ადამიანს არ შეუძლია თუნდაც ელემენტარულ კითხვებზე გასცეს პასუხი და თქვას რომ ეს პასუხები 100%იანია

კითხვები მარტივია მაგრამ კონტექსტი ერთი მეორეზე რთული,
სად? რატომ? როდის? ვინ? რისთვის? რა?
მილიონი აზრიანი და პატარა კითხვა რომელიც იმდენად აბნევს ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს და რამდენადაც არ აწუხებს მორწმუნეს და სიგიჟემდეც მიყავს ადამიანი
ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, სასაცილო ლოგიკა, იმისი დამამტკიცებელი რომ ღმერთი არ არსებობს ან უცხო პლანეტელები არსებობენ...
არ უარვყოფ, მაგრამ ვერც ვიტყვი რომ ვიცი, და ვერც ვერავინ დამისაბუთებს, როდესაც კამათის ხასიათზე ვიქნები შევხვდები ნებისმიერს და ავურევ ლოგიკას
მერე ისევ დავუწყნარებ, იმიტომ რომ ის მარტივად მსხვრევადი ლოგიკა რაზეც ეს ყველაფერი აგებული გაქვთ ერთ სახელს ატარებს, ეს ადამიანის წარმოსახვის უნარია

წარმოიდგენს რაღაც რეალობას და იწყებს მასში რწმენის გაღრმავებას, მაშინაც კი როდესაც მას ამის არ სჯერა, ყოფილა შემთხვევები საკუთარი ტყუილი თვითონ
დაუჯერებია ზოგს, მარტივია იმოქმედო ხალხზე(ბრბოზე) რთულია იმოქმედო კონკრეტულ ინტელიგენტ ადამიანზე, რომელიც ბრბოში არასდროს გაერევა...
ჰიტლერის მიმდევრებსაც სწამდათ ჰიტლერის და მისდევდნენ, მათთვის ფანატიზმში რომ ბრალი დაგედოთ დაგხვრიტავდნენ...
და დებატებში ნებისმიერს ჩაჭრიდნენ...
დღეს ცინიზმით ვიხსენიებთ ნასისტის განსაზღვრებას, და ზოგს ბუდა ღმერთიც გონია

და ბუდისტი მორწმუნე...
დღეს არც ყველა ქრისტიანია რეალურად მორწმუნე, და უფრო დავკონკრეტდები, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს დღეს არ ქვია მორწმუნე,
და იშვიათია კიდეც იპოვო ადამიანი რომელსაც რეალურად სწამს
ვის დავუმალოთ, განათლების დონე ძალიან დაბალია, ჩვენს თავებში ჩავიხედოთ ამას სჯობს....
ვინც მეტყვის რომ ღმერთი არ არსებობს, ჯერ ის მითხრას სად ეძებდა
და ვინც მეტყვის რომ სწამს, ჯერ ის თქვას რატომ,
თუ მეტყვის ვინმე რომ სამყარო დაიბადა თავისით, მითხრას როდის

როდესაც დედა მატერიას მამა მატერია შეუყვარდა?

და თუ კიდევ ვინმე დაიწყებს ამაზე მსჯელობას და სხვებისთვის სწავლებას თავისი გაურკვეველი და მსხვრევადი ლოგიკით აგებული ცოდნით
მაშინ მან ჯერ საკუთარ თავს დაუსვას კითხვა ვინ არის და რას წარმოადგენს, რისთვის მიუღწევია ან რა უპოვია
........................
მე ვეძებ, და როცა ვიპოვი აუცილებლად გაგიმხელთ რა პასუხები მივიღე მე ამ კითხვებზე... ალბათ ყველასთვის ინდივიდუალურია ეს პასუხი

თქვენი პასუხებიც
მაინტერესებს, მაგრამ ვერ ვხედავ დღეს რომ ვინმე ეძებდეს, ეს უფრო სხვა რამეს გავს, ძებნა ეზარებათ, სხვის ლოგიკას მარტივად ერგებიან და მერე სხვებსაც ამ ლოგიკაზე
იყოლიებენ...
This post has been edited by stalker_ on 26 Mar 2011, 00:38