#30535924 · 3 Apr 2012, 18:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
NHL-ში არის სუპერსაინტერესო მაზიანი
ნეშვილი - მინესოტა 2 4.01 ვივაროს კუშით
ნეშვილი უკვე გავიდა პლეიოფში, მინესოტა უკვე დიდი ხანია რაც აუტშია ...თუ დღეის მდგომარეობით რა განლაგებაცაა სატურნირო ცხრილში ყველაფერი ისე დარჩა, ნეშვილი პლეიოფში დეტროიტზე გადის, თან მოედნის უპირატესობა რედ უინგსს ექნება .... პრედატორებს დღევანდელის გარდა დარჩათ 2 მატჩი - დალასთან და კოლორადოსთან, ეს ორივე კი ზვიგენ-კოიოტებთან ერთად პლეიოფის ბოლო 2 საგზურისთვის სამკვდრო სასიცოცხლო ომშია ჩართული ანუ თუ დღეს პრედატორებმა გაასხეს, 99.99999 % ალბათობით ბოლო 2 მატჩსაც წააგებენ, რითაც დიდი შანსი უჩნდებათ, რომ კონფერენციაში 6 ადგილი დაიკავონ და პლეიოფის 1 წრეში დეტროიტის მაგივრად ლოს ანჯელესს ეთამაშონ ... ამ წუთისთვის 6 ადგილზე ჩიკაგო იმყოფება, რა თქმა უნდა მათაც შეუძლიათ ბოლო 2 მატჩის წაგება და იმავე ადგილზე დარჩენა, მაგრამ აქ გაუგებარი ერთი მომენტია - ორი დღის წინ ბლექ ჰოუქსმა ნეშვილს მოუგო, არადა წაგებით ფაქტიურად გარანტირებულ 6 ადგილზე რჩებოდნენ ქორები და მეფეებს დაეჯახებოდნენ, მაგრამ მათ რატომღაც დეტროიტთან სავარაუდო ჯახზე მოაწერეს ხელი .... ეტყობა აქ დეტროიტის ფაქტორიცაა, რადგან ბოლოსწინა მინესოტას მერე, ბოლო ტურში სწორედ მათ ხვდებიან ჩიკაგოელები და სწორედ რედ უინგსის გადასაწყვეტი იქნება ნეშვილს შეერკინებიან თუ ჩიკაგოს, საკმარისია ეს მატჩი მინიმუმ ფრედ მორჩეს და დეტროიტი აცდება ნეშვილს ... ყველანარი ლოგიკით კი რედ უინგსს სწორედ ჩიკაგო უნდა აწყობდეს, რადგან დღევანდელი ნეშვილი აშკარად უფრო ძლიერი და სახიფათოა, ვიდრე 2 წლის წინანდელი ჩემპიონი ... მოკლედ რომ იტყვიან ჩიტი ბრდღვნად ღირს და ამიტომაც მე გავრისკავ და ავიღებ ნეშვილის წაგებას მინესოტასთან
--------------------
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება მგელთა ხვედრია -------------------- ნიუ იორკში ბოსტონ სელტიქსმა დაძაბულ ბრძოლაში დააამარცხა ადგილობრივი ნიქსი და 2-3 გახადა სერიაში ანგარიში, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც ნიქსი გავიდა (c) რუსთავი 2-ის ფრანგიშვილი, 2013 --------------------- დაილოცოს სეტანტა TV
|