ამ შაბათ-კვირის მდგომარეობით:
კოხტა - თოვლი არის, ძირითადად არ არის დატკეპნილი. შუა ჩამოსასვლელიდან არაუშავს. სულ ზემოდან - შედარებით მარტივი "ტრასა" (მარჯვენა მხარეს რაც არის, საბაგიროს ქვემოდან რო უყურებ) საშინელ მდგომარეობაშია, ვიწროა, როგორც ჩანს მიწა არ იყო გასწორებული თოვლის დადებამდე და ისედაც ვიწრო "ტრასა" კიდევ უფრო შევიწროვებულია ხევით ან რაღაც თხრილით... არც ბალახები/პატარა ხეებია მოთხრილი.
დიდველი - შაბათს ქარი იყო და არ მუშაობდა. კვირას მუშაობდა გონდოლა და T-bar, მაგრამ თოვლი სასრიალო ტრასის გარდა ყველგან იყო

საკუთარი თხილამურებით/ბორდებით არ გირჩევთ სრიალს, ტყუილად გაფხიკავთ ქვებზე

ტატრაზე ინფო არ მაქვს.
25-ანები მუშაობს.
დამწყებებისთვის არაუშავს, ისე საშინელებაა
This post has been edited by lame on 21 Jan 2013, 16:43