მოკლედ ... მოკლედ ეს სიტყვის მასალად თორემ რატომ ავდექი დილის 7 საათზე , რამ გადამაწყვეტინა კომპის ჩართვა და პოსტის დაწერა ვიტყვი .
რამდენიმე საათის , დაახლოებით 2 საათის წინ შევყევი ამ თემის კითხვას ,ბოლო 10-15 გვერდი გადავიკითხე და ღამის ხუთ საათზე გადავწყვიტე , რომ როგორც კი გათენდება , სახლში ვუთხრა ბებიაჩემს და დედაჩემს რომ ,როცა მოვა პერიოდი მწვანილების დათესვის , ხახვის/ნიორის ( ნიორი მაგრად არ მევასება , მაგრამ მაინც

) , პამიდვრის , ლობიოს და კიდევ რამე თუა რაც ჩვენს ბაღში მოდის - კერძო სახლში ვცხოვრობ , ნორმალური ზომის ბაღით . აუცილებლად მასწავლონ როგორ კეთდება თითოეულის დათესვა , მოყვანა ( რომ უნდა დაიბაროს ვიცი , მაგას მეც ვაკეთებ ხოლმე და შემდეგ მორწყვითაც ხანდახან ვრწყავ ხოლმე , ვერთობი

)
ეს ერთი .
შემდეგ ავდექი და დაახლოებით 6:30 წუთზე დავწექი დასაძინებლად. ამ დრომდე ვიწრიალე , არ მეძინებოდა და სოფელზე ვფიქრობდი . ავდგე ეხლა დავწერო პოსტი თუ ხვალ შუადღე-მეთქი არ დამავიწყდეს და მოვედი კომპთან .
იცით როგორ სოფელში წავიდოდი რამდენიმე თვით ( მაგ:2-3 თვე) , აი ერთი სახლი რო დგას აქეთ მეორე სახლი ერთი 300 მეტრის იქეთ . ანუ სახლები ჩამწკრივებულები რო არ იყოს და ყოველდღე არ გიწევდეს მეზობლების დანახვა ან ურთეირთობა . მეზობელთან ჭიდან წყლის ამოსაღებად გასავლელი მანძილიც რომ სიამოვნებას გგვრიდეს

სიამოვნებით წავიდოდი მართლა და აი მაგრად გამისწორდებოდა . ბუნებაც უნდა იყოს აუცილებლად .აი აპრილიდან იწყება უკვე ჩემი საყვარელი თვეები( სექტემბრის ჩათვლით ) , რო ყვავილობს ხეხილი , ბალახი რო წამოყოფს თავს მწვანედ , მიწის სუნი რო იგრძნობა და თუ წვიმაც მოვა - ყველაზე მაგარი სუნია სამყაროში
ეს რეებს ვწერ ამ დილაუთენია
წავიდოდი რამდენიმე საინტერესო ადამიანთან ერთად ( 4 ადამიანი საკამრისი იქნებოდა რო მოვჯოკროთ მაინც ხოლმე ან დომინო/ნარდი

) , წავიღოთ წიგნები და მოვწყდეთ რამდენიმე თვით ყოველდღიურობას არ გინდათ ? შეშის ფეჩი ავაგიზგიზოთ ( მე ვივლი ტყეში და შევაგროვებ ფიჩხებს თუ გინდათ , მევასება ეგ პროცესი

) რო ავანთებ და გავაწითლებ ფეჩს ,ზემოდან დაგიწყობთ კარტოფილს და შეგიწვავთ მწნილთან ერტად და ყველთან ერთად მივირთვათ ხოლმე - ზამთრის ერთადერთი მუღამი შეშის ფეჩი იყო ჩემთვის და წელს გავიყვანეთ ცენტრალური გათბობა და ისე გამიტყდა ისე რომ

) .
კაროჩე ისევ გადავუხვიე რა ,ჩემი გულისტკივილიც გაგანდეთ ზამტართან დაკავშირებით

.
გააქვთ ვინმეს მართლა ეგეთი სოფელი , წავიდეთ , ვიყიდოთ მაგალითად 1 თვის სამყოფი საჭმელები ,წიგნები ავიტანოთ ,ვისაუბროთ , ვითამაშოთ და სახლის საქმეებიც გავაკეთოთ . ოღონდ აპრილიდან , ბუნება რომ იღვიძებს , სოკოც რო წამოყოფს თავს მაგაზეც ვიაროთ ხოლმე ( არა , სოკოებს ვერ ვცნობ ,მაგრამ სიარული მეავსება ეგეთ დანგრეულ გზებზე , ტყეში -ღრეში

) . ერტი მაგიდის ტენისიც წავიღოთ -იფ იფ იფ

მოკლედ .. ეხლა მართლა მოკლედ . წავიდეთ რა სადმე მიყურებულ სოფელში .
წავედი ახლა და ვინმემ წაიკითხეთ ეს პოსტი .
This post has been edited by Corvette on 1 Mar 2017, 07:26