სოფელში ცხოვრობს ჩემი 80 წლის ბებია- ბაბუა
ძნელია ნამდვილად იქ ყოფნა და მაგრამ თუ შრომა არ გეზარება არაფერი გაგიჭირდება, 90-იან წლებში თბილისში რომ გაწყდა ყველაფერი და შიმშილით ვიხოცებოდით, იმათ საერთოდ არ უგრძვნიათ არაფერი( უშუქობას თუ არ ჩავთვლით), აქეთ გვეხმარებოდნენ და შიმშილით რომ არ ვიხოცებოდით ისევ მაგათით.
ამ ჩემს ბებია- ბაბუას არ ეზარებათ და სოფელში გაჭირვებულებსაც ეხმარებიან - თAვისზე ბევრად ახალგაზრდებს, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ უჭირთ რომ შრომა ეზარებათ
ამხელა ხალხი დილით მამლის გაღვიძებას ეგებებიან, დღე ისე გავა სკამზე მარტო ძროხის მოწველისას და ყველის ამოყვანისას სხდებიან. საღამოს კიდევ სანამ დაიძინებენ ჯერ გაზეთებს კითხულობენ და მერე წიგნებსაც აუცილებლად
მაგრამ ახლა თავს ვერ დავდებ რომ იგივეს შევძლებ როდესმე, თუმცა ერთ დროს სანამ გავიაზრებდი ეს რამხელა შრომა იყო, მართლა ძალიან მინდოდა