შარშან მაისში რომ მოვიგე პირველი ეტაპი, წელს 20 აპრილს(ანუ ხვალ) მიწევს გასაუბრებაზე გასვლა--თუმცა ზოგი უკვე წავიდა და ზოგს ჯერ არ ქონია გასაუბრება,(კეის ნამბაზე დამოკიდებული) მაგრამ რამდენადაც საკონსულოში მითხრეს 30 სექტემბრამდე აუცილებლად უნდა დასრულდეს(ბოლო ვადააა)----დასკვნა წელს, 2011-ში თუ მოიგებ , გასაუბრება გექნება 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის სექტემბრამდე--გასაუბრებიდან კიდევ 6 თვე გაქვს ვადა(6 თვიან ვიზას გირტყავენ) , რომ ჩახვიდე ამერიკაში. მგონი დაწვრილებით და გარკვევით დავწერე.
კიდევ ერთი ინფორმაცია (ვისაც დააინტერესებს)------დღეს ჩავაბარე საბუთები, მოკლედ ითხოვენ:
1. პასპორტებს(თუ ოჯახია, ვინც გადის გასაუბრებას ყველა წევრზე) და + პასპორტების (მხოლოდ) ქსეროასლებს (ყოველგვარი ნოტარიუსის გარეშე)
2. დაბადების მოწმობებს + ქსეროასლებს, მათ თარგმანებს, ნოტარიულად დამოწმებულს (თუ ოჯახია, ვინც გადის გასაუბრებას ყველა წევრზე)
3. ცნობას ნასამართლეობის შესახებ + ქსეროასლებს, მათ თარგმანებს, ნოტარიულად დამოწმებულს ( ვინც გადის გასაუბრებას ყველა წევრზე, ვინც 15 წლის ზევითაა)
4. ქორწინების მოწმობას + ქსეროასლს, მათ თარგმანს, ნოტარიულად დამოწმებულს
5. ვინც გაიმარჯვა გრინ კარტის გათამაშებაში მხოლოდ იმის:
განათლების დამადასთურებელ საბუთს(ატესტატი ან დიპლომი) + ქსეროასლს(დიპლომში თუ ინგლისურადაცაა, მაშინ არ ჭირდება თარგმანი და ნოტარიული დამოწმება, თუ არადა ჭირდება და თუ ატესტატია (სავარაუდოდ არავის ექნება ინგლისური ატესტატი) ქსეროასლი და ნოტარიული დამოწმება
18 წლის ზევით (ეგრედ წოდებული ვაენნი ბილეთი, მისი ასლი თარგმანი ნოტარიული დამოწმებით), მგონი 26 წლამდე, მე პირადად მქონდა და არ გამომართვეს, მაგრამ იქ ერტს მისცეს რაგაც ფურცელი სადაც ეწერა რომ 18 დან 26 წლამდე ყველა ვინც ჩადის ამერიკაში ერთი თვის განმავლობაში უნდა ავიდეს ამერიკაში აღრიცხვაზე) ხოდა აქედან გამოვიტანე დასკვნა რომ 26 წლამდე თხოვენ აქაურ ვაენნი ბილეთს(მაგრამ ამაში არ ვარ დარწმუნებული და გირჩევთ დაურეკოთ და კითხოთ თავიდანვე როგორც კი გასაუბრების დღეს დაგინიშნავენ)
ცნობა სამსახურიდან, (თუ ინგლისურადაა, მაშინ მაშინ არაფერი არ უნდა და თუ არაა ინგლისურად მაშინ ასლი +თარგმანი ნოტარიული დამოწმებით)
ცნობა ბანკიდან, თუ რა თანხა გიდევს ანგარიშზე(ბანკში ნამდვილად იძლევიან ინგლისურად და შესაბამისად მეტი არაფერი ჭირდება მაგ ცნობას)
ვსიო მგონი არაფერი გამომრჩა
არ ითხოვენ პირადობებს და მათ ასლებს ან ნოტარიულ დამოწმებებს( როგორც აქამდე წერდნენ და მეც ტყვილა ვიჩალიჩე)
არ ითხოვენ მეუღლის, ან სხვა წევრების რაიმე განათლები ცნობას(ატესტატს და დიპლომს ვგულისხმობ, ან საერთოდ სად სწავლობს)(ტყვილა ვიჩალიჩე)იმიტომ ვწერ ასე დაწვრილებით რომ არ მინდა თქვენც ტყვილა იწვალოთ და ფული ხარჯოთ(და დროც სხვათაშორის)
საბუთების ჩასაბარებლად , გასაუბრებამდე ზუსტად 2 დღით ადრე გირეკავენ და მეორე დღისთვის ანუ გასაუბრების წინა დღეს გიბარებენ საკონსულოში---სადაც მიდიხარ((თ) ვიც გადიხართ გასაუბრებაზე ყველა ერთად) ზემოთ ჩამოთვლილი საბუთებით ( --- თან- არ- არ- არ იქონიოთ არანაირი რკინის ნივთი, მობილური , ზაჟიგალკა სიგარეთი და მოკლედ არაფერი , მანდილოსნების გასაგონად არანაირი ხელჩანთა დაჟე პომადასაც კი არ შეგატანინებენ და არც თვითონ იტოვებენ შესასვლელში(ანუ ან ვინმე უნდა გიცდიდეს ახლობელი რომ იმას დაუტოვი ან მანქანით უნდა იყო რომ მანქანაში ჩატოვო-----იმიტომ რომ მხოლოდ მანქანის გასაღების დატოვება შეიძლება შესასვლელში. მოკლედ გაივლი ამ მეტალის დეტექტორს და შეხვალ შენობაში, სადაც რამდენიმე ფანჯარაა (დანომრილია ყველა 1-2-3-4-5-6) ბლომად მოსაცდელი სკამებია და დაჯდები---პირველად დაიძახებენ შენ გვარს და ფანჯრის ნომერს და მიხვალთ(ქართველი ზის შიგნით) (თუ ოჯახია ყველა წევრი, ვიც გადიხართ გასაუბრებაზე)გამოგართმევთ მხოლოდ პასპორტებს და გეტყვიან ისევ დაბრდზანდით დაელოდეთო ---მეორეთ დაიდზახებს ინგლისურად შენ გვარს და ფანჯრის ნომერს , მიხვალთ( უცხოელი ზის) და გეთყვის ინგლისურად თუ რუსულად დაგელაპარაკოოო---შენ რომელიც გაწყობს აირჩევ--(ორივე ენას კარგად ფლობს)---(უკიდურეს შემთხვევაში თუ არც ერთი არ გესმის ეძახის ვიგაც ქართველს და რასაც ის ინგლისურად იტყვის გადაგითარგმნიან---მოკლედ ნებისმიერ ენაზე გეუბნება რომ აწიე მარჯვენა ხელი და დაიფიცე რომ რაც შეავსე საბუთებსი სიმართლეა და ხვალ კონსულთან ილაპარაკებ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა----იტყვი ''ვფიცავ''(რომელ ენაზეც შეგიძლია) მერე მოგაწვდის ყველა წევრს სათითაოდ ფურცლებს და ხელსაც მოაწერთ. და ისევ გეტყვიან დაბრძანდით დაელოდეთო----მესამედ დაიძახებენ შენ გვარს და ფანჯრის ნომერს და მიხვალთ(ქართველი ზის) ყველა მიტანილ საბუთს გამოგართმევთ სათითაოდ , აგიღებენ თითის ანაბეჭდებს(ორივე ხელის ყველა თითზე)---და გეტყვიან თავისუფალი ხართ ხვალ მობრძანდებით , ფულს გადაიხდით(ვინც გადის გასაუბრებაზე,თითოეულზე 819$) და შეხვალთ კონსულთანო.(ხო მართლა ყველა საბუთს იტოვებენ მარტო პასპორტებს გიბრუნებენ უკან რომ მეორე დღეს შეხვიდეთ (აბა პასპორტის გარეშე ვინ შეგიშვებთ)
უუუუფფფფფფფ დავიღალე, მაგრამ არაუშავს იმედია ვინმეს გამოადგება, და არც ზედმეტ საბუთებზე სირბილს მოუნდება და ფულს და დროს არ დახარჯავს. და არც გაურკვევლობაში იქნება(ტავტოლოგიისთვის ბოდიში, იმედია ამდენი წერის მერე მაპატიებთ)
მოკლედ ხვალ გავდივარ კონსულთან და დანარჩენს ხვალ მოგწერთ(აუუუ ხვალაც რამდენი მაქ საწერი

) იმედია კარგ ხასიათზე ვიქნები და არ დამეზარება( თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მოგწერთ დაწვრილებით)-----------
--------------ხვალამდეეეეეეეეეე
* * *
აუ რამდენი გამოვიდა --ეეეჰჰჰჰ ამის წამკითხველი ვინაააა???????? ჰა ჰა -გაწი გამოწიე 1 %
* * *
მოკლედ ვინც ზარმაცები ხართ და წაკითხვა დაგეზარებათ------იცოდეთ რომ ამ თემის 41-ე გვერდზე დეტალურად არის აღწერილი გასაუბრების წინა დგე(საბუთების ჩაბარების , ფიცის და თითის ანაბეჭდების შესახებ)
* * *
და ასევე თუ რა საბუთები გჭირდებათ საკონსულოში წარსადგენად