http://4you.ge/?p=1922012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს, სიმღერით I’m a Joker მომღერალმა საქართველოს შიდაშესარჩევ ფინალზე 9 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა. სწორედ ამ სიმღერით გამოვა ჯოხაძე Crystal Hall-ში 24 მაისს – მეორე ნახევარფინალურ საღამოზე.ჯოხაძის გამარჯვებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.Facebook-ის მომხმარებელი,რომელიც თავად ესწრებოდა ფინალს წერს რომ:
მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა თუ ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიის 57-ე კონკურსზე, დარბაზი (სავარაუდოდ პროტესტის ნიშნად) დაიცალა და გამარჯვებულს ზურგშექცეული აუდიტორიისთვის მოუწია სიმღერა.
სოციალურ ქსელებში უმეტესობა უარყოფითად აფასებს ჯოხაძის სიმღერას I’m Jocker,რომელშიც “საჭიდაო” მუსიკის ელემენტებიც არის გამოყენებული.
ნაწილი ფიქრობს,რომ წელს საქართველო საერთოდ ვერ მოხვდება ფინალში და ჯოხაძის სიმღერა ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდება მათ შორის რაც კი საქართველოს ევროვიზიაზე გაუტანია.
სოციალური ქსელების მსგავსად უარყოფითი შეფასებებია Youtube-ზე სადაც მომღერლის სიმღერას და ლაივ შესრულებას დიდი რაოდენობით Unlike აქვს.