ახლა გაუმარჯოს და ვაშა და ასეთი და ისეთ, აიღეთ ყველამ ქურდული მენტალიტეტიანებმაც და ჩვეულებრივებმაც და წაიკითხეთ ლიტერატურა ქურდული სამყაროს ისტორიისა. იქ ლამაზად არის აღწერილი ისტორია, "სიკეთემ" შექმნა თუ კომუნისტებმა. მე არ ვიცი ტერმინი "ბოზი რას ნიშნავს", კარგად გადაიკითხეთ, თუ რატომ შეიქმნა ქურდის ინსტიტუტი ციხეში და მერე ილაპარაკეთ. ლამისაა რელიგიად იქცეს ეს "ძველბიჭობა". ძმობას და გატანას გასწავლით ხომ, ანუ თუ ძმას თავანი აქვს დაიარე მეზობლები და მატყუარა მიზეზით აართვით ფულები, იმიტომ რომ უნებისყოფომ პოკერში რამოდენიმე ათასი წააგო. რა გეამაყებათ, ან რას იცავთ. შეისწავლეთ ქურდული სამყაროს ისტორია და მერე ილაპარაკეთ ბოზებზე, ქურდებზე, მატყუარებზე, პატიოსნებზე და ასე შემდეგ. თუ ძველი ბიჭები პიანინოზეც უკრავენ და კარგადაც სწავლობენ როგორც 20 საუკუნეში ასევე 21ში, აიღეთ ბეჯითმა ძველ ბიჭებმა და შეისწავლეთ თქვენი ცხოვრების სტილის ისტორია.
ძველბიჭობა იგივე მიმდევრობაა როგორც, გოთები, პანკები და ასე შემდეგ. იმედია ამ პოსტს არასწორედ არვინ გაიგებს. უბრალოდ იცოდე სიმართლე ერთია და იცავდე იმას რაც ბოლომდე არ გაქვს შესწავლილი მეორე.
გმადლობთ ყურადღებისთვის
* * *
არ შემიძლია არ შევეხო ამ ძველი ბიჭის სურათს. აბა ცოტა ფსიქოლოგიური და ზნეობრივი კუთხით შევხედოთ. მაშ ასე დავიწყოთ:
1. ჩამოკიდული ჯვარი. ძალიან მაინტერესებს თუ რომელი 10 მცნების ჭრილში ჟდება ეს ადამიანი ან ეკლესიას რა "გაგებით" ემსახურება.
2. წვერებიანი სახე და ხშირად სიგარეტისგან გამშრალი კანი. ადამიანის არაკეთილსინდისიერაბაზე და ბოროტ ზრახვებზე მიუთითებს.
3. ხელის მტევნები შიგნით. კარგად ნაცნობი ჟესტიკულაციური ნიშანია, როცა ხელის გულებს აჩვენებ ადამიანს ესეიგი გულახდილი ხარ ხოლო პირიქით კი.....
მგონი საკმარისია ეს ყოველივე. პატარა ფსიქოლოგიური პორტრეტი.
იმედია ვინმე არ დამხდება ბნელ ქუჩაში და არ ჩამცემს დანას გულში ახლო მომავალში.
This post has been edited by 01101110 on 21 Apr 2011, 15:27