ადრე ვთამაშობდი ბეტფაირზე, ქართულ ბარათებს არ იღებდნენ მაშინ და მანიბუკერით ვრიცხავდი თანხას,
ძირითადად ერთ ადგილას ვბუქსაობდი ალბათ უფრო იმიტომ რომ ნერვები არ მყოფნიდა და რაც მთავარია საკმარისი ბანკიც არ მქონდა.
მე ვფიქრობ მინიმუმ 5000$ მაინც გინდა რო იტრეიდერო და სტაბილური შემოსავალი გქონდეს მანდედან,
რამოდენიმე ინგლისურ ფორუმზეც ვიყავი დარეგისტრირებული და როგორც პრაქტიკული ისე თეორიული ინფორმაციაც ბლომად მქონდა,
მაგრამ ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად , ძალიან დავიღალე და თავი მივანებე მერე,
ცხენებზე, ჩოგბურთზე და ფეხბურთზე ვტრეიდერობდი ძირითრადად.
ერთი პერიოდი მინდოდა რამოდენიმე 3-4 მცოდნე(მათემატიკოსი ეტც..) ადამიანი გამეცნო, ფართი გვექირავა ერთად სადაც გავუზიარებდით ერთმანეთს ცოდნას
მაგრამ ვერავინ ვნახე აქ ეგეთი
მაინტერესებს ვინმე წარმატებით ტრეიდერობს აქ ვინც პოსტავთ?