წონის დაგდება ისე ადვილად შეუძლია ყველას, ვისაც ამისი სურვილი და ნებისყოფა აქვს. ვიყავი 72 კგ. სიმაღლით 1.60 ვარ.
ეხლა ვიწონი 55-57 კგ-ს. ამ წონაზე ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად. ვარ ძალიან მსუბუქად...

პრინციპი მდგომარეობს შემდეგში.
1) რაც შეიძლება ხშირად იგრძენით შიმშილის გრძნობა.... დავუშვათ მოგშივდათ, ნუ ეტაკებით იმ წუთშივე საჭმელს. შიმშილის გრძნობა უნდა მოითმინოთ ორი საათი მაინც, ორი საათის მერე ეცადეთ არ მიასკდეთ საკვებს...
2) ამოიღეთ საჭმელი მომცრო თეფშზე და არავითარ შემთხვევაში იმ ზომის თეფშზე, რა ზომის თეფშიდანაც იკვებებოდით ადრე...
3) არავითარ შემთხვევაში საჭმელი არ დაიმატოთ... ჭამის შემდეგ დაუნაყრებლობის გრძნობა უნდა გქონდეთ...
4) ამოიღეთ მენიუდან შემწვარ-მოხრაკული, პეპსი, ფანტა, ტკბილეული, ლუდი, კვასი, სიგარეტი, შეზღუდეთ ღვინო, თუ მისი მოყვარული ხართ... მინერალური სასმელები შეიძლება.
ლუდი ვახსენე და ორი სიტყვით არ შემიძლია არ ვთქვა ამ სასმელის მავნებლობაზე...
ლუდის შემადგენლობაში შედის მცენარე სვია, რომელიც შეიცავს ფიტოესტროგენს, ეს უკანასკნელი ლუდში შერევის შემდეგ გამოყოფს ჰორმონს, რომელიც ქალის ჰორმონს - ესტროგენს ძალიან გავს. ლუდის მომხმარებლები ხშირად უჩივიან ჭარბ წონას.
მამაკაცის სხეულზე აღინიშნება ქალისთვის დამახასიათებელი ნიშნები: გაზრდილი მკერდი და თეძოებზე ცხიმგროვები...

წყარო:
http://www.chirkofff.com/alkogol/vred-piva...ony-v-pive.html5) თუ თეთრ საფუარიან პურზე უარს იტყვით და სამაგიეროდ უსაფუარო პურს მიირთმევთ ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ეს მარტო გახდომისთვის კი არა, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი.
6) საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ მოსვით დისტილირებული წყალი ყლუპ-ყლუპ... მთელი დღის განმავლობაში 1.5 ან 2 ლიტრი.
(და საერთოდ, საჭიროა ადამიანებმა ვსვათ დისტილირებული წყალი ონკანის წყლის ნაცვლად, ეს არის ბუნებრივი, ე. წ. წყაროს წყლის ანალოგი)
შიმშილის დროს, ორგანიზმი იკვებება საკუთარივე რესურსებით, კერძოდ, პირველ რიგში იწყება ზედმეტი ცხიმგროვების ხარჯვა იმისათვის, რომ ორგანიზმმა იარსებოს.
მარილი მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს საკვებში, რომ ორგანიზმში დაგროვილი სითხე გარეთ გამოვიდეს თავისუფლად. (თუმცა არ არის აუცილებელი ბოლომდე უმარილო იყოს საკვები.)
გააკეთეთ მუცლის პრესის ვარჯიშები ჭამის წინ. (პირველ დღეს დღეში სამჯერ-ოთხჯერ ვარჯიში ველოსიპედის სტილში: სკამზე დაჯექით და ფეხები ატრიალეთ ისე, თითქოს ველოსიპედზე ზიხართ. ამ დროს ხელებით არაფერს არ ეყრდნობით) თავიდანვე თავს ძალა არ დაატანოთ . ფეხების ტრიალის რაოდენობა გაზარდეთ თანდათანობით, შეძლებისდაგვარად.
პირველი ეფექტის მისაღებად ეს ვარჯიში აკეთეთ დღეში რამდენჯერმე, ხოლო შემდეგ ყოველ დილით, ჭამის წინ. შედეგის დანახვა შეგეძლებათ 6 თვეში...
შეგახსენებთ, რომ შედეგის მისაღწევად საჭიროა იყოს სურვილი და ნებისყოფა. ეს ორი ფაქტორი ისედაც საჭიროა ნებისმიერი რამის მისაღწევად...
P.S. ეს არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და ზედმეტი წონის დასაგდებად ბუნებრივი და ადვილად შესასრულებელი საშუალება... მე პირადად ამ პრინციპით ვცხოვრობ და გამოვიყურები ისე, როგორც 28 წლის. (ვარ 46 წლის)
გისურვებთ წარმატებებს.
This post has been edited by Era on 13 Jul 2013, 11:54