მაღლები?
* * *
აბა ერთი იოლს კიდევ დავდებ

1902 წლის 17 ივლისს ქალაქ ბათუმში ჟანდარმთა ცალკეული კორპუსის პოდპოლკოვნიკ შაბილისკისა და ბათუმის საქალაქო ექიმ ელიავას მიერ შედგენილი პატიმრის დათვალიერების ოქმი:
1. სიმაღლე – 2 არშინი და 4ნახევარი ვერშოკი;
2. ასაკი – 23 წლის;
3. სხეულის აგებულება ნორმალური;
4. გარეგნობით მოხდენილი შთაბეჭდილება – ჩვეულებრივი;
5. თმის ფერი თავის, ღაწვების, ულვაშების, წვერის, ბაკენბარდების, წამწამების – თავის –მუქი წაბლისფერი, ულვაშების და წვერის – წაბლისფერი. თმის ტიპი –სწორი; თმის ვარცხნილობა – გადავარცხნილი;
6. შუბლის ფორმა – შუბლი სწორი, არცთუ ისე მაღალი;
7. სახის ფორმა, კანის ფერი – სახე გრძელი, ჩოფურა ნაყვავილარი;
8. პირის ღრუ, აკლია თუ არა კბილები და კერძოდ რომელი – ქვედა მარჯვენა ყბაზე აკლია წინა კბილი;
9. ხმის ხასიათი, ებმის თU არა ენა – ხმა წყნარი, ენა არ ებმის;
აქვს თუ არა სხეულისა და მის დაბოლოებებზე ავადმყოფობის ნიშნები, ხალები და საერთოდ რაიმე განსაკუთრებული ნიშანი – მარცხენა ყურზე აქვს ხალი, სახეზე ნაყვავილარი;
დაასახელეთ პატიმრის ვინაობა.