციო სამსახურში !!! არ გახსნათ არავითარ შემთხვევაში. 42. გრინ კარტის აღება არ ნიშნავს იმას რომ შენ ამერიკაში მოგცემენ სახლს, ბინას, სამსახურს ან ფულს, გრინ კარტი არის იქ უვიზო ყოფნა და სიარული და მუშაობის უფლება, ასევე 5 წლის მერე შეგიძლია გახდე ამერიკის მოქალაქე. 43. არ არის უცილებელი იცოდე ინგლისური ენა. 44. გრინ კარტის გათამაშებაზე, როცა შეავსებ მონაცემებს მათ გათამაშების საიტზე, ბოლოს როცა შეავსებ გამოვა კოდი–ის კოდი შეინახე, თორემ ვერ გაიგებ მოიგებ თუ არა ამ გათამაშებას, უნდა შეამოწმო მერე ეს კოდი მაისის თვეში საიტზე და დაგიწერს მერე მოიგე თუ არა. 45. აუცილებელია თქვენი სურათები იყოს შესაბამისი ნორმის და ზომების რაც არის მითითებული ზემოთ.
This post has been edited by freecooler on 25 Mar 2011, 20:48
|