moodymanpresent perfect ამ დროში გამოხატავენ მოქმედებას რომელის "ახლახან" "ძალიან ცოტა ხნის წინ" აი just happened რა
I've just heard announcement of president ნიშნავს, რომ აი სულ ახლახანს, რამდენიმე წუთის წინ მოვუსმინე პრეზიდენტის განცხადებას.
წარსულია, მაგრამ ჩვეულებრივი past simple-სგან იმით განსაზღვრება რომ არაა მოცემული კონკრეტული დრო, ახლახან მოვუსმინე მაგრამ კონკრეტულად როდის ვერ ვამბობ. (მაშინ როდესაც ჩვეულებრივი წარსული დროის გამოყენებისას ვაზუსტებ რო აი გუშინ მოხდა, 2 საათის წინ )
past perfect ესეც წარსულია, მაგრამ "უფრო დიდი დაძველებით" ძირითადად გამოიყენება მოქმედების გამოსახატავად რომლის შემდეგაც რაღაც კიდევ მოხდა. ცხადია ესეც დაუზუსტებელი წარსული დროა,
I had read all the paragraphs before I went to exam, but I could not pass it. მოხდა უკვე ის, რომ წავედი გამოცდაზე, დავწერე და ვერ ჩავაბარე, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა მანამდე წავიკითხე მასალა, მაგრამ კონკრეტულად როდის არ ვამბობ (შეიძლება არც ვიცი)
past continuous არის ჩვეულებრივი განგრძობითი დრო წარსულში. გამოიყენება მოქმედების გამოსახატავად რომელიც რაღაც სხვა მოვლენასთან ერთად პარალელურად ხდებოდა.
I was reading when suddenly I heard noise from kitchen.
I was doing my homework while thieves were looking for jewelery in my bedroom.
ორივე წინადადებაში პირველი ნაწილი არსებითად ერთია, მე ვმოქმედებდი, პროცესში ვიყავი, მთავარი ესაა. მეორე ნაწილი განსხვავებულია და ამაზე არაა დამოკიდებული ეს დრო, ორივე შემთხვევაში, როცა ასევე მოქმედების ხანგრძლივი პროცესია და მაშინაც, როცა რაღაც უცებ ხდება და წყდება, თუ კი მე მოქმედების პროცესში ვიყავი, გამოიყენება ეს დრო.
past perfect continuous ესეც იგივენაირი მოქმედების პროცესში ყოფნაა როგორც წინა შემთხვევაში, იმ განსხვავებით, რომ ამ დროს (ცხადია არ იცი კონკრეტულად რა დრო იყო) არ იცი რა ხდებოდა, იცი რომ ეს რაღაც ხდებოდა რაღაც სხვა მოვლენამდე. მოკლედ რომ ვთქვა ესაა past perfect და past continuous ერთ პაკეტში

დამატებით აქვს ერთი პუნქტი, იცი რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს პროცესი
I had been waiting you all day till you called and canceled the meeting. (მთელი დღე გელოდებოდი, 2 საათი, 5 წუთი, ოღონდ ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ არ მოხდა კიდევ რაღაც)
იმედია ნორმალურად ავხსენი :შ
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია...