უბანში ვერტალიოტი თუ გადმოფრინდებოდა, ბავშვები ქვემოდან ვუძახოდით
ვეეე რტააა ლი ოოოოოოტ
მერე ტანკებიც დაგვემატა

იმათაც ხელს ვუქნევდით
ტურბოს ნაკლეიკებსაც ვთამაშობდით ბეტონზე ხელის რტყმით

მერე წაგებული მოგებულსაც ურტყამდა თუ არ ასესხებდა ნაკლეიკებს მეორე დღისთვის, სკოლაში სათამაშოდ
რამდენჯერ ფეხშიშველს მითამაშია ფეხბურთი და ცერა თითის ფრჩხილი დამიზიანებია,
რამდენჯერ მთელი სამეზობლო, კაციან-ქალიანად, დიდიან-პატარიანად ვყოფილვართ იმ სიცივეში კოცონის ირგვლივ, ფანდურით.
რამდენჯერ ფურთი გვითამაშია, ლიტრიან ქილის ლამპაზე, ჩემს სავსე ოჯახში
რამდენჯერ მშიერი დავწოლილვარ ლოგინში,
რამდეჯერ წისქვილის ხმას გავუღვიძებივარ, გადავსულვარ 6-7 წლის ბავშვი ღამის სამ საათზე, ეხლა ამ წისქვილმა სტალინის სურათიც გამახსენა,
ეეხხ რამდენი რამ უნდა გაიხსენო იმ დროინდელმა ადამიანმა, უბრალოდ მეც დავიგრუზე ეხლა სხვებთან ერთად,


მაგრამ მიყვარს მე ის დრო, ის ერთობა, ასე თუ ისე ბავშვობა მაინც ბედნიერი მქონდა წარსულს რომ ვიხსენებ..