როგორ მოვხვდი ამ თემაში ახლა გეტყვით.
ახალი გუდაურის დასახლების მშენებელ კომპანიას - კალასს და გუდაურს ვგუგლავდი.
მოკლედ რომ გითხრათ ჩემი ინტერესი ენგრეთია.
დავზომბდი
დავჰიპნოზდი
გუდაურში მინდა თითი ჩამეყოფოდეს. მინდა მქონდეს წელიწადში ერთი კვირით ( ყოველ შემდეგ წელს) ჩასასვლელი ბინა, ასე, 27 კვადრატული მეტრი.
მინდა მას შემდეგ, რაც მაგ კლიპში ნაჩვენები სამედიცინო პუნქტში ვიმორიგევე თითო თითო კვირა მარტში და აპრილში.
ჩემი მეგობრები დღესაც მორიგეობენ, კანატკები ისევ ირთვება, მაგრამ თოვლი ვეღარაა სანაქებო, 20 აპრილია ბოლოსდაბოლოს.
აქეთ მაძლევდნენ ფულს იქ რომ ვყოფილიყავი და ვიყავი რაა.
44 წლის ასაკში თხილამურებზე დავდექი, საერთო ჯამში 44 მალაყი გავაკეთე, მაგრამ ბოლო დაშვებეზე სიამოვნების მიღაბა მოვახერხე.
საქმე მხოლოდ ჩემს ( შენს) სრიალს არ ეხება, ეს სტრატეგიული საკითხია ოჯახისთვის - გქონდწეს გუდაურში ბინა, თანაც ახალ გუდაურში.
ვადასტურებ, რომ ახალი გუდაური მართლაც ახალი გეოგრაპიული მცნებაა, ახალი ვრცელი ჰორიზონტალური სივრცე, სადაც აუცილებლად აშენდება მილიონრების ქალაქი, შენდება უკვე. კარგი ინფრასტრუქტურა, გართობის პუნქტები, მერიის პატრონაჟი..
მოკლედ იქაურობას მომავალ წელს ვერ იცნობთ, დაივიწყებთ მარკოპოლოს და უსახურ მიჭიჭყნულ მიმოფანტულ საასტუმროებს, ყველაფერი ჩაიძირება ( ნუ, მარკო პოლო დარჩება ისტორიულ ცენტრად) გუდაური ახალი დასდახლება იქნება, ათჯერ უფრო მიმზიდველი ვიდრე ძველი.
შენდება საცხოვრებელი ბინები კალასი აშენებს, მთავარი პრობლემა ფასია 1 კვმ 1000 დოლარი.
ასე მითხრეს ტელეფონში)
აშენებენ გამალებით, 35 კაცი დავთვალე ერთხელ უსაქმობისას მომუშავე მუშები.
1;00 დან 1:55 მდე უყურეთ მაგ სახლებზეა ლაპარაკი.
იმდენად დავგიპნოზდი , რომ ნემსის ყუნწში გამძვრომი გეგმა შევადგინე - ვიპოვო 7 ჩემნაირივე დარეხვილი, რომლებთანაც ერთად ვიყიდო საერთო ბინა.
8 ოჯახი მორიგეობით თითო თითო კვირა
ორ თვეში 8 კვირაა
იდეალური სეზონი არასრული 3 თვე გრძელდება, მაგრამ ორი თვე მინიმალური პერიოდია.
ერთ ბინას შეუძლია 8 ოჯახს თანმიმდევრობით უმასპინძლოს.
.
27 კვადრატულში ერთი ოჯახი სასტუმროს პონტში თალხნადაც იქნება .
ხიჟინის რეჟიმში ყველა ოჯახს შეეძლება მიიწვიოს თვისთან კიდევ ერთი მეგობარი ოჯახი.
საუკეთესო მეფური საჩუქარია შენგან - იგრძნობ რომ მეფე ხარ.
მოკლედ, ფული არ მაქვს რომ ვიყიდო არც მარტომ და არც ვთქვათ სამმა.
ამიტომ
ლოტი დადებულია. შენ შეგიძლია გახდე ბინის მფლობელი გუდაურში , და ყველა შენი შთამომავალი აწ და მარადის, გუდაურის საუკეთესო ადგილზე.
დადე 27 ათასის მერვედი, პლიუს რემონტ, ოხრობები, მოკლედ მაქსიმუმ 4000 დოლარი.
და შემდეგ სეზონზე შედი შენი ოჯახით ერთი კვირთ, ოღონდ იმ დროს როცა გათამაშებით მოგიწევს.
და ასე ყველა მომავალ ზამთარს.
დამეთანხმეთ, ერთ კვირაზე მეტი დრო არავის არა გვაქვს გუდაურისთვის, ჩემიც რომ იყოს სრულად, დანარჩენი დრო დაკეტილი უნდა გქონდეს.
მოკლედ, შვიდი რჩეული ოჯახისთავი ვაჟკაცი მინდა 4000 მწვანით, პოლიტიკური პლათფორმის, სქესის, ფერისა და რასის მიუხედავად.
ეს შანსი წარმავალია,
ასე მგონია.
ჰა,
ბონნნნნ!!!!!!
This post has been edited by axalirevolucia on 21 Apr 2012, 23:10
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!