მათ ვინც მოიგეს მწვანე ბარათი მსურს ვაცნობო, რომ დეკემბრის თვიდან უკვე თითქმის ყველასგან ითხოვენ I-134 Affidavit of Support ფორმას, რომელიც უნდა გააკეთოს ამერიკაში კანონიერად მცხოვრებმა ან მოქალაქემ, ან მწვანე ბარათის მფლობელმა.
სავარაუდოდ ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქედან, რომ საკმაოდ ბევრი გამარჯებული ჩასვლისთანავე ჯდება სახელმწიფო დახმარების კმაყოფაზე Food Stamps და ასე შემდეგ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხდება "Public Charge" - ანუ ტვირთი საზოგადოებისათვის . ეს რომ თავიდან აიცილონ, ალბათ ამიტომაც ითხოვენ დამატებით ფინანსურ გარანტიებს. მოკლედ წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი და შეეცადეთ გააკეთოთ ეს ფორმა გასაუბრებაზე გასვლამდე შემდეგ რომ არ გაწვალონ და გარბენინონ.
ეს მოსთხოვეს მარტოხელასაც, ბავშვიან ოჯახსაც და მარტო ცოლ-ქმარსაც, იმ ხალხსაც კი, რომლებმაც საკმაოდ კარგი ფინანსები აჩვენეს და რომლებიც კარგი შეძლებული მაცხოვრებლებიც არიან აქ. მოკლედ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, არც ამერიკელები იჯერებენ რომ ეს ბანკის ანგარიშზე ნაჩვენები თანხა ამ ადამიანისაა. აბა წარმატებებს გისურვებთ და ღმერთმა ქნას რომ არ მოგთხოვონ მაგრამ რას იზამთ.
თუ ამ ფორმას გააკეთებთ შესვლისას არ წარმოადგინოთ თუკი არ გითხრეს. ჯერ აჩვენეთ ბანკიდან ამონაწერები, შემდეგ კი თუ სხვა გზა არ არის მიეცით.
ვინც არ იცის ეს რა არის აი საიტის მისამართი და გაეცანით, ოღონდ ინგლისურ ენაზეა.
http://www.uscis.gov/portal/site/uscis/men...00045f3d6a1RCRDგარდა ამ დოკუმენტისა, თუკი DS-230 აპლიკაციაში მითითებული გაქვთ, რომ ცხოვრობდით წელიწადზე მეტხანს სხვა რომელიმე ქვეყანაში - 99.9% შანსია იმისა, რომ იმ ქვეყნიდანაც მოგთხოვონ ნასამართლეობის ცნობა. ამისთვისაც მზად იყავით. სიტყვაზე - თუ დამთავრებული გაქვთ უმაღლესი ვთქვათ უზბეკეთში 1984 წელს ან 1988-1989 წლებში მსახურობდით ჯარში უკრაინაში - შანსია რომ უზბეკეთიდანაც და უკრაინიდანაც მოგთხოვენ ნასამართლეობის ცნობებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი. ძალზე არალოგიკურია, მაგრამ რა ვქნათ - საქართველოს მოქალაქეებს ასე გვაწვალებენ. ამიტომ ასეთი რამ ან თავიდან არ უნდა ჩაგეწერათ და თუ ჩაუწერეთ მაშინ უნდა დაფაცურდეთ და მოამზადოთ ეს დოკუმენტები როგორღაც, თორემ შემდეგ გაგიწელავენ დროს და გამოგიშვებენ თეთრი ქაღალდით ხელში, რომელზეც დამატებითი საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი იქნება.
P.S. პრინციპში რომ შეხედო მართლებიც არიან. თუ იქ იმისთვის ჩადიხარ რომ სახელმწიფო კმაყოფაზე იჯდე და გაჭირვებაში იცხოვრო მაშინ ადამიანს იქ რა გინდა, ასე გამოდის ამერიკა არ ყოფილა შენი ადგილი.
P.P.S. ვისაც გსურთ კონსულტაციები ვაწარმოებ მომსახურებას, ასევე ყველა საჭირო დოკუმენტების ნოტარიულად თარგმნა-დამოწმებას. თუ სურვილი გექნებათ მომმართეთ: 595 56 06 74 (ირაკლი), მისამართი: თბილისი, რუსთაველის 18
This post has been edited by JavaCyberCafe on 20 Dec 2012, 16:40